x
image
- ლანა -
''არ უცქირო, შეგიყვარდება'' - ეს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტები
image1. თუ ტირილი არ შეგიძლია, ესე იგი სუსტი ხარ.

2. ფიქტიური თავდაჯერება დადებითად მოქმედებს თქვენი ტვინის ''ქიმიაზე'' და ცხოვრებას ცვლის.

3. თითქმის ყველა წარმატებულ ადამიანს ორი რამის სწამს: მომავალს შეუძლია აწმყოზე კარგი იყოს და ამას მე გავაკეთებ.

4. რთულია ამის მოსმენა, მაგრამ ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნაც ყველაზე მეტად გვსურს, ზოგჯერ ის ადამიანია, ცხოვრებას რომ გვიწამლავს.


5. ადამიანს ძილი თუ არ ეკარება, მით უფრო ბედნიერია. სევდიანი გუნება ზრდის ძილის მოთხოვნილებას.

6. იმ ადამიანის ჭეშმარიტი მეგობარი ვერ გახდები, ადრე რომ გიყვარდა.

7. მამაკაცს 3 დღეში უყვარდება, ქალს - 2 კვირაში.

8. ქალი ხმის ტონს უწევს იმ მამაკაცის გვერდით, რომლითაც მოხიბლულია.

9. ადამიანი საუბრისას დროის 60%-ს თუ ამყარებს შენთან მხედველობით კონტაქტს, ესე იგი თავი მოაბეზრე; თუ 80%-ს - მოხიბლე. თვალს თუ არ გაშორებს, გემუქრება.

10. ადამიანს უფრო სიმპათიური ეჩვენები, როდესაც მასში ღიმილს ან სიცილს იწვევ.

11. თქვენი ნათქვამის შემდეგ ქალი ურცხვად ''მოგაშტერდათ''? ამ დროს აინტერესებს, რატომ იცრუეთ.

12. ცხვირი ჩვენს გონებრივ მეხსიერებასთანაა კავშირში; ამიტომ აღვიძებს სურნელი ძლიერ მოგონებებს.

13. წერისას, სწავლისა თუ კითხვისას მელოდიის მოსმენა კონცენტრაციაში გვეხმარება.

14. ჩვენი ქვეცნობიერი ცნობიერ გონებაზე 30000-ჯერ ძლიერია.

15. ინტელექტუალ ადამიანს შედარებით ცოტა მეგობარი ჰყავს. რაც უფრო ჭკვიანდები, სტანდარტები გეზრდება.image16. დეპრესიისას ქალს აწუხებს დანაშაულის გრძნობა, მომატებული მადა და ძილიანობა, წონის მატება, გარეგნობის უგულებელყოფა.

17. არეულ ოთახს შეუძლია კრეატიული ფიქრები მოგიზღვაოს.

18. გადამეტებული ფიქრი შიშის ერთგვარი ფორმაა; ღრმავდება, როცა თან ერთვის წინათგრძნობა, მეხსიერება, ფანტაზია და ემოცია.

19. ჩვენი გულის ცემა იცვლება იმ მუსიკასთან ერთად, რომელსაც ვუსმენთ.

20. ადამიანი რომ სრულიად გაიცნო, 3-4 წელი გჭირდება. წყვილებს, რომლებიც ამ ფაქტს ითვალისწინებენ და შემდეგ ქორწინდებიან, იშვიათად ენგრევათ ოჯახი.

21. ადამიანი, რომლის შეყვარებაც რთულია, ის არის, ვისაც სიყვარული ძალიან სჭირდება.

22. ვინმეზე მუდმივად ოცნება უპასუხო არ რჩება; ისიც იგრძნობს თქვენდამი მონატრებას.

23. თვალის გუგა 45%-ით ფართოვდება, როცა იმ ადამიანს უცქერ, რომელიც გიყვარს.

24. ლურჯ ოთახში მეტად ნაყოფიერად ვმუშაობთ.

25. ხანგრძლივი, თბილი შხაპი ემოციებს და მარტოობას ებრძვის.

