სხვა შუა თითი და «V» - ჟესტების ნამდვილი მნიშვნელობა 2018, 21 სექტემბერი, 20:13 ხალხი ურთიერთობს ერთმანეთთან, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ სხვადასხვა ჟესტების გამოყენებით. მაგრამ მათ დანიშნულებას ჩვენ ხან ეჭვითაც ვერ ვხვდებით. პასუხი ხშირად გვხვდება წარსულში. გადაჯვარედინებული თითები
სინამდვილეში, ეს ჟესტი მოდის კერპთაყვანისმცემლობიდან. ჩვენ წინაპრებს სწამდათ, რომ თითების გადაკვეთით შეეძლოთ სულის გამოძახება და სურვილის შესრულება. თითების გადაჯვარედინება «Х»-ზე შეეძლო ორ ადამიანსაც, ერთი სურვილს ჩაიფიქრებდა, ხოლო, მეორე მუშაობდა დამხმარედ პრინციპით: - " ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესია
"V" - გამარჯვების ნიშანი?
საყოველთაოდ მიღებული იყო, თითქოს თითების ასეთი განლაგება გამარჯვების სიმბოლოა. ეს ჟესტი პოპულარული გახდა უინსტონ ჩერჩილის დამსახურებით მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ როცა, ეს ჟესტი გამარჯვებას ნიშნავს, პოლიტიკური მოღვაწე აუცილებლად მიაბრუნებდა ხელს მოსაუბრისკენ, ხოლო სხვა შემთხვევაში, ეს ჟესტი სხვა რამეს ნიშნავდა, ეს იყო მოწოდება ოპონენტისთვის, რომ გაჩუმდეს.
თავდაპირველად "V" ჟესტი აბსოლუტურად არ ნიშნავდა გამარჯვებას. ამგვარ მნიშვნელობად თითების ასეთი განლაგება ჩამოყალიბდა ინგლისელ მშვილდოსნებში. ომის შემდეგ როცა, ისინი სახლში ბრუნდებოდნენ. ამ ჟესტით აჩვენებდნენ, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ და მათი თითები მთელი, რომლებიც მათ\საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო.
მიუღებელი შუა თითი
სხვათა შორის, იგივე ინგლისელმა მშვილდოსნებმა მოიფიქრეს ეს ჟესტი, რომელსაც ახლა ჩვენ მიუღებლად ვთვლით.
ლეგენდის თანახმად, ეს ჟესტი 1415 წელს გამოჩნდა. ინგლისისა და საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს, ანუ უფრო ზუსტად, აზენკურის ბრძოლაში, ფრანგი ჯარისკაცები ცდილობდნენ შუა თითები ეჩვენებინათ მოწინააღმდეგისთვის, რომ მიეპყროთ მათი ყურადღება და არ ესროლათ მათთვის, თავის მხრივ ინგლისელი ჯარისკაცები, რომელმაც შეძლეს თავი დაეღწია ფრანგებისგან, აჩვენებდნენ გადარჩენილ შუა თითებს.
ОК
ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებული ნიშანი, რომელიც შედგება ცერა და საჩვენებელი თითის შეერთებით, გამოჩნდა XIX საუკუნეში ამერიკაში. პრესის წარმომადგენლებმა დაიწყეს იმ სიტყვების შემოკლება, რომლებსაც ხშირად იყენებდნენ, ასე წარმოიქმნა ОК ( «all correct» ), მათი თავდაპირველი ასოების შეერთებით., პირველად ფურცელზე და მერე ტრანსფორმირდა ჟესტით.
სხვათაშორის, ფრაგებსა და ბრაზილიელებთან ამ ჟესტით არ ღირს ურთიერთობა: - საფრანგეთში ეს ჟესტი ნიშნავს არარაობას, ხოლო, ბრაზილიაში, ამ გზით იმ ხალხს, რომელიც მობეზრდათ, ისტუმრებენ იმ ადგილას, სადაც ცენზურა არ გვაძლევს საშუალება, რომ დავწეროთ.
"თხა "
ჟესტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია. ამ ჟესტს გამოიყენებენ როკერები მთელ მსოფლიოში. სინამდვილეში, გარკვეული მუსიკალური სტილის აქსესუარი "თხა" შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. 1979 წელს ჯგუფი "Black Sabbath -ის გამართულ კონცერტზე, ვოკალისტმა და ჯგუფის ხელმძღვანელმა, რონი ჯეიმს დიომ გამოიყება ეს ჟესტი პუბლიკის წინ.
ჟესტი "თხა" გამოყენებული იყო ჯერ კიდევ ანტიკურ დროში. უძველეს დროს გამომსვლელები ამ ჟესტით აუწყებდნენ მსმენელებს ღირებული ინფორმაციის შესახებ. მოგვიანებით, ევროპელმა დაიწყეს ამ ჟესტის ჩვენება, რითაც თავს იცავდნენ ბოროტი თვალისგან
538 1-ს მოსწონს
|