ძუნწი ქმრის ანდერძი
იყო მამაკაცი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა და ფულს კი ძალიან ხელმომჭოირნედ ხარჯავდა. როდესაც საქმე ფულს ეხებოდა, მას სიძუნწეში ტოლი არ ჰყავდა, რადგან ფული ყველაზე მეტად უყვარდა ქვეყანაზე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან ცოლს უთხრა:
— მისმინე, როდესაც მოვკვდები, მთელი ჩემი დანაზოგი კუბოში ჩამიდე. მინდა, რომ ჩემი ფული, იმ ქვეყნად თან წავიღო.
ქალი გულწრფელად დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა და ფულს, უკანასკნელ ცენტამდე, საფლავში ჩაატანდა.
დადგა დღე და ის მოკვდა. დასაფლავების დღეს, ქვრივი, შავი კაბით, კუბოსთან იჯდა თავის საუკეთესო მეგობართან ერთად. როდესაც გაცილების ცერემონიალი დასრულდა და კუბოსთვის სახურავის დახურვა უნდოდათ, ქვრივი ადგა და დაიძახა:
— ერთი წუთით, მოიცადეთ!
ქვრივს ხელში ფეხსაცმლის ყუთი ეჭირა. ქალი კუბოსთან მივიდა და ის შიგნით ჩადო. ამის შემდეგ, კუბოს დახურეს და წაიღეს.
— იმედია, არ გაგიჟდი და მთელი ფული ამ ბებერ ძუნწს არ გაატანე? — ჰკითხა მეგობარმა მას.
ქალმა კი უპასუხა:
— დიახ, ფული ჩავაყოლე, როგორც შევპირდი. მე მორწმუნე ვარ და ტყუილს ვერ ვიტყოდი. შევპირდი, რომ ფულს სრულად ჩავდებდი კუბოში და ასეც მოვიქეცი.
— გინდა თქვა, რომ მთელი ფული სამარეში გაუშვი? — გაიკვირვა მეგობარმა.
— რა თქმა უნდ, — უპასუხა ქვრივმა, — მე მოვაგროვე მისი ფული, ჩავრიცხე ბანკში ჩემს ანგარიშზე, ხოლო მას – ჩეკი გამოვუწერე, მთელს თანხაზე.
ვილა 1 დოლარად
«იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი»
«ბოდვა!»- გაიფიქრა უსახლკარომ და გაზეთი გადააგდო.
ის ეზო-ეზო დადიოდა და საკვებს ეძებდა. ერთ ქუჩაზე, განცხადებების დაფაზე ფურცელი იყო მიკრული, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა:
«იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი»
«ტექსტში შეცდომა იქნება.»- გაიფიქრა «ბომჟმა» და გზა გააგრძელა. როდესაც გამზირზე გავიდა, დიდი ბანერი დაინახა, რეკლამით:
«იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი»
«ბომჟი» დაფიქრდა. დაინტერესდა, თუ რომელ სულელს შეეძლო მსგავსი განცხადების გაკეთება. მას დასაკარგავი არაფერი ჰქონდა, გარდა იმ ერთი დოლარისა, რომელიც ჯიბეში ედო და განცხადებაში მითითებულ მისამართზე წავიდა. როდესაც ადგილზე მივიდა, მართლაც დაინახა ვილა. გაუბედავად დარეკა ზარი. კარი, შუახნის, ლამაზმა ქალმა გაუღო.
- უკაცრავად! განცხადებასთან დაკავშირებით გაწუხებთ. რაც იქ წერია, ხუმრობა არის, არა?
- არა, არა! ყველაფერი სწორია.
- მე ფასზე გეკითხებით. 1 დოლარი? ეს ასეა?
- დიახ. 1 დოლარი. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ სახლი დაათვალიეროთ.
რა თქმა უნდა, «ბომჟს» ყველაფერი მოეწონა. მისცა ქალს თავისი 1 დოლარი და გახდა მდიდრული ვილის მფლობელი. მაგრამ გადაწყვიტა გაეგო, თუ რატომ ღირდა ვილა ასეთი იაფი? კითხვაზე ძველმა მფლობელმა ღიმილით უპასუხა: «ჩემმა ქმარმა, სიკვდილის წინ, ანდერძში ჩაწერა, რომ ჩვენი ვილა გამეყიდა და აღებული თანხა, მისი საყვარლისთვის გადამერიცხა. და მე, ჩემი ქმრის ანდერძი შევასრულე! განცხადება, ვილის გაყიდვის თაობაზე, 6 თვის წინ გავაკეთე და თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც გამომეხმაურა. აბა, ყოველივე კარგს გისურვებთ» – თქვა და წავიდა.
ცოლი, ქმარი, საყვარელი — არანაირი კითხვები და ეჭვიანობა
ბუტიკში შედის ქალი. ასე, 30 წლის იქნება. მოვლილი, მოდურად ჩაცმული, საკუთარ თავში დარწმუნებული.
მას თან ახლავს ოდნავ გამელოტებული, არასპორტული გარეგნობის, 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ხელზე ოქროს საათი უკეთია.
ქორწინების ბეჭდები ერთნაირი უკეთიათ, ე.ი. — ქმარია. მას სახეზე ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს ქმარს მაღაზიაში, სადაც ყველაფერი მხოლოდ ქალებისთვის იყიდება. მსუბუქად რომ ვთქვათ — მოწყენილია. ქალი ყველაზე ძვირადღირებულ კაბას ირჩევს, დიდხანს იზომავს მას და თან სიამოვნებისგან კვნესის. ქმარს მალე სწყინდება მეუღლის საქციელი და კაბას ყიდულობს. ფასი 3 000 დოლარი! ისინი მიდიან. მეორე დღეს, იგივე ქალი სულ სხვა მამაკაცთან ერთად შედის იგივე ბუტიკში. მეორე პარტნიორი, პირველისგან სრულიად განსხვავებულია: ახალგაზრდა, სპორტული აღნაგობის, საუკეთესოდ ჩაცმული, მასაც უკეთია ქორწინების ბეჭედი. მაგრამ, განსხვავებული — ე.ი. საყვარელია.
ქალი ზუსტად ისეთივე კაბას იღებს, წინადღეს რომ იყიდა და ისევ იზომავს. გამყიდველები — დისციპლინირებულები არიან და არაფერს იმჩნევენ. ქალი ისევ იწყებს კვნესას ვნებისგან. ამ შემთხვევაში, უფრო ხმამაღლა და დამაჯერებლად. მამაკაცი დიდხანს ორჭოფობს, ბოლოს მაინც ტყდება და 3 ათასს იხდის.
ქალი, მოჭარბებული მადლიერების გრძნობით, ბედნიერებისგან გაბადრული სახით ტუჩებში კოცნის მამაკაცს და მიდიან.
მესამე დღეს იგივე ქალი მოდის ბუტიკში. მარტო. და ორიდან ერთ კაბას უკან აბრუნებს. იღებს 3 ათას დოლარს ხელზე და მიდის.
P.S. ქმარი დარწმუნებულია, რომ კაბა მან უყიდა. დარწმუნებულია საყვარელიც, რომ კაბა მისი ნაჩუქარია. არანაირი კითხვები და ეჭვიანობა. ხოლო ქალს, სამი ათასი დოლარი და უმშვენიერეს კაბა დარჩა.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:კმაყოფილი ცოლი...
რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?
ქალს შეუძლია მანქანის მართვის დროს საუბარი, კაცს – არა!