ვარსკვლავები ადრიანა ლიმას ინტერვიუ ჟურნალ ''The Cut''-თან 2018, 29 სექტემბერი, 13:15 დაბადების სახელი: ადრიანა ფრანჩესკა ლიმა მეტსახელი: ღვთაება, მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი ქალიშვილი, ლიმაბენი, ბრაზილიის დედოფალი, მაიამის თოჯინა. ასაკი: 37 წლის (12.06.1981) ზოდიაქოს ნიშანი: ტყუპები ეროვნება: ბრაზილიელი (ფრანგის, შვედის, პორტუგალიელის, იაპონელის, აფრიკელის, ინდიელის სისხლით) საცხოვრებელი ადგილი: მაიამი (აშშ) განათლება: სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. 13 წლის ასაკში სამოდელო სფეროში შემთხვევით მოხვდა, თანაკლასელს შეყვა სააგენტოში. პროფესია: პოდიუმის წამყვანი მოდელი, მსახიობი. სიმაღლე: 178 სმ. თმის ფერი: მუქი ყავისფერი თვალის ფერი: ცისფერი მწვანეს ელფერით (ხანდახან ლინზების წყალობით, ნაცრისფერი თვალებით გვევლინება) გამორჩეული მახასიათებელი: წარმოსადეგი ფიგურა, ხალი ნიკაპზე, მანათობელი თვალები სხეულის პარამეტრები: 86-61-89 ფეხის ზომა: 39 ტატუ: გველი მარცხენა ფეხზე რელიგია: რომანელი კათოლიკე ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული პირველი გადაღება: 2001 წელს, მოკლემეტრაჟიან ფილმ ''The Follow''-ში. ცნობადია 2000 წლიდან, როცა ''ვიქტორია სეკრეტის'' ანგელოზი ეწოდა. 2003 წელს გახდა ''მეიბილინის'' კოსმეტიკის სახე. საყვარელი... დიზაინერი: ქრისტიან ლაკროქსი. ბრაზილიელი ფეხბურთელი: ნეიმარი. მუსიკოსი: ლენი კრავიცი (2002 წელს მათი ნიშნობა შედგა) მწერალი: გაბრიელ გარსია მარკესი წიგნი: ''გეიშას მემუარები'' (არტურ გოლდენი) ფილმი: ''ბრწყინვალება'' (სკოტ ჰიკსი) ფერი: წითელი პარფიუმერია: “So In Love”, VS-ს სერიიდან კოსმეტიკის ხაზი: ''შუ უემურა'' კერძი: თევზი სასმელი: გამაგრილებელი ლიმონათი ადრიანა 6 თვის იყო, მამამ რომ მიატოვა. 15 წლის ასაკში „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის“ კონკურსში გაიმარჯვა. პირველი კოცნა 17 წლის ასაკში ჰქონდა. ინტიმური კავშირი კი, 27 წლისას. მისი მეუღლე 2009 წელს სერბი NBA-ის კალათბურთელი, მარკო იარიჩი გახდა. ადრიანას 5-წლიანი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს. პირველი შვილის გაჩენამდე სპორტულ დარბაზში ნამყოფი არ იყო. საინტერესოა, რომ მოდელს ბავშვობისას კამერის შუქის აშინებდა. ლიმა მისაბაძ ქალად სოფი ლორენს და მერლინ მონროს ასახელებს. ფლობს ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ და იტალიურ ენებს. უყვარს კითხვა და ბოქსი. მორწმუნე ადამიანია. რომ არა მოდელი, პედიატრი გახდებოდა. რამდენიმე წელი ეხმარებოდა ობოლ, ბრაზილიელ ბავშვებს. 2012 წელს შემთხვევით დაკარგა მალტეზეს ძაღლი, რომელიც 7 წელი ჰყავდა. 2014 წელს ''VS''-ს $2 მილიონად შეფასებული წითელი ბრა მოირგო, ამის შემდეგ დაუდგეს მადამ ტიუსოს მუზეუმში ცვილის ფიგურა. სამოქალაქო ლექსიკონში ''ადრიანა ლიმა'' განმარტებულია, როგორც ''ვინმე სრულყოფის მიღმა''. 2015 წელს ჟურნალ ''ფორბსის'' სიაში მეორე ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე მაღალ ანაზღაურებადმა მოდელმა ($9 მილიონით). წელიწადზე მეტია, ადრიანას გვერდს თურქი მწერალი - მეთინ ჰარა უმშვენებს.ადრიანა ლიმას ინტერვიუ ჟურნალ ''The Cut''-თან: - რა ხანია პოდიუმზე დგახარ.. შეიცვალა თუ არა მოდელების სიარულის სტილი? 