შოუბიზნესი რეპერი მაკ მილერი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს 2018, 8 სექტემბერი, 4:33 ვრცელდება ძალიან სამწუხარო ამბავი.. 26 წლის ამერიკელი რეპერი, კომპოზიტორი და პროდიუსერი მაკ მილერი (მალკოლმ ჯეიმს მაკკოლმიკი) ლოს-ანჯელესში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ნარკოტიკის ზედოზირების გამო მას გული გაუჩერდა. მაკ მილერს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები მომღერალ არიანა გრანდესთან დაშორების შემდეგ დაეწყო. წყვილი ერთმანეთს 2016 წლის აგვისტოდან ხვდებოდა და შემდეგი წლის მაისში დაშორდნენ. ამავე თვეს მაკი პროკურატურაში აღმოჩნდა - ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, "მერსედესის" მარკის ავტომობილით განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი მიიმალა. 2011 წელს ნიუ-იორკში მეგობრებთან ერთად, ღამის კლუბში მარიხუანას შეტანის გამოც დააკავეს. გოგონას უთქვამს, რომ მათი ურთიერთობა ''ტოქსიკური'' იყო და ხშირად სთხოვდა მაკს, ფხიზელი ყოფილიყო. ერთი თვის შემდეგ, არიანა პიტ დევიდსონზე დაინიშნა. ბოლოდროინდელ ინტერვიუში მაკი ცნობადობის უარყოფით მხარესა და დეპრესიაზე საუბრობდა. ''ინსტაგრამ სთორიზე'' მისი ბოლო ვიდეო გრამფირფიტაა, რომელიც ახალ სიმღერას - ''So It Goes'' უკრავს (''ცხრა სიცოცხლე მაქვს, არასდროს ვკდები, რა სამოთხე, ისედაც მაღლა ვარ..♬). მაკი ამ სიმღერისთვის მუს. კლიპის გადაღებას გეგმავდა. მას 5 სტუდიური ალბომი აქვს, პირველი 2011 წელს გამოუშვა. მისი ყოველწლიური შემოსავალი $10 მილიონი იყო. სკოლის ასაკში ჰიპ-ჰოპით დაინტერესდა, 14 წლისამ რეპერობას მიჰყო ხელი. მანამდე მომღერლობა სურდა, თუმცა ხალხმა ხმა დაუწუნა. ის თვითნასწავლი მუსიკოსი იყო, არასდროს უვლია კურსებზე. პიანინოზე, დრამებზე, ბასსა და გიტარაზე დაკვრა თავად ისწავლა. სიგარეტი მესამე, მარიხუანა კი - მეხუთე კლასში დააგემოვნა. სკოლას თვეობით აცდენდა, მაგრამ ატესტატი მიიღო. მასწავლებლები იხსენებენ, რომ შარმიანი და უცოდველი აურა ჰქონდა, თანაც კარიერით იყო გატაცებული და მისი სჯეროდათ. 2007 წელს მისი შეყვარებული ჟურნალისტი Nomi Leasure იყო. მაკ მილერი არიანას გვერდით იმ მძიმე წუთებში იდგა, როცა მანჩესტერში, კონცერტზე ტერაქტი მოხდა.ბოლო პოსტი, რაც არიანას მაკ მილერზე დაუწერია (დაშორების შემდეგ):''ის ჩემი საყვარელი მეგობარია. მას უდიდეს პატივს ვცემ და მადლობელი ვარ, ჩემი ცხოვრების ნაწილი რომ არის (ურთიერთობის ფორმის მიუხედავად). უსიტყვო სიყვარული არაა ეგოისტობა, ეს სურვილია, მეორესთვის საუკეთესო გემეტებოდეს. მეამაყები და მუდამ მხარს გიჭერ!'' არიანა 19 წლის იყო, მაკ მილერი რომ გაიცნო. 2012 წელს ჩაწერეს საერთო სიმღერა - ''The Way''. მათი დუეტი 2016 წელსაც შედგა, სიმღერით ''My Favorite Part''.