26. ირონიულია, მაგრამ ხალხს, რომელიც დღეს გაიგნორებს, მოგვიანებით დასჭირდები.

27. ჩვენი სხეული ღამის 3-4 საათზე ყველაზე სუსტია. უმეტესად ამ დროს ფიქსირდება უეცარი სიკვდილის შემთხვევები.

28. ბილინგვ ადამიანს სხვა ენაზე გადართვისას, შეიძლება ქვეცნობიერი შეეცვალოს.

29. გულში ჩაკვრისას ქალი თავს დაცულად გრძნობს. ჩახუტება ხსნის სტრესს და ამაგრებს გულს.

30. ჩვენი გონების 70% იცით რაზე მუშაობს? მოგონებების გამეორებაზე და სცენარის საუკეთესო კუთხით შეთხზვაზე.image31. თვალების დახუჭვა მოვლენების გახსენებაში გვეხმარება.

32. მამაკაცის ტვინი ზომით ქალისაზე 10%-ით დიდია, თუმცა ქალის ტვინი უფრო ქმედითად მუშაობს.

33. სიბრაზის ორი მთავარი მიზეზი უძილობა და შიმშილია.

34. ადამიანი თუ ბედნიერებისგან ტირის, პირველი ცრემლი მარჯვენა თვალიდან ეცემა; ტკივილისას - მარცხენა თვალიდან. იმედგაცრუებისას - ორივე თვალიდან.

35. ემოციების ფურცელზე გადმოტანა გვეხმარება, მალე განვიკურნოთ ფსიქოლოგიური ჭრილობისგან.

36. ჩაძინებამდე თუ ბევრს ფიქრობდი, გონება გაღვიძებისთანავე აქტიურია და ამიტომ გრძნობთ დაღლილობას.

37. ყოველდღე 5-10 სიმღერის მოსმენა აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს დეპრესიის რისკს 80%-ით.

38. დედასთან საუბარს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ჩახუტებას. მისი ხმა ჩვენში ოქსიტოცინს უშვებს და სტრესი მცირდება.

39. კვლევები მოწმობს, რომ ოჯახში რიგით მეორე დაბადებულ ბავშვს ბევრი პრობლემა მოაქვს.

40. პერფექციონისტ ადამიანებთან ახლოს დგას დეპრესია, რადგან ისინი უკმაყოფილებას ხშირად გრძნობენ.

41. ტკივილი გონებას აძლიერებს. ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა, ძლიერია და იცის, რომ გაძლება აქვს.

42. ქალი მაღალი ინტელექტის კოეფიციენტით, გვიან ირჩევს ცხოვრების მეგზურს. ურჩევნია, დარჩეს მარტო, ვიდრე არასწორთან.

image

43. სკოლა ჩვენს ინტელექტს კი არა, მეხსიერებას ცდის.

44. მარტოობის და ტკივილის განცდას ტვინში ერთნაირი ადგილი უჭირავს.

45. თუ ადამიანს გონებიდან ვერ იგდებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაც შენზე ეფიქრება.

46. ზოგიერთი ჩვენგანი დიდ ბედნიერებას გაურბის, რადგან ვშიშობთ, შემდეგ რაიმე ტრაგიკული მოხდება.

47. ქალის გონებაზე დადებითად მოქმედებს მიმართვა ''პატარავ'', მყისიერად მსუბუქდება სტრესი.

48. მისოფონია - მდგომარეობა, როცა უმნიშვნელო დეტალები გაღიზიანებს (ადამიანი ხმამაღლა რომ ჭამს ან სუნთქავს).

49. პიროვნება თუ დაჟინებით მოითხოვს გრამატიკული წესების დაცვას, ფსიქიკურად გაუწონასწორებულია.

50. საყვარელი ადამიანის გვერდით ძილი არა მარტო ამცირებს სტრესს, არამედ გვიხანგრძლივებს ცხოვრებას.. თანაც მალევე ვიძინებთ.

