x
image
თამილა გურაშვილი
"..ბედკრული საქართველო თქვენს იმედზეა ჩემო მეორე მშობლებო..." - პოეტი გაგა გოგრიჭიანი

image
მინდა რომ ეს პოსტი მხოლოდ ჩემზე უფროსმა ადამიანებმა წაიკითხონ, დედად და მამად რომ მეკუთნიან ასაკით ისეთებმა, ან ცოტათი ნაკლები ასაკის ადამიანებმაც. ნუ რა მნიშვნელობა აქვს პრინციპში შეიძლება 15 წლის ბავშვიც აზროვნებდეს 40 წლის ან 50 წლის ადამიანივით, მაგრამ საქმე ის არის რომ ცხოვრება არააქვს ნანახი 15 წლის ბავშვს და არც ცხოვრებისეული გამოცდილება.

მოკლედ მთავარ სათქმელს რაც შეეხება მინდა ვთქვა რომ ჩვენი საქართველო ყველამ მაპატიეთ მაგრამ ტრაკისკენ მიექანება და პატრონიც არავინ არ ჩანს, რომ რაიმე შეცვალოს. ახალგაზრდების უმრავლესობას კი საერთოდ არ აინტერესებს ქვეყანაში რა ხდება, რადგან მათ მოსწონთ თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი მაინც იქით მიემართება რომ – ზომაზე მეტი არც სასმელი ვარგა, არც საჭმელი ვარგა, არც თავისუფლება ვარგა, არც სიყვარული ვარგა და საერთოდ ზომა და წონა ყველაფერს უნდა ჰქონდეს.

მაგრამ სამწუხაროდ დღეს ეს ზომიერება საერთოდ არსად არ ჩანს და თუ ნარკოტიკს ღებულობენ ზომაზე მეტს ღებულობენ და თავს იკლავენ.

თუ ტაბლეტებს სვამენ ზომაზე მეტს სვამენ და თავს იკლავენ.


თუ ალკოჰოლს სვამენ ზომაზე მეტს სვამენ და მერე სისულელეებს აკეთებენ.

მე არ დავიწყებ წინაპრებზე საუბარს, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნის ისტორია და რაც შეეხება წინაპრებს თვითონ სიტყვაც მიგვანიშნებს რომ ჩვენი წინაპრები ჩვენზე წინ არიან და ყოველთვის იქნებიან ჩვენზე წინ.

მე არ დავიწყებ განათლებაზე საუბარს, რადგან განათლება ადამიანს ჩვენს ქვეყანაშ მხოლოდ სამსახურის დასაწყებად სჭირდება. და თან როგორი სამსახურის : კაზინოში დილერად, მოლარე ოპერატორად, მოლარე კონსულტანტად. დაახლოებით 14 ადამიანს ვიცნობ რომელსაც განათლება საერთოდ არ მიუღია და ბანკში მუშაობს, განათლებული ხალხი კი მაღაზიაში.

რაც შეეხება რწმენას და რაც შეეხება რელიგიას, უკვე მოდაში შემოვიდა ათეისტობა, პატრიარქზე არაფერს აღარ ვამბობ რა სიტყვებით მოიხსენიებენ ილია მეორეს.

მოკლედ ერთადერთი რაც საქართველოს გადაარჩენს და ამ გარემოებებიდან გამოიყვანს ისევ ჩვენი დედების და მამების ასაკის ხალხია. თორე თავზე დაგვემხო ჩვენი საქართველო და მალე საერთოდაც გაქრება არეალიდან. ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის ხალხი რომ წერს : ბედკრულო საქართველო საით მიექანები.

მოკლედ ეს ბედკრული საქართველო თქვენს იმედზეა ჩემო მეორე მშობლებო, ჩემო დედებო და მამებო. რაღაცა გვიქენით, ჩუმად ნუ ხართ, გამოგვაფხიზლეთ, გამოგვასწორეთ, რაღაცა ქენით თორე დავიღუპეთ ხალხო.

მიყვარხართ ძალიან და თქვენი იმედი მაქვს ნუ დაგვღუპავთ ბოლომდე, ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენი თაობის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა

პატივისცემით თქვენი გაგა გოგრიჭიანი

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0