სხვა მსახიობები, რომლებმაც როლის გამო მსხვერპლი გაიღეს. 2012, 5 ივლისი, 18:12 ![]() ![]() "ზედმეტმა წონამ, რომლის მომატებაც მომიწია, შეცვალა ჩემი სიარული, საუბარი და ჩვევები, ეს ძალიან უჩვეულო იყო, აღმოაჩინო საკუთარი თავის მეორე მხარე" მსახიობს საკუთარი თავი, ზედმეტ კილოგრამებში ძალიან არ მოეწონა. ![]() ![]() რენე ზელვეგერი ყველას გვახსოვს ფილმიდან "ბრიჯიტ ჯონსის დღიური". ალბათ არავის მოსვლია აზრად ის, რომ მსახიობმა ამ როლისთვის 15 კგ. მოიმატა. ![]() ![]() მწერალი ელიზაბეთ გოლბერთსის როლისთვის ჯულია რობერტსმა კილოგრამები არ დაიშურა. სპეციალისტები ერთხმად ამბობდნენ, რომ ასეთ მკვეთრ მომატებას შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოეწვია. თუმცა, ფილმის გადაღების შემდეგ მსახიობი მალე ჩადგა ჩვეულ ფორმაში, სპეციალური დიეტისა და აქვა-აერობიკის წყალობით. ![]() ![]() ცნობილი ჰოლივუდის მსახიობმა რასელ ქროუმ 20 კილოგრამზე მეტის მომატება შეძლო. ალბათ, წონის აშკარა ცვლილებას შეამჩნევდით ფილმ "სიცრუის ერთიანობა"-ში. გადაჭარბებული კვების გამო მსახიობი იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა, რადგან სწრაფად მომატებულმა წონამ მას ჯამრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემები შეუქმნა. 2871 9-ს მოსწონს
|