საზოგადოება მაიკო კაჭკაჭიშვილი:" წავშალე ჩემი ნანატრი საცურაო კოსტიუმები , ჩათში მეგონა კონცერტს მილოცავდნენ და დამხვდა ხამების ჯოგი..." 2018, 20 აგვისტო, 15:15
როგორც ცნობილია კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა გასული წლის თებერვალში კუჭის რეზექციის ოპერაცია გაიკეთა.შედეგები მართლაც შთაბეჭდავია: მუსიკოსმა ათ თვეში 60 კილოგრამზე მეტი დაიკლო.
კაჭკაჭიშვილმა "ფეისბუქზე"საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და ასეთი კომენტარი დაურთო: "საცურაო კოსტუმსაც მოვესწარი, აწი დევილაგებ გულზე ხელებს და დაგემშვიდობებით, მეტი რათა დარჩა" თუმცა მუსიკოსი იძულებული გახდა ფოტოები მალევე წაეშალა: "წავშალე ჩემი ნანატრი საცურაო კოსტიუმები) ჩათში მეგონა კონცერტს მილოცავდნენ და დამხვდა ხამების ჯოგი.... მოკლედ მე წავედი მშვიდობა ყველას"-წერს მაიკო სოციალურ ქსელში. მაიკო კაჭკაჭიშვილს შექმნილი აქვს ათეულობით პოპულარული ჰიტი, მის სიმღერებს ასრულებს მრავალი ცნობილი მომღერალი, მათ შორის არიან ლელა წურწუმია, ვერიკო ტურაშვილი, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ქრისტინე იმედაძე, ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი, თემო საჯაია, ანრი ჯოხაძე, დათუნა მგელაძე და მრავალი სხვა. 2344 8-ს მოსწონს 1-ს არა
|