51. ფიზიკური შეხება უფრო ჯანმრთელს გვხდის. ტექსტური შეტყობინება, ჩახუტება, ხელის ჩაკიდება იმუნურ სისტემას აძლიერებს.

52. ადამიანი ტყუილის თქმისას მარცხენა ზედა კუთხეში იხედება.

53. ჩვეულებრივ, სიმაღლე მამის მხრიდან გადმოდის; ინტელექტი, ემოციური სიმყარე და სხეულის ფორმა - დედის ხაზით.

54. ბავშვს, რომელიც ოჯახში პირველი დაიბადა, შედარებით მაღალი ინტელექტი აქვს.

54. ქალია მეტად ემოციური თუ მამაკაცი? ორივე ერთნაირად. უბრალოდ, ქალი უფრო გულახდილია გამოხატვისას.

55. ის, ვინც ჩვენში საუკეთესო თვისებებს აღვიძებს და გვაძლიერებს, ჩვენი სისუსტეა.

56. ღამით ყველაზე ხშირად 3:44-ის დროით გვეღვიძება.

57. ჩვენი ტვინი ადამიანის მიერ მოყენებულ ემოციურ ტკივილს მინიმუმ 6-8 თვეში ივიწყებს.

58. ღრმად გძინავს და უეცრად ფართხალით იღვიძებ? ეს მაშინ ხდება, როცა სიზმრად გგონია, კვდები.

59. ყალბი ღიმილიც კი ბედნიერების წინაპირობაა.image60. კოცნა კლავს ტკივილს (ემოციურს, ფსიქიკურს, ფიზიკურს) და შიშს.

61. ჩვენკენ მომართულ მზერას გონება ძილშიც კი გრძნობს.

62. ადამიანს, რომელიც მთელი გულით გიყვარდა, 15 თვეში და 27 დღეში ივიწყებ.

63. მუსიკის მაღალ ტონზე მოსმენა გვამშვიდებს, გვაბედნიერებს.

64. მიმოწერისას, შრიფტს უფრო სწრაფად კრეფ, თუ ადამიანისადმი სიმპათიით ხარ განწყობილი.

65. ფორთოხლის სურნელი და დაგემოვნება სტრესს 70%-ით ამსუბუქებს.

66. შეყვარების კი არა, საპასუხო სიყვარულის არმიღების გეშინია.

67. მორიდებული ხალხი უფრო დაკვირვებულია, მარტივად ამჩნევს პრობლემის ბირთვს.

68. ყოველ დილით ერთი პოზიტიური ფიქრი ტვინისთვის ფსიქოლოგიური ტრიუკია, უფრო ბედნიერი ხდები.

69. ადამიანი ჟესტიკულაციას მეტად იყენებს რეალური ამბის მოყოლისას; მატყუარას ხელები გაშეშებულია.

70. გატაცება მაქსიმუმ 4 თვეს გრძელდება; შემდეგ ურთიერთობა უფრო მეტია, სიყვარულია.

71. ფეხსაცმელს დიდი დატვირთვა აქვს; ხშირად მასზე დაყრდნობით აკეთებენ თქვენზე დასკვნას.

72. ადამიანი დაღლილობისას უფრო გულწრფელია. ღამის საათებში საუბრისას ბევრ რამეში ''ვტყდებით''.

73. მიირთვი პიტნა - შეიმსუბუქე სტრესი და განიკურნე თავის ტკივილისგან.

74. ხალხი, რომელიც ხშირად იცინის, ემოციურ თუ ფიზიკურ ტკივილს უკეთ იტანს.

image

75. ჩახუტება, რომელიც ოც წამზე მეტხანს გრძელდება, ათავისუფლებს ოქსიტოცინს და ამ ადამიანისადმი ნდობა გვიჩნდება.

76. დაფიქრდი, როგორ ესაუბრები ბავშვს, ეს მათ შინაგან ხმად იქცევა.

77. თავის მოჩვენება, თითქოს სიბრაზე, სევდა და მარტოობა არ განგიცდია, გონებრივად შეგშლის.

