სიახლეები როგორი იქნება და რა ტექნიკური მახასიათებლები ექნება "მერსედეს–ბენცის" პირველ ელექტრომობილს 2018, 7 სექტემბერი, 11:45
Mercedes-Benz -მა 4 სექტემბერს სტოკჰოლმში გამართა პირველი ელექტრომობილის -EQC 400 4MATIC-ის პრეზენტაცია, რომლის სერიული წარმოება 2019 წლიდან დაიწყება.
ავტომობილი აღჭურვილია ორი ასინქრონიზებული ელექტროძრავით, (თითო-თითო წინა და უკანა ღერძზე)408 ც/ძ-ით(300 კილოვატი), 100 კილომეტრს კომპანიის განცხადებით 5, 1 წამში კრიფავს, მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ში ძრავები იკვებება 80 კილოვატ/სთ-ი მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარეებით, რომელიც ღერძებს შუაა განთავსებული, დატენვის ხანგრძლივობა 40 წუთია(10-იდან 80%-მდე-დამოკიდებულია დამტენი სადგურის სიმძლავრეზე), მაქსიმალური მანძილი 450 კილომეტრი. გაბარიტები:სიგრძე 4761 მილიმეტრი, სიგანე-1884 მმ. სიმაღლე 1624 მმ. კროსოვერი რეკუპერაციის ენერგიითა აღჭურვილი, რა დროსაც ყოველთვის საჭირო არაა მუხრუჭის სატერფულის გამოყენება, საკმარისია გაზის აქსელატორს ფეხი აუშვათ და ავტომობილი ავტომატურად ამუხრუჭებს, ამასათანავე, ელექტრონიკა კარნახობს მძღოლს ეფექტურ მართვას კონკრეტულ სიტუაციაში(მოსახვევები, გზაჯვარედინები, გზის დახრა, რეკომენდებული დისტანცია წინ მოძრავი ავტომობილის მიმართ და სხვა.) მაგალითად: დისპლეი იძლევა რეკომენდაციას გაზს ფეხი აუშვათ, თუ წინ დახრილი ან მკვეთრი მოსახვევი გელოდებათ. ამის გარდა, EQC 400 4MATIC- აღჭურვილია მულტიმედია MBUX ფუნქციით(ელექტრონული დაფის ხმოვანი მართვა და კლიმატ კონტროლის ფუნქცია) Mercedes-Benz-EQC -აიწყობა ბრემენში, სადაც აგრეთვე მზადდება С-Class და GLC მოდელები. ოდნავ მოგვიანებით დაგეგმილია მათი აწყობა ჩინეთში. ავტომობილის ფასი 45 000 $ იქნება. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ რუსებმა «Армия-2018-ის ფორუმზე წარმოადგინეს პირველი ელექტრომობილი, "CV-1 "Калашников"რომელიც აწყობილია საბჭოთა "იჟ-კომბის" ბაზაზე, როგორც კონცერნი "Калашников"-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პრეტენზია აქვთ, ელექტრომობილების მსოფლიო ლიდერებს კონკურენცია გაუწიონ, მათ შორის TESLA-ს, რამაც ინტერნეტმომხმარებლები იუმორის ხასიათზე დააყენა. 155 5-ს მოსწონს
|