აფხაზეთი აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოავარიაში დაიღუპა 2018, 9 სექტემბერი, 8:19
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოავარიაში დაიღუპა, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შემთხვევა წუხელ 22:30 წუთზე ფსოუ-სოხუმის გზაზე მოხდა, როდესაც სირიაში ვიზიტის შემდეგ პრემიერ-მინისტრი სოჭის აეროპორტიდან შინ ავტომობილით ბრუნდებოდა. როგორც ირკვევა, პრემიერ-მინისტრის ავტომობილს საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი შეასკდა, საჭესთან იჯდა აფხაზი ახალგაზრდა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ავარიის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ავტომობილი თხრილში გადავარდა, გენადი გაგულია ადგილზე დაიღუპა, მძღოლი და პირადი მცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტი გენადი გაგულიამ 2018 წლის 25 აპრილიდან დაიკავა. . 267 5-ს მოსწონს
|