x
image
თორ ნიკე
ძველი ტექსტი, რომელიც აღწერს იესოს, როგორც გარეგნობის შეცვლის უნარის მქონეს

ძველი ტექსტი,  რომელიც აღწერს იესოს,  როგორც გარეგნობის შეცვლის უნარის მქონეს


2013 წელს ეგვიპტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ახ.წ. VIII საუკუნის ტექსტი, რომელიც აღწერს იესოს, როგორც გარეგნობის შეცვლის უნარის მქონეს. ამ ტექსტის აღმოჩენის შემდგომ მალევე გამოჩნდა მთელი მსოფლიოს ახალ სამეცნიერო ამბებში, მაგრამ მასზე ყურადღების გამახვილება მალევე უცნაურად შეწყდა და საოცარია, რომ ამ თემაზე არ გამართულა რაიმე სერიოზული კვლევები და თეოლოგიური თუ სამეცნიერო განსჯა.


კოპტურ ენაზე დაწერილი ეს ტექსტი, შეიქმნა კირილე იერუსალიმელის სახელზე, რომელიც ცხოვრობდა IV საუკუნეში, აღწერს იესოს ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს, კერძოდ ჯვარცმის წინარე პერიოდს და თავად ჯვარცმას და ისეთ დეტალებს ჰყვება, რომელიც აქამდე სრულიად უცნობი იყო. ეს ტექსტი თარგმნა რულოფ ვან დენ ბროკმა ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტის უნივერსიტეტიდან და გამოსცა წიგნი "ფსევდო-კირილე იერუსალიმელი ქრისტეს ცხოვრებასა და წამებაზე: კოპტური აპოკრიფი".


ეს ძველი ტექსტი ხსნის, თუ რატომ დასჭირდა იესოს გასაცემად იუდას, რომ მისთვის ეკოცნა. იუდას რომ მხოლოდ მისი გარეგნობა აღეწერა შემპყრობლებისთვის, მაშინ ეს უაზრო იქნებოდა, ვინაიდან იესოს შეეძლო სრულად შეეცვალა გარეგნობა, ამიტომ საჭირო იყო იმ მომენტში დანარჩენი 11 მოწაფის გარეგნობის მცნობი ადამიანის (იუდას) დახმარება, რომ გამოერჩია ის ადამიანი, რომელიც მათგან იყო განსხვავებული და ის იქნებოდა სწორედ იესო, რომელსაც შემდეგ იუდა გასცემდა კოცნის საშუალებით.




საინტერესოა, რომ იესოს ეს თვისება აღწერილი აქვს პირველად ორიგენს - თეოლოგს, რომელიც ცხოვრობდა 185-254 წლებში. იგი თავის ნაშრომში - "Contra Celsum" წერს, რომ "მათ, ვისაც ნანახი ჰყავდათ იესო, ყველას სხვადასხვა გარეგნობით ეჩვენებოდათ იგი."

ეს ტექსტი არის ერთ-ერთი იმ 55 კოპტური ტექსტიდან, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1910 წელს სოფლელების მიერ ეგვიპტეში მთავარანგელოზი მიქაელის აწ უკვე განადგურებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე - ალ-ჰამულის უდაბნოში. ეს ტექსტები ახლა ინახება ნიუ იორკის "მორგანის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში".


საინტერესოა თვითონ სახარების ოთხთავში დაწერილი ამბავი ამის შესახებ - აღწერილია, რომ აღდგომის შემდეგ რამდენიმეჯერ იხილეს მოწაფეებმა იესო და ზოგჯერ ერთი შეხედვით ვერ ცნობდნენ, სანამ იგი მათ არ გამოელაპარაკებოდათ ხოლმე.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ლეო ტაქსილის სახალისო სახარების ქართული შესავალი

2. დემონით შეპყრობილობა და ეგზორციზმის უძველესი პრაქტიკა

3. როდის დაიწერა ბიბლიის შემადგენელი წიგნები

4. მირონდენა ხატებიდან - რა ფენომენთან გვაქვს საქმე

5. ცნობილი ქართველები რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
427
7-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
427
  
2018, 11 სექტემბერი, 23:33
რა საინტერესოაააა
0 1 1