78. სიფხიზლის წამალი: მიიღე ერთი ცხელი და ერთი ცივი სასმელი. ასეთი კომბინაცია გონებას ''გააღვიძებს''.

79. ინსომნია ხშირად ინტელექტუალ ხალხს სჭირს. მათ გონებას უძნელდება გამორთვა.

80. ადამიანი, რომელზეც ძილის წინ ფიქრობ, შენი ბედნიერების ან ტკივილის მიზეზია.

81. როდესაც მამაკაცი ქალთან გრძელვადიან ურთიერთობას გეგმავს, მის სახეს აკვირდება, მოკლევადიანისას - ფიგურაა ყურადღების საგანი.

82. ბედნიერი აურა გადამდებია; დრო მხიარულ ხალხთან გაატარე.

83. საყვარელი სიმღერა ბევრისმთქმელია. ის ჩვენ გვეხება, ემოციურ კავშირშია.

84. ბევრი ჩვენგანი ონლაინ მიმოწერისას ნათქვამ ფრაზებს ვერასდროს იტყოდა (რეალურ ცხოვრებაში).

85. გონიერი ადამიანი საკუთარ თავს არ აფასებს, რამდენადაც უმეცარი - მას თავი ბრწყინვალე ჰგონია.

86. სიმღერა შფოთვის გრძნობას გვიხშობს.

87. სწავლის დროს შოკოლადის ჭამა გვეხმარება, ახალი ინფორმაცია ხანგძლივი დროით ''გაგვყვეს''.

88. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო გონივრულია, როცა სხვა ენაზე ვფიქრობთ.

89. როცა სასურველი ადამიანი უარგვყოფს, ეს შეგრძნება ფიზიკური ზიანის ტოლფასია.

90. როდესაც გვესმის ფრაზა''რაღაც უნდა გკითხო'', 98% უარყოფით მოვლენებს ვიგონებთ.

91. დღეს მოზარდებს იმდენი საწუხარი აქვთ, რამდენიც ფსიქიატრიის პაციენტებს 1950 წელს.

92. ბრმა ადამიანი არასდროს ავადდება შიზოფრენიით.

93. ინტერნეტ ტროლი რეალურ ცხოვრებაში ნარცისი, ბუნებით სადისტი და შეშლილია.

94. სხვაზე ზრუნვა თავადვე გვხდის ბედნიერს.

95. რეალურად ჩვენს გულს კი არა, გონებას უყვარდება.image96. ადამიანი გულში გაცნობიდან 4 წუთში გვივარდება. ქალი 34 წუთიანი საუბრის შემდეგ წყვეტს, გამოდგებით თუ არა გრძელვადიანი ურთიერთობისთვის.

97. პესიმისტური თვალთახედვა გენეტიკურია.

98. გასაკვირია, მაგრამ კომიკოსი, მხიარული ადამიანი უფრო დეპრესიულია.

99. შეყვარებული წყვილი ერთმანეთს რომ უცქერს, მათი პულსი დროში ეწყობა.

100. თუ ჩვენს გრძნობებს დიდხანს დავმალავთ, სიყვარულის ობიექტი უმალ გადაგვიყვარდება.

101. მოსახლეობის 80% მუსიკას იმიტომ უსმენს, რომ ცხოვრების ქაოსს გაექცეს.

102. გარდაცვალების შემდგომ გონება კიდევ 7 წუთითაა ცოცხალი და ამ დროს მოგონებები თვალწინ სიზმარივით გვეშლება.

image

103. ადამიანი, რომელიც გაიძახის ''ჩემთვის სულერთია, არ მადარდებს'', სინამდვილეში ყველაზე მეტად ანაღვლებს.

104. ის, ვინც ცდილობს არავის აწყენინოს, ბოლოს მარტოობას გრძნობს.

105. სიზმრის 70% საიდუმლო მესიჯს ატარებს და ის გააზრებულ ფიქრებზე მნიშვნელოვანია.

