სხვა სიყვარულის ენა ⎼ ესპანური 2018, 29 აგვისტო, 22:52 ესპანური ენა მანდარინი ჩინურის შემდეგ, ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. ესპანურად 560 მილიონი ადამიანი(44 ეროვნების) საუბრობს. ყველაზე სწავლებადი ენაა, ინგლისურის შემდეგ. ესპანური 22 ქვეყანაშია სახელმწიფო ენა. თუ მოგზაურობას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ ესპანურის ცოდნით მსოფლიო მოსახლეობის 20%-თან დაამყარებთ კომუნიკაციას. ახალი ენის დაუფლება თქვენთვის ხელსაყრელი გამოწვევაა :) აშშ-ში ესპანური ენის მასწავლებლის პროფესია საათში 125$-ს მოგიტანთ. 2050 წლისთვის, აშშ-ში იცხოვრებს ყველაზე მეტი ესპანურად მოსაუბრე (133 მილიონი კაცი). ესპანურს ისეთივე გავლენა ექნება მსოფლიოში, როგორიც დღეს ინგლისურს აქვს. ექსპერტთა თქმით, ესპანური ენას შესასწავლად 24 კვირა გჭირდებათ (სიტყვები ისე გამოითქმის, როგორც იწერება. ესპანურში ათი ხმოვანი და დიფთონგური ბგერაა, ინგლისურში - ოცი. მახვილს სვამენ ხმოვნებთან á, é, í, ó და ú. მახვილი ომონიმების გარჩევაშიც გვეხმარება: camino - გზა; caminó - სიარული.) ესპანურ ენაში ყველაზე გრძელი სიტყვაა სტერნოკლეიდომალასტოიდი; ხშირად გამოყენებული სიტყვა - თანდებული ''-დან/-ის'' (de). ინტერნეტ-მომხმარებელთა 8% მხოლოდ ესპანურ ენაზე ურთიერთობს. მეორე მთავარი ენაა Wikipedia-ში, Facebook-სა და Twitter-ში. რა საამოდ ჟღერს დედამიწის რომანტიკული ენა! ესპანურის სწავლით დაკავდით და ეგზოტიკით უმალ დაიპყრობთ გულებს ♡ Youtube-ზე ყველაზე ნახვადი ვიდეო ესპანურენოვანი მუსიკალური კლიპია. ესპანური ენის გრამატიკა პირველად 1492 წელს გამოსცა ანტონიო ნებრიმ. ამავე წელს აღმოაჩინა კოლუმბმა ამერიკა. ესპანურს მოიხსენიებენ სახელით ''კასტელანო'', რადგან ამ ენას ფესვები ლათინურ და არაბულ ენებზე დაყრდნობით, ესპანეთის სამეფო - კასტილიაში ჩაეყარა. ვნებიანი ჩურჩული ესპანურ ენაზე. გადავიდეთ სასიყვარულო ფრაზებზე: hola como estas (ჰოლა, კომო ესტას) ''გამარჯობა, როგორ ხარ?'' Te quiero (ტე კიერო) ''შენდამი გრძნობები მაქვს!'' - მოწონებაზე მეტს, მაგრამ სიყვარულზე ნაკლებს ნიშნავს.Me gustas (მე გუსტას) ''მომწონხარ''. აღნიშნავს საპირისპირო სქესისადმი სიმპათიას. Me caes bien (მე კაეს ბიენ) ''მომწონხარ (როგორც მეგობარი)''. Te quiero mucho, hermosa (ტე კიერო მუჩო, ერმოსა) ''ძალიან მომწონხარ, ლამაზო!'' გამოხატავს საპირისპირო სქესისადმი ლტოლვას. Te deseo (ტე დესეო) ''მინდიხარ''. სიყვარულში შემდეგნაირად გამოუტყდით: Te amo / Yo amor tu (ტე ამო/ჯო ამორ ტუ) ''მიყვარხარ!'' Te adoro (ტე ადორო) ''სიგიჟემდე მიყვარხარ!'' Te necesito (ტე ნესესიტო) ''მჭირდები''. თუ გინდათ, მის გრძნობებში გაერკვეთ, უბრალოდ ჰკითხეთ: ¿Me amas?