x
image
თორ ნიკე
XVI საუკუნის ნახატი ე.წ. "მფრინავი თეფშების" გამოსახულებით
XVI საუკუნის ნახატი ე.წ. "მფრინავი თეფშების" გამოსახულებით


ეს ნახატი შეიქმნა 1538 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში და აღწერს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მოსვლას ქვეყნის სათავეში და ჰქვია "ზაფხულის ტრიუმფი" (Summer's triumph). მიუხედავად ამისა, ამ ამბავზე ბევრად უფრო საინტერესო რამაა აღბეჭდილი ნახატზე. თუ კარგად დააკვირდება მნახველი, ყველა შეამჩნევს, რომ მასზე გამოსახულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, ე.წ. "მფრინავი თეფშები" ზუსტად ისე, როგორც აღწერილია მე-20 საუკუნის შემდგომ თვითმხილველების მიერ.

თავად ქალაქი ბრიუგე დასახლებული იყო რომაელებამდელ ერაში, ეს არის უდიდესი ქალაქი დასავლეთ ფლანდერსისა და ბევრჯერ გამხდარა უცხოელი დამპყრობლების სამიზნე სტრატეგიული მდებარეობის გამო.


XVI საუკუნის ნახატი ე.წ. "მფრინავი თეფშების" გამოსახულებით



თუკი კარგად დავაკვირდებით ნახატის ზედა კუთხეებს, როგორც მარჯვნივ, ასევე მარხნივ, ძალიან კარგად გამოჩნდება აღნიშნული მფრინავი ობიექტები. შუა საუკუნეებში აბსოლუტურად არსად მოიძებნება ამგვარი რელიგიური ნიშნები - საერთოდ ეს არაა არანაირი რელიგიური ნიშანი. მათ ზოგიერთი მკვლევარი ხსნის ასე, რომ მხატვარმა ისინი გამოსახა, როგორც ნიშანი იმისა, რომ ახალ მმართველს ზეციდანაც კი ჰქონდაო ხელდასხმა, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აღძრავს - კერძოდ - რატომ მიიჩნევდნენ შუა საუკუნეების მხატვრები, რომ ზეციდან ხელდასხმა მფრინავი თეფშების გამოსახულებით უნდა აღნიშნულიყო? იმიტომ ხომ არა, რომ მაშინდელი ხალხიც ხედავდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს და მიიჩნევდნენ ზებუნებრივ ღვთიურ ნიშნად?! ზოგიერთი მკვლევარი კი, რომელთაც არაფრის დიდებით არ უნდათ საკუთარი თვალით ნანახის აღიარებაც კი, ამბობს, რომ ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ცუდად, უცნაურად დახატული ღრუბლებია...


XVI საუკუნის ნახატი ე.წ. "მფრინავი თეფშების" გამოსახულებით


ასევე დაგაინტერესებთ:

7000 წლის წინანდელი უბეიდის რეპტილოიდების საიდუმლო



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
556
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
556
  
2018, 10 სექტემბერი, 15:49
საინტერესო თემაა .
2018, 10 სექტემბერი, 15:26
ძალიან ბევრ შუა საუკუნეების ნახატზე და ხატზეა მფრინავი თეფშები გამოსახული და ყველაზე სათითაოდ დავწერ :)) ღრუბლები ნამდვილად არაა :დ
2018, 10 სექტემბერი, 9:17
საინტერესოა ... რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ქრისტიანულ ხატზეცაა მფრინავი თეფშები გამოსხული .
2018, 10 სექტემბერი, 8:54
მეც ასე მგონია, რომ ღრუბლებია :დ
0 1 4