სხვა რუსეთისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია- უფოლოგები კატაკლიზმების მიზეზად ნიბირუს ასახელებენ 2018, 5 სექტემბერი, 14:55 ურალში, ჩელიაბინსკის რეგიონში მიწისქვეშა ძვრებით რუსეთში კატაკლიზმები არ დასრულდება, რადგან მალე კამჩატკასა და კურილის კუნძულებზე ვულკანები ამოიფრქვევა-აცხადებენ უფოლოგები. 5 სექტემბრის ღამეს ჩელიაბინსკის რაიონის კატავ-ივანოვის რაიონში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, საბედნიეროდ, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოყოლია. ურალის მიწისძვრის მიზეზად უფოლოგები საშიშ პლანეტას ნიბირუს ასახელებენ, რომელიც სავარაუდოდ, მზის გვერდის ავლით დედამიწისკენ მოემართება. რაც უფრო გვიახლოვდება "სიკვდილის ვარსკვლავი", უფრო ძლიერი აპოკალიფსური ეფექტი იგრძნობა. დედამიწის ზედაპირზე ძლიერდება ენერგია, რის შედეგადაც კამჩატკასა და კურილის კუნძულებზე ვულკანები ამოიფრქვევა. რუსეთისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, ამიტომ, ხალხი დროულად უნდა მოემზადოს კატაკლიზმებისთვის და სიცოცხლისთვის საშიში ადგილები დატოვონ- აცხადებენ უფოლოგები უფოლოგების პანიკას სეისმოლოგებმა უპასუხეს. ისინი მოუწოდებენ რუსებს, რომ არ მოუსმინონ ნიბირუზე მოთხრობებს აპოკალიფსის შესახებ, რადგანაც ოფიციალურად მეცნიერებას ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია პლანეტა X სივრცეში და ამბობენ, რომ მსოფლიოს აღსასრულის შესახებ ყველა წინასწარმეტყველება არის სიცრუე. ამავდროულად, სოციალური ქსელებში ურალის მიწისძვრის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ, თვითმხილველები წერენ კატასტროფის შედეგებზე. ჩელიაბინსკის მოსახლეობას გამოეღვიძა კატასტროფის გამო და ბევრი მათგანი გახდა ქუჩებში ნაპრალების გაჩენის მოწმე. შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბრის ღამეს ურალში, ჩელიაბინსკის რაიონში მეორედ მოხდა მიწისძვრა. პირველი მიწისძვრა 5 სექტემბერს მოსკოვის დროით 02:00 საათზე დაფიქსირდა. მასშტაბის მიხედვით. 5, 5 ნმაგნიტური სიმძლავრის, ხოლო, მეორე მიწისძვრა 12:27 წუთზე მოსკოვის დროით 4, 4 მაგნიტური სიმძლავრის. 1031 შეფასება არ არის
|