საზოგადოება ''ფერადკანიან გოგოს შეიყვარებდი?'' - გამოკითხვა თურქეთში 2018, 18 სექტემბერი, 0:23 ნიგერიელმა გოგონებმა, Ayo-მ და Ebun-მა ანკარაში ბიჭებს შემდეგი კითხვით მიმართეს: - ჩვეულებრივი ხალხია, როგორც ჩვენ. არ არიან განსხვავებულები და ეს ვინმემ თუ გაგრძნობინათ, თუნდაც მზერით, მხოლოდ ინტერესის გამო. ჩვენს კულტურაში იშვიათია ფერადკანიანი, მაგრამ არ ვართ წინააღმდეგი, გვყავდეს მულატი შვილი. ყველა თანასწორია! - ულამაზესი ფერადკანიანი არტისტები მახსენდება - ბიონსე, ნიკი მინაჟი.. - პირადად ჩემთვის, კანის ფერი პრობლემას არ წარმოადგენს. - არ ვყოფ ადამიანს, როგორც თეთრს და შავს. ქალი ქალია! - კარგი ხალხია - კეთილი და მეგობრული. ვფიქრობ, ლამაზიც. ხუთიოდე გულთბილი აფრიკელი მეგობარი მყავს. - არ ვთვლი, რომ სხვებისგან განსხვავდებიან. კანის ფერი ადამიანობაზე გავლენას არ ახდენს. - ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ლამაზია. - ვნებიანები და ბუნებრივები არიან. მათდამი არ ვარ გულგრილი. - კანის ფერით ხალხის გამოყოფა უადგილოა. ჩემთვის ყველა ადამიანია. ამიტომ, არ ვანსხვავებ ფერადკანიან ქალს. - შეგიძლია, ფერადკანიან გოგოს პაემანი დაუნიშნო? - რა თქმა უნდა. თუ მისდამი გრძნობები მაქვს, სიამოვნებით! - თუ შემიყვარდა, ყველგან შევხვდები. - ჰო, ალბათ. რატომ არა? - ჰაჰ.. საინტერესო კითხვაა. ფერადკანიან გოგოს შეუძლია მის სამყაროც გახდეს. მე როგორც ქერა ბიჭს, ძალიან მხიბლავენ. სიარულის მანერაც უკეთესი აქვთ. ფერადკანიანი მომღერლების ხმა განსაკუთრებულია. მშვენიერები არიან! - შეყვარებული მყავს და არ მსურს, გიპასუხოთ... მაგრამ რა თქმა უნდა, შემიძლია. - თუ ერთმანეთს გავუგეთ, დავუკავშირებ ბედს. - რა თქმა უნდა.. პაემანი შეიძლება ყველასთან! ფერადკანიანებს რა გამოარჩევთ? მათაც შევხვდები, ბუნებრივია. - დაქორწინებული ვარ და ჩემი ცოლი ახლაც მიყურებს! - რთული კითხვაა. ისე, ინდონეზიიდან მეგობრები მყავს. კი.. არ გამოვარჩევდი. გაგიმხელთ და, ექვსი თვე მყავდა ფერადკანიანი შეყვარებული. ახლა ავსტრალიაში ექთნად მუშაობს. ხანდახან ვეხმიანები. სამი თვის წინ შევხვდი და.. უკვე გათხოვილა, ბედნიერია. მოკლედ, არ ვარ რასისტი. - ხომ არ მეთამაშებით? რა მიზანი გამოძრავებთ? ვფიქრობ, რომელიმე თქვენგანს ჩვენთან პაემანი გსურთ და ასე გვიტყუებთ. კითხვაზე პასუხია კი, შემიძლია. საინტერესო იქნება.. ვნახავ, რა გამოვა. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– “ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან. რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან?'' - ბიბლიური სტანდარტით, მეუღლის არჩევისას მთავარი ქრისტეს რწმენაა და არა კანის ფერი.132 1-ს მოსწონს
|