საზოგადოება (2001 წლის მიმართვა) მათ, ვისაც ჰგონია რომ სიგარეტი ნერვებს ამშვიდებს 2018, 18 სექტემბერი, 23:33 ![]() თანამედროვე ახალგაზრდობაში (ქართველი) გავრცელებული აზრი – მოდაა და ვეწევი, დიდი აბსურდია, გოგონებო! დიახ, თქვენ მოგმართავთ, რადგან თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ სიგარეტის მოწევა მოდა აღარაა, ეს მოდა მაშინ იყო, როცა პროვინციალიზმის დამკვიდრება დაიწყო. ეს მოდა მაშინ დაიწყო, როცა პროვინციებიდან ახალგაზრდობის მასობრივმა დინებამ იწყო ქალაქისკენ, გოგონები ცდილობდნენ, თავი მოეწონებინათ ბიჭებისთვის და ხერხად სიგარეტის ჩაქვა იპოვეს. დამიჯერეთ, გოგონებო, ძალიან არასასიამოვნოა, როცა ბიჭს ელაპარაკები ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხარ, ან მუსაიფობ, ან სახლში, სამსახურში ხართ და, უბრალოდ, საუბრობთ (არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან) და თქვენ საუბრისას პირიდან სიგარეტის მყრალი სუნი ამოგდით! დამერწმუნეთ, რაც უნდა ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ბრძანდებოდეთ, რაც არ უნდა „დამსკი სიგარას” (დამატებითი არომატია) ეწეოდეთ, თქვენ მაინც მყრალი სუნი ამოგდით პირიდან და თქვენ ეს არ გიხდებათ, იმიტომ, რომ ხართ ქალები, რომელთა 33% მომავალში მკვდარ ნაყოფს შობს, ხართ ადამიანები, რომლებიც თქვენს მომავალ შვილებს გონებაჩლუნგობის გარანტიას უქმნით და მთლად უარესი, თუ თქვენ ორსულობის მეორე თვის შემდეგ მაინც ეწევით, იცოდეთ, რომ 80% გაქვთ იმისი გარანტია, რომ თქვენს შვილს პათოლოგიები განუვითარდეს, თქვენ კი გაქვთ 70% იმის შანსი, რომ სიბერეში უბრალოდ სმენა დაგიქვეითდეთ, ანუ ყრუ გახდეთ! დამერწმუნეთ! დამიჯერეთ! სიგარეტი მხოლოდ დროებით, ზუსტად ის პერიოდი „გიმშვიდებთ ნერვებს”, რა პერიოდსაც ერთი ღერის მოწევას ანდომებთ, სხვა მხრივ ეგ „სიმშვიდე” თქვენ მომავალში უფრო ძვირი დაგიჯდებათ! ახალგაზრდებო! სიგარეტი არანაირად აღარაა მოდა და თუ თქვენ იმის პრობლემა გაქვთ, რომ უბრალოდ ხელში რამე უნდა გეჭიროთ, დამიჯერეთ – გერჩივნოთ, ხელში სიგარეტის მაგივრად „ვარსკვლავები” ატრიალოთ და ფილტვებში გულისამრევი ბოლის მაგივრად სუფთა ჰაერი შეუშვათ! თქვენი შვილები შეიცოდეთ, შვილები, რომლებიც ბევრს ჯერ არა გყავთ! 2001 წელი, თბილისი 37 2-ს მოსწონს
|