მოვლენები მოდელები, რომლებიც ''ვიქტორია სეკრეტის'' ჩვენებაზე პირველად გაივლიან 2018, 12 სექტემბერი, 5:16 ''ვიქტორია სეკრეტის'' მოდების ჩვენება ყოველთვის აღტაცების საგანია. შოუს შარშან 5 მილიონი კაცი ადევნებდა თვალს (აშშ-ს live-ში); ამ ბრენდისთვის ეს დაბალი მაჩვენებელია. პოდიუმზე გამოსვლას წინ სირთულეები ახლავს; აქ მოხვედრა რჩეულთა ხვედრია. შესარჩევი ტური არ საჯაროვდება. ქასთინგისას მოდელები ირგებენ შავ ბიუსტჰალტერს, ქუსლიან ფეხსაცმელს და გადიან ჟიურის ოთხი წევრის წინ. მოდელი ცდილობს დაიმსახუროს სიმპათია (გაიღიმოს, იმოძრაოს, წარმოაჩინოს შინაგანი ქარიზმა). მას რამდენიმე კითხვას უსვამენ (მაგ. რატომ გადაწყვიტე აქ მოსვლა? პირველად ხარ?''). ჟიური აზრს გამოთქვამს მოდელის თითოეულ მხარეზე - სხეული, დგომა, საუბარი, მიმიკა. ამ ამაღელვებელ წუთებს ყველა გოგონა ვერ უძლებს, ცრემლებად იღვრებიან. იქვეა გადამღები ჯგუფი, მცირე აუდიტორია და VS-ს ანგელოზი მოდელები. ყოველ წელს დაახლოებით ასი მოდელი ცდის ბედს. შარშან პოდიუმზე 60-მდე მოდელი გავიდა (ანგელოზები, ნაცნობი მოდელები და ახალები). მძიმე ფიზიკური დატვირთვა, წონის კონტროლი - ეს ყველაფერი გოგონებს უღირთ ''სახელის'' და კომპენსაციის მოსაპოვებლად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, პაპარაცებთან თავი ღირსეულად გეჭიროს. მოდელებისთვის ესეც ერთ-ერთი გამოცდაა. წლევანდელი ქასთინგი დასრულდა. ვნახოთ ის ახალბედა მოდელები, რომლებიც პირველად გაივლიან ''ვიქტორია სეკრეტის'' ჩვენებაზე, ნიუ-იორკში: კელსი მერიტი - 21 წლის ფილიპინელი მოდელი. სიმაღლე:173 სმ. მაია კოტონი - 19 წლის ზელანდიელი მოდელი. სიმაღლე:173 სმ. ჯოსი კანსეკო - 21 წლის ამერიკელი მოდელი. სიმაღლე:175 სმ. ლორენა რეი - 24 წლის გერმანელი მოდელი. სიმაღლე:180 სმ. ალანა უოლტონი - 18 წლის ავსტრალიელი მოდელი. სიმაღლე: 175 სმ. უოლოი ჰენდი - 19 წლის ბრიტანელი მოდელი. სიმაღლე:180 სმ. მირტ ბოლტი - 19 წლის ჰოლანდიელი მოდელი. სიმაღლე:175 სმ. სოფია როვენსტინი - 19 წლის ბრიტანელი მოდელი. სიმაღლე:180 სმ. ჟასმინ უინალდუმი - 20 წლის ჰოლანდიელი მოდელი. სიმაღლე:178 სმ. მელი ტიაკო - ფრანგი მოდელი. სიმაღლე: 175 სმ. სედი ნიუმენი - 24 წლის ამერიკელი მოდელი. სიმაღლე:178 სმ. ჩეიენ მაია - 18 წლის ბრიტანელი მოდელი. სიმაღლე:178 სმ.ლეშა ჰოდჯისი - ამერიკელი მოდელი. სიმაღლე:180 სმ. დაქი თოტი - 22 წლის ავსტრალიელი მოდელი. სიმაღლე:175 სმ. ისლიდა მორეირა - პორტუგალიელი მოდელი. სიმაღლე:178 სმ. უინი ჰარლოუ - 24 წლის კანადელი მოდელი. სიმაღლე:175 სმ. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 531 3-ს მოსწონს
|