ტენდენციები რა იქნება მოდაში ამ შემოდგომას - 15 ტრენდი 2018, 25 აგვისტო, 21:12
ზაფხული უკვე მთავრდება და კარგი დროა, საშემოდგომო ტანსაცმლის შეძენაზე იფიქროთ. იმისთვის, რომ შეცდომა არ დაუშვათ და უგემოვნოდ არ გამოიყურებოდეთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი ტანსაცმელი იქნება ტრენდული ამ შემოდგომას.
სტატიაში გთავაზობთ 15 მოდურ ტანსაცმელს ცივი სეზონისთვის. თუ გსურთ, რომ გემოვნებიანად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ! 1. კუბოკრული ტანსაცმელიკუბოკრული ტანსაცმელი ისევ პოპულარულია. როგორც ცალ-ცალკე შარვლისა და ზედის ჩაცმა შეგიძლიათ ამ პრინტით, ასევე შეგიძლიათ, მთლიანი კაბაც სცადოთ. ფერებს რაც შეეხება, აირჩიეთ ერთი ფერის ლუქი, კარგი იქნება ნაცრისფერი, მწვანე ან წითელი. 2. შალის ნაჭერიბევრი შალს იმიტომ არ იცვამს, რომ ფიქრობს, ეს ასაკს შეჰმატებთ. თუმცა, თუ მას ჩვეულებრივ ჯინსთან ან მაისურთან ერთად ჩაიცვამთ, კარგი ლუქი გამოგივათ. 3. მაღალწელიანი კლასიკური შარვლებიმოტკეცილ შარვლებს ამ ტიპის შარვლები ჩაანაცვლებს. წელის ადგილას ისინი ვიწროა, ქვევით კი - უფრო ფართო. მაღაზიებში, ალბათ, უკვე შეგხვდებოდათ მაღალწელიანი კლასიკური შარვლების ფართო არჩევანი. 4. მოსასხამებიამ ტიპის მოსასხამები დახვეწილსა და ქალურს გამოგაჩენთ. ამას გარდა, მოსასხამები კარგია შემოდგომის სუსხისგან დასაცავადაც.5. ლეოპარდის პრინტითუ ამ პრინტის ტანსაცმლის ჩაცმას ვერ ბედავთ, დიზაინერები გირჩევენ, მხოლოდ შარფი, პატარა ხელჩანთა ან ფეხსაცმელი მაინც სცადოთ. ხოლო თუ მამაცი ხართ, მაშინ ქურქის ჩაცმასაც გაბედავთ; ოღონდ, დარწმუნდით, რომ შიგნითაც შესაფერისი ტანსაცმელი გაცვიათ. 6. ფოჩებიანი ტანსაცმელიახლა უკვე ფოჩებიანი ტანსაცმლის პოვნა ყველა მოდური ქალბატონის გარდერობში იქნება შესაძლებელი. ამიტომ თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ ტყავის ჟაკეტები, ქვედაკაბები ან შორტები ამ ელემენტით. 7. საშუალო სიგრძის კაბებისაშუალო სიგრძის კაბები ყველანაირი ფორმისა და ასაკის ქალს უხდება. კარგი გადაწყვეტილებაა მისი ჩექმებთან ტარება. ასიმეტრიული ქვედაკაბები კი სეზონის ნამდვილი ტრენდია. 8. ლოგოებიერთ დროს ლოგოებს ტანსაცმელზე იმიტომ ატანდნენ, რომ სიყალბე/ორიგინალობა შესამჩნევი ყოფილიყო. დღეს კი ეს უკვე ტრენდია და დიდი კომპანიები ხშირად ატანენ ლოგოებს მაისურებზე, ჰუდებზე და სვიტერებზე. 9. დიდი ზომის ტანსაცმელიდიდი ზომის მოსაცმელები და ჟაკეტები ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია. ის სილუეტს უფრო მოდურს აჩენს. ასეთი ტანსაცმლის ჩაცმა კარგი იქნება მოტკეცილ ჯინსებთან და სწორ კაბებთან, რადგან ზედისა და ქვედის კონტრასტი თქვენი ფეხების სილამაზეს გაუსვამს ხაზს. 10. ტყავის კაბებითუ ტყავის კაბის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი სხეულის ფორმა. ნუ შეუშინდებით ნაქარგებიანი ტანსაცმლის არჩევას - ის მოდურად გამოიყურება და ზედმეტ აქსესუარებსაც არ საჭიროებს. მთავარი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, ისაა, რომ ტყავის კაბას "განეიტრალება" სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ჩაიცვათ "უხეში" ფეხსაცმელი, ხოლო თუ კაბა გრძელია, მასთან მაღალქუსლიანს გირჩევდით. 11. ფართომხრებიანი პიჯაკებისტილისტები გირჩევენ, შეიძინოთ ნაცრისფერი კუბოკრული ფართომხრებიანი პიჯაკი. ის მოდურად გამოიყურება და შეგიძლიათ ჩაიცვათ შარვალთან, შორტთან, კაბასთანაც კი. ყველაზე "უსაფრთხო" ლუქია პიჯაკი, ჯინსი და თეთრი მაისური. 12. ფერადი სვიტერებიკარგს იზამთ, ზაფხულის პერიოდში ფასდაკლებების დროს თუ იყიდით ფერად სვიტერებს შემოდგომისთვის. პირველ რიგში, ამით ფულს დაზოგავთ, რადგან ზამთრის მოსვლასთან ერთად მისი ფასი გაიზრდება. მეორეც, ფერადი სვიტერის შესაფერის ტანსაცმელთან ჩაცმით არაჩვეულებრივი მოდური ლუქის შექმნაა შესაძლებელი. 13. მაღალყელიანი ჩექმებიროცა გოგონები მაღალყელიან ჩექმებს ატარებენ, ქალურები და ელეგანტურები ჩანან. ამ შემოდგომას მოდური ქალები კლასიკურ შავს ან ფერად ჩექმებს ირჩევენ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. დაიმახსოვრეთ! ამ ფეხსაცმელთან ჯინსი არ ჩაიცვათ! ამ სეზონზე ეს უგემოვნობის ნიშანი იქნება. შეუხამეთ მაღალყელიანი ჩექმა კაბას ან გრძელ სვიტერებს. 14. "კოსმოსური" ელემენტებიდიზაინერები "კოსმოსს" ვერცხლისფერ ხელჩანთას, ქვედაკაბას ან ჟაკეტს ეძახიან. ეს ნამდვილად ტრენდული იქნება შემოდგომის სეზონზე. თუმცა, დაიმახსოვრეთ! ვერცხლისფერი კარგად გამოიყურება მუქ ფერებთან! თუ მას ზედმეტ ღია ფერს შეუხამებთ, შეიძლება ნაძვის ხეს დაემსგავსოთ! 15. მოკლე კაბებიდა ბოლოს, მოდურ ქალბატონებს შეუძლიათ, ამ სეზონზე მოკლე კაბები ჩაიცვან და ლამაზი ფეხები გამოაჩინონ! მოდის ექსპერტები გირჩევენ, უფრო მეტად არჩევანი შეაჩეროთ მოკლე, თავისუფლად ნაქსოვ ქვედაკაბაზე, რომელშიც თავისუფლად იმოძრავებთ და რომელიც კარგად გამოკვეთს თქვენი სხეულის ფორმას. ასევე დაგაინტერესებთ:1. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 2. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს 3. 14 ტანსაცმელი, რომელიც ამახინჯებს თქვენს ფიგურას 2625 4-ს მოსწონს
|