შოუბიზნესი რატომ არ მიიღო ''ვიქტორია სეკრეტმა'' თურქი მოდელი? 2018, 6 სექტემბერი, 22:53 დილან ჩიჩეკ დენიზი თურქი მსახიობი და მოდელია.
დაიბადა 1995 წლის 28 თებერვალს, სივასში, პედაგოგების ოჯახში. გაიზარდა ანტალიაში, ამჟამად კი სტამბულში ცხოვრობს. 13 წლიდან დაიწყო სამოდელო კარიერა.
დილანმა 2014 წელს სილამაზის კონკურსში „მის თურქეთი'', მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ კი, „მის სამყაროზე“ თურქეთი წარადგინა (მოდელის სიმაღლე 177 სმ-ია).
15 წლის ასაკში დაწერა წიგნი სახელწოდებით „მეგონა, რომ მზე დედაჩემი იყო“ და ცნობილი თურქი მწერლების მოწონებაც დაიმსახურა. გოგონა აცხადებს, რომ სკოლაში ფრიადოსანი მოსწავლე იყო, კითხვა იტაცებდა. 7 წლის იყო, თეატრის სცენაზე რომ ავიდა. 14 წლის ასაკში დაიწყო სწავლა ისმაილ ბაჰა სურელსანის სახელმწიფო თეატრში. ბავშვობისას ჩართული იყო საქველმოქმედო ღონისძიებებში, სტუმრობდა ბავშვთა სახლებს.. 17 წლისამ სასკოლო თეატრალურ კონკურსში გაიმარჯვა; დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში ორთვიანი კურსი გაიარა. სწავლა Ege-ის უნივერსიტეტში, ტურიზმის განხრით განაგრძო, თუმცა მალევე ლიტერატურაზე გადააბარა. 2015 წელს სერიალში - ''პატარა საყვარელი მატყუარები'' ებრუს როლი მოირგო. ამავე წელს ვიხილეთ სერიალში ''გიუნეშის ქალიშვილები'' - ელიფის როლით. 2016-17 წლებში დილანს იღებდნენ მთავარ როლში, სერიალ ''ბოდრუმის ამბავში''. ოქროს პეპელას დაჯილდოებაზე გაიმარჯვა, Pantene-მა წლის ბრწყინვალე ვარსკვლავად გამოაცხადა! 2018 წელს Avon-ის პროდუქციას უკეთებდა რეკლამას. არაერთი თურქული ჟურნალის ყდა დაუმშვენებია. იანვრის თვეში მისი და ფურქან ანდიჩის რომანი დადასტურდა. სამწლიანი კონტრაქტით, გადაღებები ''ელიტ მოდელ ლუქ ლოს-ანჯელესთან'' აქვს. როგორც მსახიობს, ყველაზე დიდი წარმატება ტელესერიალმა „ორმომ“ მოუტანა, სენა კუჩევალის როლით. ''ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, არას ბურუთ იენემლისთან მომიწევდა თამაში. ეს ისეთი თამამი სცენები არ არის, რამდენადაც აზვიადებენ''.
წელს მოდელმა ძალები ''ვიქტორია სეკრეტის'' ქასთინგზე მოსინჯა. მან შეძლო ჟიურის მონუსხვა და პირველი ეტაპი გადალახა, თუმცა VS-ს მოდელი ვერ გახდა. გოგონამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ რამდენიმე კანდიდატს შორის მოხვდა, მაგრამ პორტფოლიოს გამო დაიწუნეს.
''ჟიურის მოეწონა ჩემი პოზიტიური ენერგია; პირველი ''თურქი ანგელოზი'' ვარ, რომელსაც საშობაო სეგმენტისთვის განიხილავდნენ. ჩათვალეს, რომ უკეთესია მომავალ წელს მივიდე, რადგან საზღვარგარეთ არ მაქვს აქტიური სამოდელო მოღვაწეობა. შინ ბედნიერი ვბრუნდები, ასეთ ხალხთან შეხება უკვე წარმატებაა. ჩემთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიღო. ყველას მადლობა თბილი კომენტარებისთვის. მთელი გულით მისდიეთ ოცნებებს, განაგრძეთ მუშაობა და გამოამჟღავნეთ ხიბლი''.
დილან დენიზს მხარს საკმაოდ წარმატებული თურქი მოდელი, მწერალი, ტელეწამყვანი და მსახიობი - თულინ შაჰინი უჭერს: ''რომ სცადე, ამით საქმის ნახევარი უკვე შეასრულე, პატარავ. ვიცი, როდის აგირჩევენ დედოფლად.'' თულინი დანიაში დაიბადა და ბავშვობა იქ დაჰყო, შემდეგ კი მშობლების სამშობლოში - თურქეთში, ქ. სივასში დაბრუნდა. ფლობს შვიდ ენას. მსოფლიოში ცნობილი პიროვნებაა. სინდი კროუფორდთან მსგავსების გამო, მას სივას სინდის სახელით იცნობენ. მის ძარღვებში ჩერქეზის სისხლიც ჩქეფს. ქალებისთვის საქველმოქმედო ვებ-გვერდი tuliss.com შექმნა. თულინის მეუღლე - მეჰმედ ოზერიც გავლენიანი ფიგურაა.დილან დენიზს მისი მეგობარი - ბენსუ სორალი ეხმიანება: ''მაინც თურქეთის პირველი ანგელოზი ხარ. წინ მავალი ნაბიჯები შენს წარმატებას განამტკიცებს.'' ისინი ერთად თამაშობდნენ სერიალში ''პატარა საყვარელი მატყუარები''. ბენსუ ფოტომოდელიცაა; ქართველმა მაყურებელმა გაიცნო მელექის როლით, სერიალში ''ძმა''. ვფიქრობ, ეს მწვანეთვალება გოგონაც მოხიბლავდა ''ვიქტორია სეკრეტის'' გუნდს.
709 4-ს მოსწონს
|