x
image
natia.a
7 ყველაზე შორი და ზუსტი სნაიპერული გასროლა ისტორიაში - ეს დაუჯერებელია!


ტერმინი „სნაიპერი“ პირველად დადასტურდა 1824 წელს, „sharpshooter“-ის (ზუსტი მსროლელი) გაგებით. 1643 წელს ლიქფილდის ტაძარში (ინგლისი) დამალული სნაიპერის მიერ მოკლული იქნა რობერტ გრევილი ინგლისელი ე.წ „მრგვალთავიანი“ გენერალი. აქედან იწყება სნაიპერის, როგორც პროფესიის ისტორია.

სნაიპერი ყველგან და ყოველთვის ყველაზე ელიტურ მებრძოლად ითვლებოდა. სნაიპერად ადამიანს მხოლოდ ერთი ზუსტი გასროლა ცხადია, ვერ აქცევს. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, რომლის საშუალებით შორს მყოფ მიზანს არასათანადო იარაღითაც კი, ან არახელსაყრელი პოზიციიდანაც მოარტყამ.

ქვემოთ წარმოგდგენთ ისტორიაში 7 ყველაზე შორ და უზუსტეს სნაიპერულ გასროლას, რომელთა დაჯერებაც კი ძნელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის.



1. კრისტოფერ რეინოლდსი, დისტანცია: 1852 მეტრი.


image




2009 წელს, უზუსტესი გასროლა განახორციელა ბრიტანელმა სნაიპერმა, კრისტოფერ რეინოლდსმა. მისი სამიზნე იყო თალიბანთა ლიდერი, მეტსახელად "მულა", რომელმაც პასუხისმგებლბა აიღო ბრიტანელებისა და ამერიკელების წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე ტერაქტზე. რეინოლდსმა ტერორისტი ერთი სროლით გაანადგურა, რის გამოც ჯილდო თავად ინგლისის დედოფლის ხელიდან მიიღო.

2. სნაიპერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, დისტანცია: 2 124 მეტრი.


image
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რეგულარული არმიის ერთ-ერთმა სნაიპერმა (სახელი გასაიდუმლოებულია) წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია: რამდენიმე დღის მანძილზე იგი ყოველდღიურად M23 დაჯგუფების 5-6 აჯანყებულს ანადგურებდა 2 კილომეტრზე მეტი დისტანციიდან.

3. კარლოს ჰეტჩკოკი, დისტანცია: 2 286 მეტრი


image

1967 წელს არტილერიის სერჟანტმა, კარლოს ჰეტჩკოკმა საკმაოდ უცნაური რეკორდი დაამყარა: სნაიპერული შაშხანის მაგივრად იგი იყენებდა ოპტიკური სამიზნით აღჭურვილ ტყვიამფრქვევს - M2 .50 Browning. კარლოსმა ვიეტკონგოელის მოხსნა შეძლო ორ კილომეტრზე მეტი დისტანციიდან, რაც დღემდე რეკორდად ითვლება ავტომატური იარაღისთვის.

4. ბრაიან კრემერი, დისტანცია: 2 285 მეტრი.


image
2004 წელს, სერჟანტი ბრაიან კრემერი გაგზავნეს ერაყში, ამერიკელი რეინჯერების მე-2 ბატალიონთან ერთად. ამ დანაყოფის მისია დღემდე გასაიდუმლოებულია - ცნობილია მხოლოდ ის, რომ სნაიპერ კრემერის გასროლამ მას მთელი ოპერაციის საუკეთესო

5. არონ პერი, დისტანცია: 2 413 მეტრი.
image
2002 წელს ჩატარებულ ოპერაცია "ანაკონდაში" გამოირჩეოდა კანადელი სნაიპერი, არონ კერი, რომელმაც RPG-თი შეძლო ავღანელის მოხსნა თითქმის ორ კილომეტრნახევარზე. ამასთან პერიმ სასხლეტს დააჭირა მხოლოდ მტრის იარაღზე არეკლილი მზის შუქით ორიენტირებით.

