![ფეხის ზომა და ადამიანის ხასიათი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018091922535280254.jpg)
ფეხის ზომა 39 : ''ერთხელ ცხოვრობ და უნდა შეირგო''. წყენას გულში არ იდებს, მხიარული და ემპათიკურია. სანამ ადამიანს განსჯის, მის ადგილას წარმოიდგენს თავს. თუ უყვარს, უყვარს არსებით. წნეხს იოლად აღწევს თავს.
ფსიქოლოგია ფეხის ზომა და ადამიანის ხასიათი 2018, 19 სექტემბერი, 23:58 ![]()
ფეხის ზომა 38 : შარმიანი ვინმეა. სიტყვებით ''თამაში'' გამოსდის და ამით ხიბლავს სამიზნეს. მახვილი გონება აქვს. შეუძლია, ადამიანს საიდუმლო ათქმევინოს. მის თვითშეფასებას ვერავინ დაწევს. ეს ლიდერი ხალხისთვის შეუცნობელია.
![]() ფეხის ზომა 39 : ''ერთხელ ცხოვრობ და უნდა შეირგო''. წყენას გულში არ იდებს, მხიარული და ემპათიკურია. სანამ ადამიანს განსჯის, მის ადგილას წარმოიდგენს თავს. თუ უყვარს, უყვარს არსებით. წნეხს იოლად აღწევს თავს. ფეხის ზომა 40 : თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს. გეგმებზე არ საუბრობს და არც სხვის საქმეში ერევა. კრიტიკას იტანს. ხალხის ნათქვამიდან გულთან მხოლოდ საუკეთესო მიაქვს. ფეხის ზომა 41 : ორი უკიდურესი ჩვევა: ბეჯითად და ნაყოფიერად მუშაობა, გამოწვევის სიყვარული, ან - მთელი დღე საწოლში ''გდება''. წვეულება, გართობა და ცხოვრება სინანულის გარეშე - ეს ყველაზე მეტად მოსწონს! ფეხის ზომა 42 : მშვიდობისმოყვარეა, უსიამოვნო სიტუაციებს ერიდება. ხალხს მარტივად არ იმეგობრებს, მაგრამ ვინმეს მეგობარი თუ უწოდა, ცხოვრების ბოლომდე მის გვერდში იდგება. ბუნებაში გასვლა და მოგზაურობა, ახალი რამის შესწავლა იტაცებს. ფეხის ზომა 43 ან მეტი : მოხდენილი პიროვნება გონივრული ფიქრებით. ცხოვრებაში ბევრი რამ გამოუცდია. საიმედოა, ხალხი დასახმარებლად ხშირად მიმართავს. ჯანსაღი წესით ცხოვრებას ცდილობს. სპორტულია, კარგი ამტანობა აქვს.325 2-ს მოსწონს
|