პროზა ბრძნული ფრაზები ადამიანურ ურთიერთობებზე 2018, 21 აგვისტო, 22:25 ''დააფასე ის, ვინც მოვა იმ მომენტში, როცა შენ გიჭირს და არა მას.'' - კოელიო. ''ყველაზე მთავარს თვალებით ვერ დაინახავ, გარკვევით მხოლოდ გული ხედავს.'' - სენტ-ეკზიუპერი.
''არავის არ უნდა, უყვარდეს ჩვეულებრივი ადამიანი.'' - ჩეხოვი.
''ქალი, რომელშიც ღვთაებრივს ვერაფერს ხედავ, ბედნიერებას ვერ მოგანიჭებს.'' - მოლიერი.
''სიყვარული თუ შეგიძლია, სხვა არაფერი გჭირდება, ხოლო სიყვარული თუ არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ რა გაგაჩნია.'' - გოეთე. ''სიყვარული ადვილად ძლევს ქალის სიმტკიცეს.'' - მოლიერი. ''სამყაროსთვის შენ მხოლოდ ერთი ადამიანი ხარ, მაგრამ შეგიძლია, ერთი ადამიანისთვის მთელი სამყარო გახდე.'' - მარკესი. ''არავის უთხრა ხმამაღლა ის, რაც საკუთარი თავისთვის ჩუმად არ გითქვამს.'' - ბოკლი. ''თუ თქვენ მოსწონხართ ადამიანებს, ესე იგი, კარგი პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ თუ ისინი ვერ გიტანენ, უკეთესი ხართ.'' - მურინიო. ''ბრბოს უყვარს, ყველანაირი უბედურება ერთ კონკრეტულ ადამიანს დააბრალოს.'' - ტაციტუსი. ''აღემატები სხვებს, ნიშნავს, შურდეთ შენი.'' - კარნეგი ''ვინც სიძულვილს სიძულვილით არ პასუხობს, ის თავსაც გადაირჩენს და სხვასაც გადაარჩენს.'' - სტეინბეკი. ''შურიანს ეტყობა, რა უბედურიცაა.'' - მონტენი. ''ადამიანი, რომელიც იმაზე მეტად გიყვართ, ვიდრე იმსახურებს, აუცილებლად გატკენთ გულს'' - ჩესტერფილდი. ''სითბოს სიყვარულს სიცივე გვასწავლის.'' - ტოლსტოი. ''ორი ადამიანის შეხვედრა ორი ქიმიური ელემენტის კონტაქტს ჰგავს. თუ მოხდა ელემენტარული რეაქცია, ორივე ელემენტი იცვლება.'' - ფლობერი. ''მამაკაცთან ერთად თავს კარგად უნდა ვგრძნობდე, თორემ ცუდად ცხოვრებას თვითონაც შევძლებ.'' - მერლინ მონრო. ''როდესაც ცხოვრებაში შენიანს შეხვდები, მიხვდები, რატომ ვერ უგებდი სხვას.'' - ნიცშე. ''ბედნიერი თუ ხარ, უნდა დამალო, სხვა შემთხვევაში ხალხი არ შეგარჩენს.'' - საადი. ''სწორედ ტკივილთან დიალოგში იძენს მრავალი ლამაზი საგანი თუ მოვლენა ღირებულებას.'' - ბოტონი. ''არ უნდა გვეშინოდეს იმ ადამიანების, ვისაც არ ვუყვარვართ. უნდა გვეშინოდეს მათი, ვინც თავს გვაჩვენებს, თითქოს ვუყვარვართ.'' - ვოლტერი. ''მეგობრობა ბრილიანტს ჰგავს. იშვიათია, ძვირი ღირს და ბევრია ყალბი.'' - ვოლტერი. ''ყოველთვის თქვით სათქმელი ბოლომდე, თორემ თქვენი გაუბედაობის გამო, ერთ დღესაც თავზე დაგაჯდებიან.'' - ვოლტერი. ''ღირსებას ვერც ვერავინ წაგართმევთ და ვერც ვერავინ მოგცემთ.'' - სკოტი. ''სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის.'' - ბიორნე. ''ცრემლები - ეს არ არის სისუსტის ნიშანი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანს აქვს სული.'' - მოემი. ''სხეულით თუ დაეცი, წამოგაყენებენ; სულით თუ დაეცი, გაგანადგურებენ.'' - როლანი. ''ვისაც დიდი სიყვარული შეუძლია, იმან დარდიც დიდი იცის.'' - დოსტოევსკი. ''არავინ დგამს პირველ ნაბიჯს, იმიტომ რომ ყველა ფიქრობს, იგივეთი არ უპასუხებენ.'' - დოსტოევსკი. ''ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრებაში, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისთვის, იყო ეს ეპიზოდური თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ერთი ადამიანიც კი არ ხვდება მეორეს ცხოვრებაში შემთხვევით. მადლობა გადაუხადეთ ზოგს