სიახლეები აუდი-მ პირველი ელექტრომობილი Audi e-tron -ი დაამზადა 2018, 19 სექტემბერი, 10:59 Audi e-tron-პირველი ელექტროკროსოვერი გერმანულმა ბრენდმა სან-ფრანცისკოში წარადგინა.
პირველ რიგში სიახლე ის არის, რომ ელექტრო Audi-ი პირველი მსუბუქი ავტომობილია მსოფლიოში, რომელმაც ჩვეულებრივი გაბარიტული სარკეები ვიდეოკამერებით ჩაანაცვლა(მანამდე ეს ტექნოლოგია პირველად გამოიყენა დაიმლერ-ბენცმა Mercedes-Benz Actros-ის სატვირთოზე). რაც შეეხება სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს:ორი ელექტროძრავი 360 ც/ძ, მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ში. 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა-6 წამში. სრულად დატენილი ბატარეით დასაფარი მანძილი - 400 კილომეტრი, 95 კილოვატიანი ბატარეის 80%-ით დატენვა შესაძლებელია 30 წუთში. ამის გარდა, ავტომობილი აღჭურვილია "ჭკვიანი" სისტემით, Audi e-tron-ს მხოლოდ ერთი სატერფული აქვს, საკმარისია, აქსელერატორიდან ფეხის აშვება და მანქანა იწყებს შენელებას. ნავიგაციურ სისტემაში e-tron route planner სიახლე ისაა, რომ ავტომობილს მიანიშნებს ოპტიმალურ გზას უახლოეს დასატენ სადგურამდე. აგრეთვე სმარტფონით შესაძლებელია ელექტროკარის დისტანციური მართვა. მედიასისტემა MMI navigation plus -ის ბაზა მხარდაჭერილია LTE Advanced და Wi-Fi-ით. "ეფექტურობის ასისტენტი"მძღოლს ეკრანის საშუალებით სთავაზობს წინასწარი პროგნოზით მართვის ეკონომიურ სტილს. Audi e-tron-ის სერიული წარმოება ბელგიაში დაიწყო ამა წლის სექტემბერში. მიმდინარე წლის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნებში მისი ყიდვა 80 000 ევროდ იქნება შესაძლებელი. ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი იქნება და რა ტექნიკური მახასიათებლები ექნება "მერსედეს–ბენცის" პირველ ელექტრომობილს
60 6-ს მოსწონს
|