მაკ მილერის რამდენიმე გამონათქვამი: ''ისინი გეტყვიან არას, დაგიმსხვრევენ ოცნებებს, მაგრამ უნდა ადგე და უკეთეს ოცნებას შეეჭიდო.'' ''ცხოვრებამ რაც არ უნდა მომიწყოს, მაინც გავიღიმებ.'' ''იმ ადამიანს მხარი დაუჭირე, შენს გვერდით რომ დგას.'' ''შეცდომებს თუ არ დაუშვებ, შორს ვერ წახვალ.'' ''მთავარი ნათქვამი სიტყვები კი არა, გაკეთებული საქმეა.'' ''მომწონს, როცა კარგი ხალხის გამარჯვებას ვხედავ.'' ''ღმერთის მადლობელი ვარ, ყოველდღე მწყალობს.'' ''თან ვიცინოდი და თან მძულდა ის ფაქტი, ჩემს სიმღერებს რომ არავინ ასრულებდა. მუსიკას მაკ მილერი თუ ეწერა, არც კი რთავდნენ, რომ მოესმინათ.'' ''არა უშავს, თუ მოწყენილი ხარ, ამით ცხოვრება არ მთავრდება. ყველას აქვს დღეები, როცა საკუთარ სიკარგეში ეჭვი ეპარება... მაგრამ ისეთი დღეებიც ხომ გვაქვს, თავი სუპერმენი რომ გვგონია. მე წერა მხდის უკეთესად.'' ''მსურდა იმდენად ბედნიერი სიმღერები მეწერა, ხალხს ყველა პრობლემა დავიწყებოდა.''''თავი არარაობად არასდროს ჩათვალო, თორემ ვერ შეძლებ სხვას თავი საოცრებად აგრძნობინო.'' ''მარცხი გულთან ახლოს არ მიიტანო, წარმატება კი თავში არ აგივარდეს.'' ''გამუდმებით რაიმეზე ვარ დამოკიდებული, იქნება ეს მუსიკა თუ წყვილი შარვალი.. გააჩნია განწყობას.'' ''ქალები ყველაზე ძლიერები არიან, მათგან ვიღებ ენერგიას.'' ''სიყვარული უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ინტიმური კავშირი.'' ''მითხრეს, არ შეიყვარო, რა ხეირიაო.. რა ვქნა, ახალგაზრდა ვარ და ადამიანის ბუნებას ვერ გავექცევი.'' ''რაზე უნდა იოცნებო, როცა შინაგანად მარტო ხარ.'' ''ყოველთვის მსურდა, მემღერა. არ ვთვლი, რომ ბრწყინვალე ხმა მაქვს, თუმცა ჩემს მიერ გადმოცემულ ემოციას იგრძნობთ.'' ''დოლარებს სტრესის გარდა, არაფერი მოაქვს.'' ''ნარკოტიკს ვიღებ? - დიახ. ნარკოტიკზე დამოკიდებული ვარ? - არა.'' ''მიყვარს იმ ადამიანებისთვის სიმღერა, სიყვარული რომ დაკარგეს.'' ''გარედან ჩანს, რომ მშვენივრად ვარ, მაგრამ ვინ იცის, შიგნიდან როგორ ვიწვი.'' ''ერთ განწყობაზე ან ერთ ადგილას დიდხანს გაჩერებით, შეიძლება გავგიჟდე.'' ''დრო უშენოდ ცხოვრებაში გადის. იმედია, იცი, რომ შენზე ვფიქრობ.'' ''წადი, წადი, მე ჩემებურად კარგად ვიქნები!'' ''ადამიანი იმიტომ გთმობს, რომ ფიქრობს, შენგან მეტი უნდა მიეღო.. იმას კი ვერ ამჩნევს, უკვე რამდენი მიიღო.'' ''ცხოვრებაში საუკეთესო წუთებით დატკბი, რადგან ორჯერ ვერ იცხოვრებ. ამბობენ, ძილი დროის ფლანგვააო, არადა ჩემთვის ოცნების მცდელობაა.'' ''სიკვდილის არასდროს მეშინოდა, მაგრამ იმ დღისთვის მზად არ ვარ, როცა ეს დადგება.''
მაკის მიერ 2012 წელს ნათქვამი სიტყვები: ''მირჩევნია გამჭვირვალე თეთრი რეპერი ვიყო, ვიდრე ნარკოდამოკიდებული ნაგავი, რომელიც სახლიდან ცხვირს ვერ ყოფს. სათაკილოა, როცა ისტორიაში შენი სიკვდილის მიზეზად ზედოზირება იწერება. ასე მართლა მოკვდები.'' ამ ტრაგედიის შესახებ არიანას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.. წარმომიდგენია, რა აუტანელ ტკივილს გრძნობს :( 254 3-ს მოსწონს
|