სიახლეები რა არის ინტუიციური კვება და რატომაა იგი ყველა დიეტაზე უკეთესი 2018, 30 აგვისტო, 0:56
ინტიუიციური კვება გამორიცხავს ყველანაირ დიეტას, საკვების ჭამისგან თავის შეკავება და ასე დაკარგვა წონის არაა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. პროფესორმა სტივ ჰევკსიმ სწორედ ინტუიციური კვებით დაიკლო წონაში და მას მერე ასეთი სახის კვება, ძალიან პოპულარული გახდა.
წარმოგიდგენთ ინტიუიციური კვების პრინციპებს, რომელიც გეხმარებათ დააბალანსოთ წონა და დაიკოლთ ზედმეტი კილოგრამები მხოლოდ საკუთარი სხეულის მოსმენით. მაშ ასე, დავიწყოთ:
1. უარი უთხარით დიეტურ აკრძალვებს
ეველინ ტრიბოლი და ელის რიჩი, ავტორები წიგნის ინტუიციური კვების შესახებ, პირვლი რასაც გვირჩევენ არის დავივიწყოთ ყველანაირი დიეტის ლოგიკა და ვირწმუნოთ, რომ ყველა მათგანი არაეფექტურია, მხოლოდ ჩვენს სხეულს უნდა ვუსმინოთ.
2. მოუსმინეთ თქვენი შიმშილის გრძნობას
ეს ნიშნავს იმას, რომ როგორცვე იგრძნობთ შიმშილს უნდა ჭამოთ, არ უნდა დაელოდოთ იმას, რომ უფრო ძალიან მოგშივდეთ.
3. ყურადღება მიაქციეთ დანაყრებას
თქვენ უნდა დანაყრდეთ და არა გაძღეთ, ამიტომ პატივი ეცით თქვენს კუჭს და როცა იგი სავსეა ზედმეტად ნუ გადატვირთავთ. ამიტომ ჭამეთ ნელა და დააკვირდით, თუ თქვენ დანაყრდით, უმჯობესია დატოვოთ თეფშზე საჭმელი, ვიდრე ბოლომდე შეჭამოთ.
4. შეწყვიტეთ თქვენი მენიუს გაკონტროლება
შეწყვიტეთ ფიქრი, რომ მაღალი კალორიები თქვენი მტერია, ეს საჭმელი უფრო ნაკლები კალორიაა და ის გემრიელი ორცხობილა საშინლად კალორიული, მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ჰკითხეთ, რა სურს, აქციეთ საჭმელები თქვენს მეგობრებად, რადგან ისინი გაძლევენ ენერგიას.
5. გახდით საჭმელების მეგობრები
![რა არის ინტუიციური კვება და რატომაა
იგი ყველა დიეტაზე უკეთესი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018083000330881656.jpg)
როცა საჭმელს თქვენს მტრებად აღიქვამთ, ისინი მართლა ასეთებად იქცევიან თქვენი ორგანიზმისთვის, ესაა ფსიქოლოგიური მომენტი, რაც უფრო მეტს იფიქრებთ, არ გავსუქდეო, გასუქდებით, ამიტომ დაივიწყეთ გასუქება და ჭამეთ, რაც გინდათ, თუმცა როგორც გითხარით, დანაყრებამდე.
6. ისიამოვნეთ საჭმელებით
![რა არის ინტუიციური კვება და რატომაა
იგი ყველა დიეტაზე უკეთესი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018083000351281656.jpg)
დიახ, ყოველი ლუკმითა და ნაჭრით უნდა ისიამოვნოთ, საჭმლისგან სიამოვნების მიღება უნდა ისწავლოთ, რადგან ასე ცოტაოდენითაც დანაყრდებით. სიამოვნების გრძნობა ზრდის საჭმლით დანაყრების შეგრძნებას, ამიტომ ისიამოვნეთ!
7. არ ჭამოთ კომფორტისათვის
არ გადაწყვიტოთ თქვენი ემოციური პრობლემები საჭმლით, თქვენ კარგად იცით, რომ იგი ვერ მოგიგვარებთ პრობლემებს, ამიტომ ეცადეთ ასეთ დროს თავი შორს დაიჭიროთ საჭმელებისგან, გახვიდეთ სასეირნოდ, უყუროთ ფილმს და ა.შ.
8. მიიღეთ თქვენი სხეული ისეთად, როგორიცაა ის, ნუ წუხართ, რომ იდეალური ფორმები არ გაქვთ
![რა არის ინტუიციური კვება და რატომაა
იგი ყველა დიეტაზე უკეთესი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018083000405281656.jpg)
ძლიან მნიშვნელოვანია, შეიყვაროთ და მიიღოთ თქვენი სხეული ისეთი, როგორიცაა, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და არა ზედმეტი კალორიები.
9. აირჩიეთ ისეთი ფიზიკური აქტივობა, რომლითაც ისიამოვნებთ
![რა არის ინტუიციური კვება და რატომაა
იგი ყველა დიეტაზე უკეთესი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018083000431981656.jpg)
ფიზიკურ აქტივობას მოაქვს თქვენთვის ენერგია და სასიამოვნო განწყობა, ამიტომ უნდა ისიამოვნოთ და არა იმიტომ, რომ გახდეთ გააკეთოთ საძულველი ვარჯიშები. რაც გიყვართ, იმის კეთება უფრო კარგად დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში.
10. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე
თქვენ უნდა გაანალიზოთ, რას ჭამთ, რა რაოდენობით და რამდენად ხშირად, უნდა იკვებოთ მრავალფეროვნად და ზომიერად, ჯანმრთელობა არ უნდა დაგავიწყდეთ, ამიტომ აარჩიეთ ჯანსაღი და გემრიელი საკვები.
რას ფიქრობთ თქვენ ამის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. |