შოუბიზნესი როდის თხოვდება სოფო ნიჟარაძე 2012, 4 ივლისი, 20:19 სოფო ნიჟარაძე, ულამაზესი ქართველი მომღერალი, რომელიც მამაკაცების ყურადღების ცენტრშია ჯერ კიდევ გაუთხოვარია. A კლასის მომღერალი, ულამაზესი და უნიჭიერესი სოფო ნიჟარაძე, სექსუალური, ფაქიზი, გრაციოზული, ყველასგან განსხვავებული ასე წერდა მსოფლიო პრესა მაშინ, როცა სოფო ევროზიაზე გამოდიოდა. ბევრი საუბრობდა მასზე და ნიკო ბერიძეზე, რომელიც 2011 წლის ჯეოსტარის საუკეთესი მონაწილედ იყო მიჩნეული. როგორც სოფო ნიჟარაძემ თქვა პროექტში ნიკოს უჭერდა მხარს. ნიკო ბერიძე და სოფო ნიჟარაძე მიუზიკლ “ქეთო და კოტეს’’ დადგმისას დამეგობრდნენ. ხმაც გავარდა რომ ნიკომ ამის გამო დატოვა პროექტი. ჟურნალისტის შეკითხვაზე მისი და სოფო ნიჟარაძის რომანის შესახებ ნიკომ შემდეგი პასუხი გასცა: მე და სოფო მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე სათანადოდ დააფასეს, იმდენად, რომ ამერიკის ვიცე პრეზიდენტისთვის გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ამღერეს და უფრო მეტიც - ლამის პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურზე დააქორწინეს, მაგრამ ამ ყველაფერს გილაურმა დაუსვა წერტილი და ცოლი მოიყვანა. სოფო თავად აცხადებს, რომ მას ჰყავს საყვარელი ადამიანი, მაგრამ არ სურს ჟურნალისტებს წარუდგინოს ის, სოფო ხშირად ხვდება თავის შეყვარებულს ჟურნალისტებისგან ფარულ ადგილას. ჯერ გათხოვებას არ აპირებს და როცა გადაწყვეტს და გათხოვდება ყველა გაიგებს. 2349 9-ს მოსწონს 6-ს არა
|