6. რობ ფარლონგი: 2 414 მეტრი

image

რობ ფარლონგი შედიოდა კანადელ მშვიდობისმყოფელთა დაჯგუფებაში, რომელიც ოპერაციებს ატარებდა ავღანეთის საშიშ კლდეებზე. მისმა გასროლამ გადაარჩინა ამერიკელი ქვეითების მთელი რაზმი: ჯარისკაცები ადიოდნენ მთაზე და ვერ ხედავდნენ მეტყვიამფრქვევეს, რომელიც ცეცხლის გასახსნელად ემზადებოდა. ელვისებურმა რეაქციამ რობს ოსტატი-კაპრალის წოდება მოუტანა.

7. კაპრალი ჰარისონი: 2 462 მეტრი


image

ბრიტანელი სნაიპერი, კაპრალი ჰორს კრეიგ ჰარისონი ქვეითთა მხარდაჭერის დანაყოფში მსახურობდა. 2009 წელს გამართული ბრძოლის შემდეგ იგი ნამდვილ ლეგენდად იქცა. ჰარისონმა შეძლო სამი გასროლით გაენეიტრალებინა ტყვიამფრქვევით აღჭურვილილ ავღანური პიკაპის მძღოლი, მსროლელი და მგზავრი. სამი გასროლიდან სამივე უზუსტესი და ეს ყველაფერი დაახლოებით ორ კილომეტრნახევრიდან.




9
7125
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7125
  
2016, 14 მარტი, 12:24
საომარი მოქმედებების დროს, მასიურად სნაიპერების გამოყენებას ადგილი ჰქონდა რუსეთ–ფინეთის კონფლიქტისას, ფინელმა სნაიპერებმა აიძულეს სტალინის უზარმაზარი არმია, ხელი აეღო დამპყრობლურ მისიაზე, ხოლო სნაიპერთა გამოვლენილმა შესაძლებლობებმა და მტრისათვის მიყენებულმა ზიანმა, ყველას დაანახა, მათი ფასდაუდებელი მნიშვნელობა. ფინელებმა სნაიპერთა ისტორიის ახალი ფურცლები ჩაწერეს და საფუძველი დაუდეს სამხედრო სნაიპერთა ინსტიტუტებს..
2016, 11 მარტი, 9:59
მშვენიერი სტატიაა, კარგია.
2016, 10 მარტი, 16:34
sniper - ტერმინი გამომდინარეობს სიტყვიდან snipe - ჩიბუხა - бекас.
2016, 10 მარტი, 13:46
წარმატებები :)
პ.ს
არც საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ჰყავს ნაკლები ჩუბინები, უბრალოდ მათზე ინფორმაცია დახურულია...
2016, 10 მარტი, 13:43
დიდი მადლობა შეფასებისთვის და დაზუსტებისთვის. :)
2016, 10 მარტი, 13:39
უმაგრესი სტატიაა, მაგრამ მინდა მცირე შესწორება შევიტანო თქვენი ნებართვით!
სნაიპერს სათავე დაუდო უსწრაფესმა ფრინველმა (ჩიბუხა).
საქმე შემდეგშია: ჩიბუხას ინგლისურად "დიდი სნაიპი" (Great Snipe) ჰქვია და როცა 1770 წელს ჩუბინმა მსროლელმა ამ ფრინველის ერთერთი წარმომადგენელი ფრენისას ჩამოაგდო, მას "სნაიპერი" ანუ "სნაიპის" მომნადირებელი უწოდეს.
2016, 10 მარტი, 13:14
ხვალ თუ შესაძლებელი გახდება აუცილებლად
2016, 10 მარტი, 13:13
არა უშავს, მთავარი შეფასებაა :)
2016, 10 მარტი, 13:12
რა საოცარი სტატიაა, რა სამწუხაროა რომ ლიმიტი არ მაქვს
0 1 9