/¿Me quieres? (მე ამას/მე კერეს) ''გიყვარვარ?'' Pienso en ti como algo más que un amigo (პიენსო ენ ტი კომო ალგო მას კე უნ ამიგო) ''ვფიქრობ, მეგობარზე მეტი ხარ''. Quieres ser mi novia/novio (კერეს სერ მი ნოვია/ნოვიო) ''გახდები ჩემი შეყვარებული გოგო/ბიჭი?'' იმედია, პასუხი ასეთი იქნება: Yo también te amo (ჯო ტამბიენ ტე ამო) ''მეც მიყვარხარ''. Te amo más que nada en el mundo! (ტე ამო მას კე ნადა ენ ელ მუნდო) ''ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!'' Eres el amor de mi vida (ერეს ელ ამორ დე მი ვიდა) ''ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ!'' Te quiero con todo mi corazón (ტე კიერო კონ ტოდო მი კორასონ) ''მთელი გულით მიყვარხარ!'' პაემანზე გოგონა/ბიჭი შეგიძლიათ დაპატიჟოთ შემდეგი ფრაზით: ¿Quieres salir conmigo? (კერეს სალირ კონმიგო) ''გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე?'' ¿Te gustaría salir conmigo? (ტე გუსტარია სალირ კონმიგო) ''გსურთ ჩემთან ერთად წამოსვლა?'' ¿Quieres cenar juntos esta noche? (კერეს სენარ ხუნტოს ესტა ნოჩე) ''გინდა ამაღამ ვისადილოთ?'' Me gustaría salir contigo (მე გუსტარია სალირ კონტიგო) ''მინდა შენთან ერთად გავისეირნო''. თუ პაემანი შედგა, მაშინ: Gracias por un día maravilloso (გრასიას პორ უნ დია მარავიოსო) ''მადლობა საუცხოო დღისთვის''. Gracias por una noche maravillosa (გრასიას პორ უნდა ნოჩე მარავიოსო) ''მადლობა მშვენიერი ღამისთვის''.
¿Cuándo te vuelvo a ver? (კვანდო ტე ვუელვა ვერ) ''კიდევ როდის გნახავ?''
არ დაიშუროთ ქათინაურები: ¡Qué hermosa te ves! (კე ერმოსა ტე ვეს) ''რა ლამაზად გამოიყურები!'' Me haces feliz cuando estás aquí (მე ასეს ფელიზ ქვანდო ესტას აკი) ''მაბედნიერებ, როცა აქ ხარ''. Eres tan cariñosa (ერეს ტან კარინოსა) ''რა ტკბილი ხარ!'' Quiero estar contigo para siempre (კიერო ესტარ კონტიგო პარა სიემპრე) ''მინდა სამუდამოდ შენთან ვიყო''. Pienso en ti siempre (პიენსო ეს ტი სიემპრე) ''ყოველთვის შენზე ვფიქრობ''. ¿Quieres casarte conmigo? (კერეს კასარტე კონმიგო) ''გინდა ცოლად გამომყვე?'' Eres el hombre/la mujer de mis sueños (ერეს ელ ომბრე/ლა მუხერ დე მი სვენოს) ''ჩემი ოცნების კაცი/ქალი ხარ!'' ¡Eres increíble! (ერეს ინკრეიბლე) ''გასაოცარი ხარ!'' თუ დაშორება გადაწყვიტეთ, ''ის ერთადერთი'' არ აღმოჩნდა: Solo quiero ser amigos (სო კიერო სერ ამიგოს) ''მინდა უბრალოდ, მეგობრები ვიყოთ''. Me caes mal (მე კაეს მალ) ''არ მომწონხარ.'' No estoy interesada (ნო ესტოი ინტერესადა) ''არ მაინტერესებ''. Déjame sola (დეხამე სოლა) ''მარტო დამტოვე!'' ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
''თუ ვინმე გიყვართ, უთხარით, რადგან უთქმელი სიტყვებით ბევრის გული ტყდება!''
