შოუბიზნესი ''გამიმართლა, რომ დემეთი ჩემი პარტნიორია'' - ინტერვიუ ჯან იამანთან 2018, 11 სექტემბერი, 5:19 ამჟამად ქართველი მაყურებელი ეკრანს სერიალ ''ნაადრევი ფრინველის'' გამო ვერ წყდება. სანემის და ჯანის სასიყვარულო ისტორიის პოპულარობა მომხიბვლელმა მსახიობებმა განაპირობა.
სცენარი შემდეგია: ახალგაზრდა გოგონა ოცნებობს, მწერალი გახდეს, თუმცა უსახსრობის გამო მშობლები არჩევნის წინაშე აყენებენ - იშოვოს წესიერი სამსახური ან გათხოვდეს. სანემი მუშაობას სარეკლამო სააგენტოში იწყებს. კომპანიის მმართველს და ფოტოგრაფ ჯანის ის გულში უვარდებათ. მათი რომანი ჩახლართულია, გოგონას გრძნობებში გამოტეხა არ სურს...
![]() ინტერვიუ ჯანის როლის შემსრულებელთან, ჯან იამანთან: - თურქულ შოუბიზნესში ახალი ლიდერი ხართ. ასეთი მყისიერი წარმატება თქვენმა გარეგნობამ, ათლეტურმა ფიგურამ მოგიტანათ? მარტო გარეგნობით ვერაფერს გავხდებოდი. უამრავი ადამიანია ჩემზე სიმპათიური. უფალმა როგორიც გაგაჩინათ, ისეთი უნდა მიიღოთ საკუთარი თავი. საზაფხულო სერიალია და ხშირად მიწევს სხეულის დემონსტრირება. ერთმა ფანმა სწორად დაწერა:''ფერარის მანქანა რომ გამოჩნდეს, მაშინ აღარავინ შეგხედავს''. მსახიობობა ბევრ უნარს მოიცავს. ზოგჯერ შენი გამომეტყველება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნობა. ეს უკანასკნელი კი ინტელექტს და ემოციებს მოაქვს.- სატელევიზიო სერიალის რეიტინგი უწინ გამომწვევი ქალების ხარჯზე იწევდა. ახლა ვნებიანი მამაკაცების ჟამი დადგა? მთავარი ისაა, მსახიობები როგორ მოირგებენ სცენარს. ამ როლისთვის ფიზიკურადაც დიდხანს ვემზადებოდი. ძალისხმევას არ ვიშურებ - კვირაში ხუთი დღე ვბოქსაობ და ვფარიკაობ. ზამთრის თვეებიც სპორტულ დარბაზში გავატარე. ამასთან, ჩემს გენეტიკას უნდა ვუმადლოვდე. პოპულარული მინდა ჩემი შესრულებული როლი კი არ გახდეს, არამედ მე, თავად მსახიობი. ![]() საუკეთესო პერსონაჟია, რაც აქამდე მომირგია. ბევრ საერთოს ვხედავ. ჯანი განთქმულია თავისი ფოტოგრაფიით, ფული შრომით გამოიმუშავა. ვერ ჩერდება ერთ ადგილას, წელიწადში 11 თვე მოგზაურობს - ვიეტნამი, შრი-ლანკა, კამბოჯა... შემდეგ ხვდება ლაღ გოგონას, განსხვავებული სამყაროდან. ![]() - მანამდე თუ იცნობდით დემეთ ოზდემირს (სანემს)? არა. შეხვედრის პირველივე დღეს მეგონა, ნაცნობები ვიყავით. მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობ; კარგი ადამიანი და ბრწყინვალე პარტნიორია. გადაღებისას უსაზღვრო ენერგიას აფრქვევს. ![]() 1059 4-ს მოსწონს
|