x
image
- ლანა -
მხურვალე რომანის ცივი დასასრული. რატომ ტოვებენ საყვარელ ადამიანს?

სიყვარულით ''დაბრმავებულები'' ხშირად ვერ ვამჩნევთ, რეალურად ვის ვხვდებით. ძვირფასი ადამიანი ფილმის გმირად გვესახება და არ გვსურს, მასში ნაკლი ვეძებოთ. ურთიერთობა, რომელსაც წერტილი არ ესმება, იშვიათია. ჩნდება კითხვები:''რა შემეშალა? სხვა გამოჩნდა? საერთოდ, ვუყვარდი?''imageმიზეზი გაუცხოება, ემოციური სიცივე. კომუნიკაციის, დარდის გაზიარების გარეშე ურთიერთობა კვდება. ამაზე მოდის განქორწინებათა 65%. კონფლიქტური სიტუაცია ურთიერთგაგებით უნდა გადაიჭრას. როცა გიყვარს, სიჯიუტეს ივიწყებ და თმობ. ამ მიზეზით დაშორებულა 43%. ფინანსური საკითხები. პრობლემა თანხის განიავება ან მისი სიმცირე ხდება. +ქორწინების შემდეგ ქალს ფულს ძველებურად აღარ ახარჯავენ. თვითკმაყოფილება. თვლი, რომ ქორწინებით პარტნიორის გული უკვე შენია და ამით მორჩა... არადა, სიყვარულს სასიცოცხლოდ დუღილი სჭირდება. ღალატი. სტატისტიკა ამბობს, რომ ყოველ მეოთხე წყვილში ჩნდება მესამე პირი. მიცემული შანსის მიუხედავად, სიყვარული ფერს, ნდობას კარგავს. თანაც, ღალატი და ტყუილი ძმები არიან. მავნე ჩვევები. დრო გადის და ვარდისფერი სათვალე ცვთება. ''ეს ის არ არის, ვინც მეგონა'' - პარტნიორის გაშიშვლებული სული ზოგს არ მოსწონს. მბრძანებლობა. დამღუპველია, როცა წყვილი თანასწორობას ვერ გრძნობს, რომელიმე მეტად იხარჯება ან ზეწოლას განიცდის. შეურაცხყოფა და დამცირება. რაც არ უნდა მოხდეს, ფიზიკურ ზიანს გამართლება არ აქვს. ამით ყველა გრძნობას თელავ. დაუფიქრებელ სიტყვებს დიდი წონა აქვს. მესაკუთრეობა. რომანტიკულია, პარტნიორის ნახვის სურვილით იწვოდე, მაგრამ ეს უკანასკნელი თოკით დაბმას არ გულისხმობს. პირადი სივრცე არ შეუზღუდო! ეჭვიანობა სიყვარულის საზომი არ არის. ეს ჭირვეულობა და უნდობლობაა. გამომცდელი კითხვები არაფერს მოგიტანს. თვითშეფასების დაცემა. ვეღარ ხედავ ღირსებებს, თავი უმწეო გგონია. თავმოყვარეობის დაკარგვა პირად ცხოვრებას ძირავს. სხვა ქალთან/კაცთან შედარება გამაღიზიანებელია... გვერდით მყოფი ადამიანი მეტად დააფასე.

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0