სიახლეები როგორი იქნება და რა ტექნიკური მახასიათებლები ექნება "მერსედეს–ბენცის" პირველ ელექტრომობილს 2018, 7 სექტემბერი, 11:45 ![]() ავტომობილი აღჭურვილია ორი ასინქრონიზებული ელექტროძრავით, (თითო-თითო წინა და უკანა ღერძზე)408 ც/ძ-ით(300 კილოვატი), 100 კილომეტრს კომპანიის განცხადებით 5, 1 წამში კრიფავს, მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ში ძრავები იკვებება 80 კილოვატ/სთ-ი მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარეებით, რომელიც ღერძებს შუაა განთავსებული, დატენვის ხანგრძლივობა 40 წუთია(10-იდან 80%-მდე-დამოკიდებულია დამტენი სადგურის სიმძლავრეზე), მაქსიმალური მანძილი 450 კილომეტრი. ![]() კროსოვერი რეკუპერაციის ენერგიითა აღჭურვილი, რა დროსაც ყოველთვის საჭირო არაა მუხრუჭის სატერფულის გამოყენება, საკმარისია გაზის აქსელატორს ფეხი აუშვათ და ავტომობილი ავტომატურად ამუხრუჭებს, ამასათანავე, ელექტრონიკა კარნახობს მძღოლს ეფექტურ მართვას კონკრეტულ სიტუაციაში(მოსახვევები, გზაჯვარედინები, გზის დახრა, რეკომენდებული დისტანცია წინ მოძრავი ავტომობილის მიმართ და სხვა.) ![]() ![]() 155 5-ს მოსწონს
|