106. ჩაცმა განწყობასთანაა კავშირში. თუ კარგად ვიმოსებით, თავს ბედნიერად ვგრძნობთ.

107. თუ ადამიანი ძალიან მოგწონს, შეუძლებელი ხდება მასთან იცრუო.

108. ვისაც სარკაზმი ესმის, ხალხის გონებას უკეთ კითხულობს.

109. სულელურ შეკითხვაზე სარკასტული პასუხი ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი ''ფორმაშია''.

110. ის, ვინც უწმაწურ სიტყვებს ხშირად ამბობს, ერთგული და გულწრფელი მეგობარია.

111. ჩვენი ენა ინტიმურ ცნობისმოყვარეობასთანაა კავშირში. შეგიძლია ენა იდაყვს შეახო? ესე იგი ექსპერიმენტები გხიბლავს...

112. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი სხვების კრიტიკისკენაა მიმართული.

113. სხეულის უჯრედები პასუხობს ყველაფერს, რასაც გონება აზრად ივლებს; ნეგატივი იმუნურ სისტემას აქვეითებს და ავადდები.

114. მზის ქვეშ დროის გატარება ბედნიერს გვხდის.

115. თუ ადამიანი ხშირად ჩუმდება, ამ დროს ფიქრობს, რომ მისი ნამდვილი ფიქრები არ გესიამოვნება.

116. ადამიანზე რაოდენ ბევრსაც საუბრობ, მით იზრდება შეყვარების შანსი.

117. კარგი მატყუარა უკეთ ხვდება სხვათა სიცრუეს.

118. შოკოლადი და საყიდლებზე სიარული უფრო დიდი ''ნარკოტიკია'', ვიდრე ლსდ და სტეროიდი.

119. ონლაინ პაემანი და ონლაინ შოპინგი ერთსა და იმავე ფსიქოლოგიურ პრინციპებს მიყვება.

120. გამოუძინებელი მამაკაცი ხშირად ვარაუდობს, რომ ქალებს მასთან სქესობრივი კავშირი სურთ.image121. თუ სასმელ ბოთლს ქაღალდს აგლეჯ, ესე იგი დაუკმაყოფილებელი ინტიმური ცხოვრება გაქვს.

122. როცა მარტო ვართ, ბედნიერ შეყვარებულ წყვილებს ვამჩნევთ და თუ პარტნიორი გვყავს, ბედნიერ მარტოხელებს ვხედავთ.

123. ხალხი, რომელიც სერიული მკვლელებითაა მოხიბლული, უკეთესი მოსაუბრეა.

124. ქალის ცრემლები მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს ამცირებს.

125. სიმეტრიული ნაკვთების მქონე სახე გვირჩევნია, რადგან გვჯერა, უკეთესი გენების მატარებელია.

126. ოჰ, ეს კორტიზოლი... როდესაც ადამიანით ''შეპყრობილი'' ვართ, ამიტომ ვიქცევით არაგონივრულად.

127. 20 წლამდე ასაკის ბიჭს შეყვარებულთან დაშორების გამო გული გოგონაზე მეტად სტკივა.

128. ქალები იხიბლებიან მამაკაცით, რომელსაც მაღალი ინტელექტისა და პატიოსნების ნიშანი - კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

129. ყოფილი შეყვარებულის სურათის ნახვა ტვინის იგივე ნაწილის გააქტიურებას იწვევს, ნარკოტიკთან და ფიზიკურ ტკივილთან რომაა კავშირში.

130. მოღალატე პარტნიორს ინტელექტუალური კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებელი აქვს.

აქვე გეტყვი, რომ ერთ დროს მხოლოდ 3-4 ფაქტის დამახსოვრება შეგიძლია.

1
477
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
477
  
2018, 5 დეკემბერი, 4:41
ოთახში შესვლისას მამაკაცი ნაცნობ სახეს ეძებს, ქალი კი ჯერ უცნობებს აფიქსირებს.
0 1 1