სხვა 10 ყველაზე ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია ХХ საუკუნიდან დღემდე 2016, 26 იანვარი, 13:52 ![]() ტერორიზმი - იდეოლოგიურად მოტივირებული ძალადობა, შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი და ამით პოლიტიკური მიზნების მიღწევა. თავად ტერორისტები საკუთარ თავს ჯარისკაცებს, პარტიზანებს, გმირებს უწოდებენ. ХХ საუკუნეში ტერორისტული ორგანიზაციების ნამდვილი ბუმი დაიწყო, რამაც ჩვენს დროში უნდა პიკს მიაღწია. მათი ქმედებები იმდენად გააქტიურდა, რომ საჭირო გახდა ანტიტერორისტული რაზმების - მაღალ დონეზე გაწვრთნილი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური სამხედრო დანაყოფების შექმნა, რომელთა მიზანიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. ქვემოთ მიმოვიხილავთ 10 უძლიერეს ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც ХХ საუკუნეში გაჩნდნენ და ზოგიერთი მათგანი დღესაც მოქმედებს. 1. OAS (ფრ. Organisation de l'armée secrète) საიდუმლო არმიის ორგანიზაცია. ![]() 2. ალ-კაიდა (ალ-ქაიდა, ალ-ყაიდა) ![]() ალ-კაიდა არის არა ერთიანი სტრუქტურის მქონე ორგანიზაცია, არამედ საერთო მიზნების მქონე, საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი ისლამისტური ტერორისტული ჯგუფების ნაკრები. მას არ გააჩნია ერთი ლიდერი, არამედ ამ სახელის ქვეშ მოაზრებულ ყველა ორგანიზაციას თავისი ლიდერი ჰყავს, რომლებიც სხვა ლიდერებზე ნომინალურად დამოკიდებულები ან სულაც დამოუკიდებელნი არიან. ![]() ალ-კაიდას მთავარ მიზნებად ითვლება: არაბულ ქვეყნებში იმ მთავრობათა რეჟიმების დამხობა, რომლებიც ალ-კაიდას მიხედვით მხოლოდ მართლმორწმუნები უნდა ცხოვრობდნენ და საღმრთო რეჟიმი უნდა ბატონობდეს; ისრაელის განადგურება; ბრძოლა აშშ-ის, დასავლური ცივილიზაციის და დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ. ალ-კაიდას ყველაზე ცნობილ ოპერაციად ითვლება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები აშშ-ში. ერაყის ომის დაწყების შემდეგ სახელი "ალ-კაიდა" დასავლეთის ქვეყნებში გადაიქცა ბოროტების, მტრის სინონიმად. 3. ჰამასი ![]() ეს ორგანიზაცია განსაკუთრებით პოპულარულია პალესტინელთა შორის ღაზის სექტორში, თუმცა მას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს დასავლეთ სანაპიროზეც და სხვა ქვეყნების პალესტინის დიასპორაში. ამ მოძრაობის პოპულარობა განპირობებულია მის მიერ პალესტინის ღატაკთათვის შემწეობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაწევით და, ნაწილობრივ, შეიარაღებული მოქმედებებით. არაბული სამყაროს გარეთ ჰამასი ცნობილია თვითმკვლელი ამფეთქებლებით ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რეგიონებში. ორგანიზაცია, როგორც წესი, ამგვარ თვითმკვლელების ოჯახებს უხვ კომპენსაციას უხდის. 4. ეტა (ბას. Euskadi Ta Askatasuna – ბასკების სამშობლო და თავისუფლება). ![]() 1960-იანი წლებიდან ეტა სახემწოფო მოხელეებსა და პოლიციელებზე თავდასხმებს მიმართავდა, აფეთქებდა პოლიციის პოსტებს, ყაზარმებსა და რკინიგზას. 2010 წლის თებერვალში საფრანგეთისა და ესპანეთის სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედების შედეგად დაკავებული იქნა ეტას ლიდერი, იბონა არონატეგუ. 2011 წელს კი ეტამ ბრძოლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა 5. ირა ![]() 6. RAF (გერმ. Rote Armee Fraktion), წითელი არმიის ფრაქცია. ![]() 7. "ლაშქარ ე ტაიბა" (ურდუზე - "უფლის ლაშქარი") ![]() 8. “ბოკო ჰარამი” ![]() ![]() თალიბანის აფრიკული ფრთა, აფრიკული ფუნდამეტალისტური ისლამური ორგანიზაცია, რომლის მიზანიც დასავლური ღირებულებების განადგურება და აფრიკის ქვეყნებში ისლამურ შარიათზე დაფუძნებული სახელმწიფოების წარმოქმნაა. იგი 2002 წელს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის მუჰამედ იუსუფის მიერ ნიგერიაში და დღემდე აფრიკულ ნიგერიაში, ნიგერში, კამერუნსა და ჩადში ფლობს თავის მომხრეთა ძლიერ დაჯგუფებებს. “ბოკო ჰარამის” მებრძოლები გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით მოწინააღმდეგებისა და სხვა რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ. 9. FARC-EP (ესპ. Fuerzas Armadas Revolucionarias de Colombia – Ejército del Pueblo) -"რევოლუციური შეიარაღებული ძალა კოლუმბიაში - სახალხო არმია". ![]() ![]() მემარცხენე რადიკალური დაჯგუფება, რომელიც 1964 წლილდან მოქმედებს, ხოლო 2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. დანაშაულის უმრავლესობა მათ საკუთარ ქვეყანაში აქვთ ჩადენილი, სადაც ისინი კაპიტალისტებსა და იმპერიალისტებზე ნადირობენ. დაფინანსების ნაწილს დაჯგუფება ნარკოტიკებით ვაჭრობით შოულობს. 10. "ისლამური სახელმწიფო" ![]() ![]() დღეისვის ყველაზე ძლიერი და სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია. სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში. აკონტროლებს ერაყისა და სირიის ნაწილს. ტერორისტების გრძელვადიანი მიზანია შეიერთონ მთლიანად ლევანტი, მათ შორის ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, კვიპროსი, სამხრეთ თურქეთი. ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ 2003 წლის ჯორჯ ბუშის შეჭრამ ერაყში მიიყვანა ისინი ჯიჰადამდე ამერიკელების წინააღმდეგ, და ბიძგი მისცა მათ კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე. ეს ორგანიზაცია, ოფიციალური ცნობით, ერაყში ალქაიდას ერთ-ერთი დაჯგუფებიდან განვითარდა. დღეისთვის იგი მთელი სამყარსთვის ახალ გლობალურ საფრთხედ არის მიჩნეული. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ და ირანიც კი გაერთიანდა, ისტორიული მტრობის მიუხედავად. ISIS-მა შეტევაზე გადასვლის დღიდან, ინტერნეტის საშუალებით უამრავი ვიდეო-მასალა გაავრცელა, რომლებზეც სასტიკი მკვლელობებია ასახული. სუნიტი ჯიჰადისტები დაუნდობლად ექცევიან ყველა განსხვავებული რელიგიის ადამიანებს - ქრისტიანებს, იეზიდებს, შიიტებს. მათთვის, ვინც სუნიტი არაა ყველა დამნაშავეა. მათი სისასტიკე იქამდე მივიდა, რომ ალ-ქაიდამაც კი უარი განაცხადა ამ ორგანიზაციასთან კავშირზე და გაავრცელა განცხადება, რომ მათ ქმედებებზე ისინი პასუხს არ აგებენ. 4934 12-ს მოსწონს
|