რჩევები როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი ტანსაცმელი მოდურად - 16 მარტივი ხერხი 2018, 23 სექტემბერი, 13:38 ალბათ, ყველა გოგოს გამოუცდია შეგრძნება, როცა კარგი ქსოვილის ტანსაცმელი აქვს, მაგრამ ვეღარ იცმევს, იმიტომ რომ მოდაში აღარაა. იმედია, დღეიდან ეს პრობლემა აღარ გექნებათ. სტატიაში გასწავლით, როგორ გადააქციოთ მოსაწყენი სვიტერი ლამაზად და ქალურად, როგორ გამოჭრათ ტოპი უცნაური კაბისგან, როგორ დაამატოთ თანამედროვე დეტალები ერთფეროვან ზედას და გაგაცნობთ სხვა საინტერესო და მარტივ ხრიკებს.
16. ხავერდის ბაფთამხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ ასეთი ბაფთის გამოსაჭრელად, რომელიც თქვენს ზედას გაახალისებს. მეტი 15. ნათელი დეტალებითუ მაისურს ფერად ლენტებს მიაწებებთ, შეიძლება რაღაც ძალიან კრეატიული გამოგივიდეთ. მეტი 14. კაბისგან გამოჭრილი ტოპი (ზედა)თითქმის ყველა გოგოს აქვს კაბა, რომელსაც არ იცმევს. დააკლიკეთ "მეტზე" და იხილეთ მოსაწყენი კაბის თანამედროვე ზედად გადაქცევის ერთ-ერთი მაგალითი. მეტი 13. მოდური ფოჩებითუ თქვენი ჟაკეტი ზედმეტად ერთფეროვანია, მისი გახალისება მოდური ფოჩებით შეგიძლიათ. უბრალოდ, ჟაკეტი, ფოჩები და ცოტა მოთმინება გჭირდებათ. მეტი 12. ზურგის დეტალებიმართლაც ძალიან მარტივია უბრალო მაისურის მოდურად გადაქცევა: უბრალოდ, რამდენიმე დეტალი უნდა ამოჭრათ ზურგის მხრიდან. მეტი 11. მოქარგული წარწერები და ნახატებითუ მოთმინება გაქვთ, ტანსაცმლის დეკორირება მოგწონთ და ქარგვაც გეხერხებათ, მაშინ ეს იდეა თქვენთვისაა. მეტი 10. უბრალო მაისურისგან შექმნილი მოდური ტოპიძველი მაისურის მოკლე, მოდურ ტოპად გადაქცევა ძალიან მარტივია და განსაკუთრებულ უნარებსაც არ მოითხოვს. მეტი 9. შარფი ძველი სვიტერისგანთუ ძველი სვიტერი გაქვთ, რომელსაც ვერ იცმევთ და გადაგდებაც გენანებათ, მაშინ შეგიძლიათ ის მარტივად გადააქციოთ პრაქტიკულ შარფად ან სხვა ზამთრის აქსესუარად. მეტი 8. ქვედაკაბის გაფორმება ორიგინალური დეტალებითეს იდეა მათთვისაა, ვისაც ძველი კაბის მოდურად გადაქცევა ან, უბრალოდ, დეტალების დამატება სურს. მეტი 7. პაწაწინა პომპონებიძველი ჯინსის დეკორირებისთვის, უბრალოდ, პომპონები უნდა იყიდოთ და მიაკეროთ შარვალს. მეტი 6. უმხრო მაისურიჩვეულებრივი მაისური რომ უმხროდ გადააქციოთ, ზედა ნაწილი უნდა მოჭრათ და მხრებზე გადაიწიოთ. იმისთვის, რომ მარტივად არ ჩამოვარდეს, კარგი იქნება, თუ შიგნიდან რეზინას მიაკერებთ. სტატიის ბოლოს შეგხვდებათ ვიდეო, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება ახსნილი მსგავსი მაისურის გაკეთება. 5. ორნამენტებიანი ქუდიდღეს ორნამენტიანი ქუდები ძალიან პოპულარულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძვირიც ღირს. თუმცა, არ იდარდოთ, სასურველი დეტალების ქუდზე მიმაგრებას თქვენც მარტივად შეძლებთ. მეტი 4. პომპონები მკლავებზეძველი სვიტერის გახალისება პომპონებით ძალიან მარტივია. მისი ყიდვა ნებისმიერ მძივების მაღაზიაში შეგიძლიათ. მეტი 3. კაბა ჯინსის შორტისგანმიეცით თქვენს ძველ ჯინსებს მეორე შანსი! ძველი შარვლისა და შორტის გადაქცევა თანამედროვე კაბად ძალიან მარტივია. მეტი 2. გალამაზებული კედებიდღეს ნაქარგებით მორთული ფეხსაცმელი ძალიან პოპულარულია. თუ დეკორირებას თქვენით გააკეთებთ, ბევრ ფულს დაზოგავთ, თან უნიკალური ფეხსაცმელი გექნებათ. მეტი 1. გახეული პულოვერის მოდურად გადაქცევის მაგალითითუ პულოვერი გაგეხევათ, ნუ იჩქარებთ გადაგდებას. მიაკერეთ მას სხვა ნაჭრის დეტალები, გახადეთ თანამედროვე და პრაქტიკული. მეტი ბონუსი: როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი ტანსაცმელი უნიკალურად - 5 ხერხი
ასევე დაგაინტერესებთ:1. რა იქნება მოდაში ამ შემოდგომას - 15 ტრენდი 2. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 3."ჭკვიანი ტანსაცმლის" 12 მაგალითი, რომელიც მალე ჩვეულებრივს ჩაანაცვლებს 935 3-ს მოსწონს
|