x
image
- ლანა -
ნაილ ჰორანის გამონათქვამები

imageნაილ ჯეიმს ჰორანი ირლანდიელი პოპ-მომღერალია. დაიბადა 1993 წლის 13 სექტემბერს მალინგარში. მშობლები ადრეულ ასაკში გაშორდნენ. ყავს უფროსი ძმა - გრეგი. მისი მუსიკალური ტალანტი მამიდამ შენიშნა, როცა ნაილი მანქანის რადიოში ჩართულ სიმღერაზე ღიღინებდა. ცნობილი 17 წლის ასაკში, ბრიტანულ ''იქს-ფაქტორში'' გამოსვლის შემდეგ გახდა; ამ პროექტის ბიჭებმა ჩამოაყალიბეს ცნობილი მუს. ჯგუფი ''1 Direction''. ნაილს 2016 წლიდან წარმატებული სოლო კარიერა აქვს. წლიური შემოსავალი - $50 მილიონი. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. შეუძლია ესპანურ ენაზე სიმღერა. ბავშვობაში ჯენიფერ ლოპესზე აფანატებდა. პირველად გოგოს 11 წლისამ აკოცა. ახლა არანაკლებ წარმატებული შეყვარებული - ჰეილი სტაინფელდი ჰყავს.imageნაილის საყვარელი ფილმია ''2, 5 მამაკაცი'', სიმღერა - Viva La Vida, ფერი - მწვანე. ლიფტის ეშინია, საქანელა კი მისი სისუსტეა. ბუნებრივი თმის ფერი - ყავისფერი; სიმაღლე - 173 სმ. ამერიკული ბილბორდის სიაში, ''100 ყველაზე ცხელი ბიჭი'', ნაილი მეოცე ადგილზე მოხვდა. შარშან, ამერიკული მუსიკის დაჯილდოებამ წლის არტისტად დაასახელა! ის კათოლიკე ქრისტიანია. სკოლაში გეოგრაფია იტაცებდა. სცენის გარდა, სპორტულ მოედანზე და სამზარეულოშიც მარჯვეა. ჰყავს კატა, სახელად ჯესი. მანამ ორი ოქროს თევზი ჰყავდა, მაგრამ გრეგმა ზედმეტად დააპურა და...

ამ მხიარულ, ცისფერთვალება მუსიკოსზე მეტი მისი გამონათქვამებიდან გავიგოთ:

''მირჩევნია, ბიჭი მიწოდოთ და ქაღალდის თვითმფრინავით ვითამაშო, ვიდრე კაცი მერქვას და ქალის გრძნობებით გავერთო''

''ნებისმიერი გოგონას შეყვარება შემიძლია, რადგან თვალებით კი არა, გულით მიყვარდება''

''ფან გოგონასაც დავუთქვამ პაემანს, ოღონდ შეწყვიტეთ სახეში ყვირილი''

''ფლირტისას ხრიკებს არ ვიყენებ. ისეთი ვარ, როგორიც რეალურად''

''ჩემს მეორე ნახევრად მოდელს არ ვისურვებდი. იდეალური სილამაზე არ მხიბლავს, მოსაწყენად ვთვლი''

image

''მარტო ყოფნა სისუსტეზე როდი მეტყველებს, პირიქით... საკმარისად ძლიერი ხარ, ელოდო მას, ვისაც იმსახურებ''

''კაცი თუ გისტვენს, არ მიბრუნდე. ქალბატონი ხარ და არა ძაღლი!''

''ჭამა და საწოლში ყოფნა მიყვარს სიგიჟემდე! კანონიერია და ვერ დამიშლით. აი, ჩემი ცოლი კი, რამე დესერტი იქნება''

''ნათქვამი სიტყვებადვე დარჩება, თუ არ განახორციელებ''

''ფანები მეუბნებიან, რომ სიმპატიური ვარ. მე კი, ვპასუხობ: თქვენზე სიმპატიური სხვა ვერ იქნება!''

''ზეინ მალიკი რომ ვიყო, ჩემს თავს შევიყვარებდი''

''ხალხმრავლობა მღლის კი არა, მამშვიდებს''

''ყველას გექნებათ წუთი, ჟრუანტელი რომ დაგივლით და თავს ყველაზე იღბლიანად იგრძნობთ''

''ემოციური ადამიანი ვარ. გოგონები ცდილობენ, ბოლომდე გამხსნან''

''ჩემი აქცენტი გოგონებთან მიმართებაში, ყოველთვის ჭრიდა. არ ვიცი, რატომ''

''ასაკი ციფრებია. არ მადარდებს, ჩემი საყვარელი ქალი რამდენი წლის იქნება''

''მერწმუნეთ, ოცნებები ხდება. ყოველ ღამე ვნატრობდი, მომღერალი გავმხდარიყავი''

''გიტარაზე დაკვრისას, სახიდან ღიმილს ვერ ვიშლი''

''მაინტერესებს, ჩემზე ფიქრი ვინმეს უძილობის მიზეზი თუ გამხდარა''

''საყვარელ ადამიანებს მუდამ დავიცავ''

''მეგობარი მიყვებოდა, მამა რომ ჩაგრავდა. შევიცხადე და ვიფიქრე, ჩემს ქალიშვილს გულს როგორ ვატკენ-თქო''

''ჩემზე მეტად სახლში წასვლა არავის სურს. შვებაა ოჯახის წევრების ნახვა''

''მებრალება გოგო, როცა ვხედავ, ბიჭი ამცირებს. ამ დროს ვფიქრობ, ჩემს გვერდით რა ბედნიერი იქნება-თქო''

''კომპიუტერის ეკრანს ამოფარებული ხალხი ჩემზე რას დაწერს, არ მადარდებს''

''არდადეგებზე რისი კეთება მიყვარს? არაფრის''

''ჩემი სიკვდილი საშინელებათა ფილმი იქნება. აზრზე არ ვარ, ამას როდის ნახავთ''

image

''მინდა უსასრულოდ ვიცოცხლო და მაღლა ფრენა ვისწავლო''

''რედბული ფრთებს კი არა, სიცხეს გაძლევთ''

''ცხოვრებას მიყევი და დაჩქარებას ნუ ეცდები''

''შენი თავით კმაყოფილი უნდა იყო.. თუ არ ხარ, დღეიდან დაიწყე. გარეგნობაზე ნუ დაიჩივლებ, ლამაზი ხარ!''

''ჩემზე მხიარულ და უდარდელ ტიპს ვერ შეხვდებით''

''ყველაზე ცუდი რამ, რასაც გოგონა პაემანზე გააკეთებს? ჰმ... მუცელმა ჩემზე ხმამაღლა რომ დაუწყოს ბუყბუყი''

''ჩემკენ მომავალ პრინცესას მოუთმენლად ველი''

''გოგონები რატომ მეკითხებით, ჩახუტება შეიძლებაო? მოდით და ჩამეხუტეთ, წესიერი ბიჭი ვარ''

''გოგო მხიარული უნდა იყოს, მაგრამ თავი სულელად არ მოჰქონდეს. ინტელექტია ვნება!''

''რამდენია ჩემი IQ? 40 მილიონი''

1
156
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
156
  
2020, 29 აგვისტო, 16:02
ყველაზე მაგარი ბიჭი დედამიწაზე????
0 1 1