''კაცი სამყაროს მხოლოდ სიყვარულისთვის სჭირდება''.
Buenos días mi esposa/ esposo (ბუენოს დიას მი ესპოსა/ესპოსო) ''დილა მშვიდობისა, ჩემო ცოლო/ქმარო!'' Buenas noches mi amor (ბუენას ნოჩეს მი ამორ) ''ღამე მშვიდობისა, ჩემო სიყვარულო!'' Cada día te quiero más (ქადა დია მას კიერო მას) ''ყოველდღე უფრო მეტად მიყვარხარ''. Te amo mi reina/rey (ტე ამო მი რეინა/რეი) ''მიყვარხარ, ჩემო დედოფალო!'' Siempre te amare (სიემპრე ტე ამარე) ''ყოველთვის მეყვარები''. Te quiero con toda mi alma (ტე კიერო კონ ტოდა მი ალმა) ''მთელი სულით მინდიხარ!'' Abrázame y bésame (აბრასამე ი ბესამე) ''ჩამეხუტე და მაკოცე''. Eres muy bella (ერეს მუი ბელა) ''ძალიან ლამაზი ხარ!'' Eres tan guapo (ერეს ტან გუაპო) ''რა სიმპატიური ხარ!''
Bonita/Bonito (ბონიტა/ბონიტო) მშვენიერი ქალი/კაცი. Eres tan linda como una flor (ერეს ტან ლინდა კომო უნა ფლორ) ''ყვავილივით მშვენიერი ხარ''. Te extraño (ტე ექსტრანო) ''მენატრები''. Pienso en ti siempre (პიენსო ენ ტი სიემპრე) ''მუდამ შენზე ვფიქრობ''. No puedo vivir sin ti (ნო ფუედო ვივირ სინ ტი) ''უშენოდ ვერ ვიცოცხლებ!'' Tu eres mi corazón (ტუ ერეს მი კორასონ) ''ჩემი გული ხარ!'' Tu sonrisa es bonita (ტუ სონრისა ეს ბონიტა) ''ლამაზი ღიმილი გაქვს''. Tienes los ojos más bonitos del mundo (ტიენეს ლოს ოხოს მას ბონიტოს დელ მუნდო) ''მსოფლიოში ულამაზესი თვალები გაქვს!'' Tú eres mi rayo de sol (ტუ ერეს მი რაჯო დე სოლ) ''ჩემი მზის სხივი ხარ!'' Tu eres mi alma gemela (ტუ ერეს მი ალმა ხემელა) ''ჩემი მონათესავე სული ხარ''. ¿Te puedo besar? (ტე პუედო ბესარ) ''შეიძლება გაკოცო?'' Tú quieres decir mucho para mí (ტუ კერეს დესირ მუჩო პარა მი) ''ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ''. Estoy loco por ti (ესტოი ლოკო პორ ტი) ''შენზე ვგიჟდები!'' Las palabras no pueden describir mi amor por ti (ლას პალაბრას ნო პუედენ დესკრიბირ მი ამორ პორ ტი) ''შენდამი ჩემს სიყვარულს სიტყვები ვერ აღწერს''. Eres mi todo (ერეს მი ტოდო) ''ჩემი ყველაფერი ხარ!'' nunca me dejes ir (ნუნკა მე დეხეს ირ) ''არასდროს გამიშვა''. ამის კითხვისას, ვინმეზე თუ დაფიქრდი, ის მართლა გიყვარს! - რა არის პოეზია? მკითხავ ლურჯი თვალების მოპყრობით; ¿Qué es poesía? ¿Y tú me lo preguntas? Poesía… eres tú. - რა არის პოეზია? მე მეკითხებით? პოეზია.. ეს შენ ხარ! გუსტავ ადოლფო ბექკერი. 157 4-ს მოსწონს
|