ზღაპრებისთვის, ზოგს კი – ბიძგისთვის.'' - დოჩანაშვილი. ''შენიანი არაა ის ადამიანი, ვინც შენთან ერთად კარგად გრძნობს თავს, არამედ ის, ვინც შენ გარეშე ცუდად არის.'' - რემარკი. ''ბედნიერებაა, როდესაც შენი ესმით; დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენ უყვარხარ; ხოლო ნამდვილი ბედნიერებაა, როდესაც შენ გიყვარს.'' - ჰიპოკრატე. ''იდეალური ადამიანები არ არსებობენ, უბრალოდ, იპოვეთ ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ და დაკმაყოფილდით.'' - ჩესტერფილდი. ''თუ სიყვარული საკმარისად ძლიერია, ლოდინი ბედნიერებად იქცევა ხოლმე.'' - ბოვუარი. ''ქალებთან ურთიერთობისას ყველაზე ჭკვიანი მამაკაციც კი უფრო ჭკვიანი ხდება.'' - ტუხოლსკი. ''ნამდვილი სიყვარული იქ იწყება, სადაც სამაგიეროს არ ითხოვენ.'' - საფო.''ბედნიერი დროა, როცა ნება გეძლევა ილაპარაკო ის, რასაც განიცდი.'' - ტაციტი. ''ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომლის შემდეგაც სხვანაირი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა, ის დიდ ბედნიერებას მოგიტანს თუ დიდ ტკივილს, მაგრამ ისეთი, როგორიც იყავი, ვეღარასდროს იქნები!'' - სტენდალი. ''ყველაზე დაუცველი მაშინ ვართ, როდესაც გვიყვარს.'' - ფროიდი.''ეცადე აირჩიო ის, ვინც შენ გირჩევს.'' - ესქილე. ''ჩვევაა ყველაფერი, სიყვარულიც კი.'' - ვოვენარგი. ''საკუთარი სიყვარულის სრულად გადმოცემა შეუძლია მას, ვისაც სუსტად უყვარს.'' - პეტრარკა. ''თუ დუმილით გიპასუხეს, არ ნიშნავს, რომ პასუხი გაგცეს.'' - სოკრატე. ''დუმილი და ღიმილი - ორი უძლიერესი იარაღია. ღიმილი არის მრავალი პრობლემის გადაჭრის საშუალება, ხოლო დუმილი - მათი თავიდან აცილების.'' - სკორსეზე. ''მარტოობას დადებითი ის აქვს, რომ თავისუფლებით გავსებს.'' - პოუპი. ''სიკვდილზე მხოლოდ იმდენი უნდა იფიქრო, რომ სიცოცხლე არარაობად არ მოგეჩვენოს.'' - აზადი. ''თუ რამე გტკივა, გაჩუმდი, თორემ პირდაპირ იქ ჩაგარტყამენ.'' - ცვეტაევა.''ხანდახან უნდა გაიქცე, რომ დაინახო, ვინ გამოგყვება. ხანდახან არასწორად უნდა მოიქცე, რომ გაიგო, ვინ არის შენ გვერდით, როცა ყველაფერი თავზე გენგრევა.'' - კოელიო. ''ტკივილი, რომელსაც დღეს გრძნობ, გარდაიქმნება ძალად, რომელსაც ხვალ იგრძნობ.'' - ჰიუგო. ''მარტოობა შენ გარშემო მყოფთა არარსებობით კი არ გამოიხატება, არამედ შენი შეხედულებების გამგები ადამიანების არარსებობაში.'' - იუნგი.''როცა შენი ცხოვრება სხვების შეხედულებებია, მკვდარი ხარ.'' - სლიმ ელუ ''ბოროტ ენაზე მჭრელი მახვილი არ არსებობს.'' - შილერი. ''არცერთი ადამიანი არ არის ისეთი კარგი, როგორც თავად ჰგონია და არც ისეთი ცუდი, როგორიც მისი მოწინააღმდეგეები ფიქრობენ.'' - დიდრო. ''ადამიანებში ეძებე მხოლოდ კარგი, ცუდს ისინი თვითონ გაჩვენებენ.'' - სტეინბეკი.''გიჟად მაშინ გთვლიან, როცა აკეთებ იმას, რის გასაკეთებლადაც მათ გამბედაობა არ ჰყოფნით.'' - ტოლსტოი. ''სჯობს ერთხელ გააბრაზო, ვიდრე მუდმივად ითმენდე წყენას.'' - მონტენი. ''იქ, სადაც საიდუმლოა, ახლოს არის ტყუილიც.'' - მერიმე. ''როდესაც ადამიანს ჩუქნი ნდობას, ეს ნიშნავს, რომ ხელში აძლევ დანას, რომლითაც შეუძლია, დაგიცვას ან გაგანადგუროს.'' - კორნელი. ''ნუ გააჩერებ, ვინც შენგან მიდის, თორემ ის აღარ მოვა, ვინც შენკენ მოილტვის.'' - რემარკი. ''არ არსებობს ურთიერთობები კამათისა და წყენის გარეშე. ძლიერი ადამიანები კამათობენ და ბრაზდებიან, მაგრამ ადგილზე რჩებიან. სუსტები შემცვლელს ეძებენ.'' - ლემი. ''ზოგჯერ გაჩუმება სჯობს, რომ მოგისმინონ და ზოგჯერ წასვლა, რომ დაგინახონ.'' - მარტინ ლუთერ კინგი. ''ქალის თვალში ჭკვიანია ის, ვინც მის გამო ჭკუას ჰკარგავს.'' - დომილი.''