სხვა 36 წლის ბორტგამცილებელმა ქალწულობა 250 000 ევროდ გაყიდა და აპირებს მომღერალი გახდეს 2018, 21 აგვისტო, 8:34 36 წლის სტიუარტმა ქალმა საკუთარი ქალწულობა გაყიდა უკვე კარგად ნაცნობ Cinderella Escorts-ის აუქციონზე.
გერმანელმა ახალგაზრდა ქალმა, რომლის სახელია მენდი, Cinderella Escorts.-ის შესახებ გაზეთის მეშვეობით გაიგო და გადაწყვიტა საიტზე განცხადება დაედო.ყველაზე დიდი თანხა 250 ათასი ევრო გადაიხადა ანონიმურმა ბიზნესმენმა, მენდის შეხვედრა ბიზნესმენთან სექტემბერში შედგება, იუწყება Daily Mail-ი. გოგონა დიდხანს ელოდა იმ დროს, როდესაც მის ცხოვრებაში ღირსეული მამაკაცი გამოჩნდებოდა, შემდეგ კარიერაზე გადაერთო და სრულიად მიივიწყა პირადი ცხოვრება; როგორც მენდი აცხადებს, ქალწულობა მისთვის ტვირთად იქცა, გოგონა გრძნობდა ზეწოლას საზოგადოებისგან ამ თავისებურების გამო, რომელიც ახლა ასე ღირებული გახდა. "ეს კაზინოსავითაა-აღნიშნა მენდიმ-უნდა იცოდე როდის გაჩერდე, შემეძლო კიდევ წლები გაგრძელებულიყო ეს მდგომარეობა და მეთქვა საკუთარი თავისთვის, ცოტაც მოიცადე და შეხვდები შესაფერის მამაკაცს" მენდი ფიქრობს, რომ საკმაოდ ხელსაყრელი გარიგება მოახდინა, როგორც თვითონ აღნიშნა, ბევრ მეგობარს შეშურდა მისი, მათაც ხომ შეეძლოთ საკმარისი ფული ეშოვნათ, ამასთანავე გერმანელი ქალი გარიგების შემდეგაც არ აპირებს შეწყვიტოს სიყვარულის ძებნა. " მეგობრებს შურთ ჩემი, მათ ხომ პირველი კავშირი ჰქონდა ბიჭებთან, რომლებმაც მალევე მიატოვეს, არა და სანაცვლოდ მათ შეეძლოთ ბლომად ფული ეშოვნათ, ყოველ შემთხვევაში არავის მივცემ უფლებას ჩემზე იჭორაოს, ჩემს სხეულს, როგორც მინდა ისე განვკარგავ" აღებული თანხის ნაწილს მენდი მუსიკალურ კარიერას მოახმარს, ის ხომ დამწყები მომღერალიცა, ნაწილს საკუთარ ოჯახის წევრებს მისცემს და არ დაივიწყებს იმათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება-ქველმოქმედებით დაკავდება. 875 6-ს მოსწონს
|