სხვა არმიანსკში მჟავის წვიმაა მოსალოდნელი 2018, 5 სექტემბერი, 17:10 ყირიმში, არმიანსკის ოლქში მდებარე ქარხნის "ყირიმის ტიტანიდან " ტოქსიკური გამონაბოლქვის გამო მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.ყირიმის ფედერალური უნივერსიტეტის გენერალური და ფიზიკური ქიმიის ფაკულტეტის პროფესორი ალექსეი გუსევი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ როდესაც პირველი წვიმა მოვა არმიანსკში, მოსახლეობა სწრაფად უნდა შეეფაროს დახურულ შენობებს. სინამდვილეში, ეს იქნება მჟავა ნალექი. "რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სუსტი მჟავა, მაგრამ მაინც გარკვეული ზემოქმედება შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მის ზემოქმედებას დავინახავს მცენარეებზე. უნდა დაველოდოთ მჟავის ნიადაგში ნალექებთან ერთად შეწოვას " - თქვა მან. ყირიმის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ დღეს ნახევარკუნძულზე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის დაბინძურების ნეიტრალიზების მიზნით, საოპერაციო შტაბმა გადაწყვიტა, ყირიმის ჩრდილოეთით წყლისა და ქუჩების გაწმენდა ყოველდღიურად.მანამდე ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ გამოეყენებინათ სოდიანი ხსნარი, თუმცა შემდგომ მის გამოყენებაზე უარი თქვეს . წყალში ადვილად იხსნება გოგირდოვანი ანჰიდრიდი და ამით ხდება მისი ეფექტის ნეიტრალიზება. დიდი და კარგი წვიმა დაგვეხმარება სიტუაციის აღდგენაში . ნალექების არარსებობამ კი შეიძლება საფრთხე შეგვიქმნას" -აცხადებს პროფესორი შეგახსენებთ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა დენთის კასრზე ზის, რადგან ქარხნის "ყირიმის ტიტანის" ტოქსიკური გამონაბოლქვი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დაზარალებულ ტერიტორია არმიანსკია, სადაც ქარხანა მდებარეობს და კიდევ კრასნოპრეკოვსკის რაიონის ორი სოფელი. თავის მხრივ, ნახევარკუნძულის პროკურატურა იკვლევს ქიმიური ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურების ფაქტს. გარდა ამისა, შესაბამისი სამსახურები ცდილობენ სიტუაციის სტაბილიზაციას და ქიმიური ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრას. არმიანსკში მცხოვრები ათასობით ბავშვი ევაკუირებულ იქნა ყირიმის სანატორიუმში ორი კვირით, თუმცა ეს ორი კვირა შეიძლება თვეობით გაგრძელდეს -აცხადებენ სპეციალისტები 141 შეფასება არ არის
|