თუ შენი დაკარგვით არაფერს ვკარგავ, დაკარგვამდეც დაკარგული ყოფილხარ.'' - იოსელიანი. ''უმჯობესია, გიყვარდეს და დაკარგო სიყვარული, ვიდრე არასოდეს გიყვარდეს.'' - მაირანაი. ''მარტოობაზე ცუდი საზოგადოება არ არსებობს.'' - შანელი. ''როდესაც გიღალატებენ, ეს ხელების მომტვრების ტოლფასია. პატიება შესაძლებელია, თუმცა ჩახუტება – უკვე შეუძლებელი.'' - ტოლსტოი.''რაც უფრო მეტს ანახვებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, მით უფრო მეტად გაგიმეტებს.'' - იოსელიანი. ''ქალი შეიძლება, არ გიყვარდეს, მაგრამ მასთან მშვიდად იცხოვრო. მაგრამ შეუძლებელია, მშვიდად იცხოვრო, თუ გიყვარს.'' - მოლერი. ''თუკი რაიმე არ მოგწონთ თქვენს ქალბატონში, სავარაუდოდ, მას აკლია ბედნიერება. დამიჯერეთ, ბედნიერი ქალი არ შეიძლება, არ მოგწონდეთ.'' - მოპასანი.''ადამიანისთვის ვნება უცხო არ უნდა იყოს, მაგრამ მისი მართვის უნარიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს.'' - ვოვენარგი. ''ნუ ელოდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სიძნელეები არ გამოილევა. შენ ისწავლე, როგორ იყო ბედნიერი დღეს.'' - ბეკონი. ''ერთი ადამიანი მაინც თუ გისურვებს ძილი ნებისას, ესე იგი, შენ ძალიან ბევრ ადამიანზე ბედნიერი ხარ.'' - ბეკონი ''სულის სიღრმეში არავინ ჩაახედო და ფსკერს ვერავინ აგიმღვრევს.'' - შაფი.''კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის.'' - ოლკოტი. ''სადაც იმედია, იქ შიშია. შიში ყოველთვის სავსეა იმედით და იმედი - შიშით.'' - ლაროშფუკო. ''საყვედურის მშვიდად მოსმენა იმის თვისებაა, ვინც ღირსი ყოფილა ხშირი ქებისა.'' - პლინიუსი. ''რომ მიუტევო, უნდა გიყვარდეს ან გეშინოდეს.'' - დიდრო. ''ზოგს ჰგონია, სხვაგან თუ გადაბარგდება, ბედნიერი იქნება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი თან გაჰყვა.'' - დიდრო.''თუ ადამიანი მოგწონს ისეთი, როგორიც არის, ესე იგი, გიყვარს, ხოლო თუ ცდილობ, კარდინარულად შეცვალო, ესე იგი, მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარს.'' - ავრელუსი. ''თუ გინდა, რომ სიყვარულს სძლიო, გაექეცი.'' - ნაპოლეონი. ''ადამიანები კი არ იცვლებიან, არამედ შენ დროთა განმავლობაში უფრო ღრმად ეცნობი მათ.'' - დალაი ლიმა. ''სიყვარულს ტკივილი არ მოაქვს, ტკივილი მოაქვთ მათ, ვინც სიყვარული არ იცის.'' - შოპენჰაუერი.''ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს, მთავარი ისაა რომელი დაასწრებს.'' - რემარკი. ''შეიძლება, აიძულო გრძნობა – გაჩუმდეს, მაგრამ შეუძლებელია, დაუწესო საზღვრები.'' - ნეკერი. ''ჩვენ გავთავისუფლდებით გარე ჩაგვრისგან, როდესაც გავთავისუფლდებით შინაგანი მონობისგან.'' - ეზოპე. ''ცხოვრება ისაა, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა.'' - ამირეჯიბი.''სიცოცხლის სანაცვლოდ, ცხოვრების აზრის დაკარგვა, დანაშაულია.'' - მამარდაშვილი. ''გული თუ გატყდა, შესაძლებელიც აღარ სჯერა!'' - აკაკი. ''თუ შენი უბედურება მხოლოდ შენი ბრალია, ძნელად თუ გაბედნიერდები.'' - ბოკაჩო. ''შენ ეძებ ცხოვრების არსს, მაგრამ ერთადერთი აზრი ისაა, რომ ვერაფერი გაიგო.'' - რემარკი. 1732 2-ს მოსწონს
|