ფსიქოლოგია ეს კაცი ყოველ ღამით ასობით ადამიანს ესიზმრება - ამოუხსნელი ფენომენი 2018, 21 სექტემბერი, 13:14 ![]() თუ კი, მაშინ გეტყვით, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გვერდით ათასობით ადამიანია მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც ეს კაცი ცხოვრებაში ერთხელ ან რამდენჯერმე დასიზმრებიათ. ![]() ეს მოვლენა ინტერნეტში ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა. ერთმა ნიუიორკელმა ქალმა ფსიქიატრს იმ მამაკაცის სახე აღუწერა, რომელსაც სიზმარში ხედავდა ხოლმე. ქალი ამბობდა, რომ მამაკაცი მას მეგობრულ რჩევებს აძლევდა, თუმცა, ნამდვილ ცხოვრებაში არასდროს შეხვედროდა. ფსიქიატრმა მამაკაცის სახის ჩანახატი მაგიდაზე დატოვა. საკვირველია, მაგრამ მისი სახე სხვა პაციენტმაც იცნო და თქვა, რომ სიზმრებში ამ კაცისგან იღებდა ხოლმე რჩევებს. ![]() ამის შემდეგ, მთელი მსოფლიოდან 2000-ზე მეტმა ადამიანმა დაადასტურა ამ კაცის ნახვა სიზმრებში. ქვევით მოცემული ფოტო ლა ჰაბანადან, კუბადანაა. ![]() შემდეგი სურათი როსტოვიდან, რუსეთიდან. ![]() კიდევ ერთი ფოტო კი საბინადან, იტალიიდან. ![]() არსებობს ბევრი თეორია, თუ რატომ ჩნდება ეს კაცი ამდენი ადამიანის სიზმრებში. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით (ჯანგის თეორია), ადამიანებს კოლექტიური გონება აქვთ და ამ კაცის სახე არქეტიპული სურათია, რომელიც ადამიანებს ცხოვრებაში რთული სიტუაციების დროს ესიზმრებათ და რჩევებს იღებენ მისგან, თავი რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ. ![]() ![]() კიდევ ერთი პოპულარული თეორიის მიხედვით, ეს კაცი რეალური ადამიანია უძლიერესი ფსიქოლოგიური ძალით, რომელიც მარტივად შედის ადამიანების სიზმრებში. ![]() ![]() და ბოლოს, კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ეს კაცი ესიზმრებათ ადამიანებს, რომლებიც მასზე სტატიებს კითხულობენ. მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან გონებაში იბეჭდება მისი სახე. სხვა შემთხვევაში კი, თუ მართლაც არასდროს გინახავთ ის ან არასდროს წაგიკითხავთ მასზე, მისი ნახვა სიზმრებში ნამდვილად უცნაური იქნებოდა. შექმნილია სპეციალური საიტიც, რომელიც იკვლევს სიზმრებს ამ კაცზე. საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ მის ისტორიას, სიზმრებს, პორტრეტებს, ახალ ამბებსა და ჩანახატებს. ![]() ასევე დაგაინტერესებთ:1. 10 უფასო რჩევა, რისთვისაც ფსიქოლოგებს ფულს უხდიან ![]() ![]() ![]() 717 3-ს მოსწონს
|