90-იანებში მეტ მიხრა-მოხრას ვიყენებდით, პოდიუმის ბოლოს ბალერინას პოზიციაზე ვდგებოდით და 3-4-ჯერ ვტრიალებდით. ახლა საქმე გამარტივდა - მოდელები პირდაპირ სწორ ხაზს მიუყვებიან, სიარულის მანერა ბუნებრივი გახდა. მომწონდა, ძველად დოინჯს რომ ვიკეთებდი და მივსეირნობდი. - არის ისეთი სილამაზის პროდუქტი, ადრე რომ უფრთხოდი და ახლა იყენებ? დიახ, ტუჩსაცხი. მაწუხებდა ხალხის აზრი.. ვფიქრობდი, ჩემი ტუჩები ძალიან დიდი იყო და თამამი ფერი არ მომიხდებოდა. წითელ პომადას არ ვისვამდი. რთული წარმოსადგენია, წითელი ტუჩსაცხი, ერთ დროს რომ მაძრწუნებდა, დღეს ჩემი ტრენდია. - თქვენნაირ ქალს ტუჩსაცხის წასმა ეუხერხულებოდა? ვიცი, უცნაურად ჟღერს. ეს ამბავი 18-19 წლისამ მეგობარს რომ ვუთხარი, მიპასუხა: ''დამიჯერე, გავა დრო და ასე აღარ იფიქრებ''. მართალი აღმოჩნდა.. წითელი პომადა შემიყვარდა, ქალურობას, ძალას და თავდაჯერებას მმატებს. - ვიცით, რომ სამსახიობო ცოდნის გაღრმავება გსურს. რომელ სერიალში ითამაშებდი? - როგორ ინარჩუნებ მოტივაციას? მარტივი არაა, შემართება დიდხანს გაგყვეს. არის დღეები, როცა დაღლილს არაფრის კეთება, საწოლიდან ადგომაც არ მსურს.. მაგრამ უნდა აიძულო თავს, ადგე და დღე მუსიკის ფონზე დაიწყო. ჩემი შთაგონება ორი მშვენიერი გოგონაა.. ვიღვიძებ თუ არა, მათ ფართო ღიმილს ვხედავ და შეიძლება, ძალა არ მომეცეს?! - ფოტოგენურობის საიდუმლო გაგვანდე. მაცდური მზერა რომ მქონდეს, თავს ქვემოთ ვხრი და შემდეგ მხოლოდ თვალებით ვიხედები. ეს ჩვევა ბავშვობიდან მაქვს.. დედა რომ მიბრაზდებოდა, ასე ვიხედებოდი. და საერთოდ, სილამაზე თვითრწმენაა. - რა მოგწონს 30+ ასაკში? ჩემი ცხოვრების თითოეული ეტაპი მიყვარს. ყველა ასაკს ჰქონდა განსაკუთრებული მომენტები. ბედნიერი ვარ, უკან დაბრუნება არ მსურს. დრო რომ გადის, შენს თავში უკეთ ერკვევი, ბრძენი ქალი ხდები. ასე მიმზიდველად თავი არასდროს მიგრძვნია! - რაიმე აკრძალულ კერძს თუ ეტანები? შოკოლადის ტორტ-ნაყინს რომ მივირთმევ, ისეთ ნეტარებაში ვარ.. რამდენიმე წუთის მერე თავს დამნაშავედ ვგრძობ. თავს ვერ ვაკონტროლებ, ერთ ჯერზე 2-3 ნაჭერს მივირთმევ. - სოც. ქსელში ხშირად გვიზიარებ ფოტოებს ვარჯიშის შემდეგ. გაოფლილ სხეულს რატომ აჩვენებ? მსიამოვნებს.. მძიმე ფიზიკურ დატვირთვას თავისი რუტინა აქვს. ხანდახან გადაღლილს ამის ნერვი არ მაქვს, მაგრამ მიწევს კვირაში 5 დღე, რამდენიმე საათი ვარჯიში. ბოლოს, ჩემი თავით ვამაყობ და ვიღებ სელფის. ბოქსით ვკავდები, მთელ სხეულს ტვირთავს.. ძალების მოსაკრეფად მშვილდოსნობაც კარგია. ქალაქგარეთ რომ ვარ, დავრბივარ და ბუქნებს ვაკეთებ, 10 წუთი საკმარისია. - თავს როგორ უვლი? გაგვიზიარე რჩევები. კანის დატენიანება მნიშვნელოვანია. ფრენა ხშირად მიწევს, თან ბუნებრივი ზეთები დამაქვს - არგანის და ქოქოსის. თვითმფრინავში რომ ვარ, ვარდის წყალს ვიპკურებ. ზოგადად, ბევრ წყალს და ქოქოსის წვენს ვსვამ. მაკიაჟი მეტწილად შემდეგია:შავად ჩახატული თვალები და ბუნებრივი ფერის პომადა, ან უბრალოდ, წითელი ტუჩსაცხი. ვარცხნილობა უბრალო მირჩევნია.. ხვეული თმა მაქვს, ცოტა დაუდევარი. გამომშრალ თმას ქოქოსის ზეთი მკურნალობს. ''VS''-ს ახალი სეგმენტიდან გირჩევთ სუნამოს Intense, საოცრად ქალურია. - სამი საყვარელი სილამაზის პროდუქტი დაასახელე. მეიბილინის ტუში - ფუნჯი მომწონს, ადვილი მოსახმარია; თითოეულ წამწამს ეხება და თვალებს გამოკვეთს. ტუჩებზე ამავე ბრენდის წითელ ტუჩსაცხს ვირჩევ - კარგი, ბუნებრივი ტექსტურა აქვს. ბიბი კრემი ჩემი კოსმეტიკის განუყოფელი ნაწილია, სახეს ატენიანებს და ათანაბრებს კანის ტონს. - როგორ დიეტას იცავ? სიფრთხილით ვირჩევ კერძს, ჯანსაღად ვიკვებები. ორი ქალიშვილი მყავს და მინდა, მათ გამო დიდხანს ვიცოცხლო. დაბალანსებული დიეტა მაქვს, ბოსტნეულს და ცილით მდიდარი საკვებს ვიღებ. ბრაზილიური სამზარეულო მიყვარს.. ჩემს გოგონებთან ერთად ვამზადებ ბრინჯს, მწვანე ლობიოს, ქათმის და საქონლის ხორცის წვნიანს. - სად დაისვენებდი? - რა მოგწონს მოდელის პროფესიაში? ეს სფერო მიყვარს, რადგან ვმოგზაურებ, განსხვავებულ კულტურას ვეცნობი, ვხვდები საინტერესო ხალხს (დაწყებული მსახიობებიდან, დამთავრებული პოლიტიკოსებით), ვმუშაობ მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფებთან. 52 1-ს მოსწონს
|