x
image
_K_
მალაიზიელმა პრინცესამ საკუთარი დაბადების დღე სანაპიროს დასუფთავებით აღნიშნა
დაბადების დღე სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულ რამეს ნიშნავს. ზოგს ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს, ზოგი კი თვითონ იჩენს ყურადღებას სამყაროს მიმართ. სტატიაში მალაიზიელ პრინცესას გაგაცნობთ, რომელმაც პატარა საქმის გაკეთებით მთელი ქვეყანა და შეიძლება, მსოფლიოც შთააგონა.


გაიცანით ტუნკუ პუტერი ინტან საფინაზი, კედარის, მალაიზიის პრინცესა. 2018 წლის 22 ივლისს მას 52 წელი შეუსრულდა.

image

24 ივლისს მის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც პრინცესაას ყოველდღიური ტანსაცმელი აცვია, სანაპიროზე ნაგავს აგროვებს და სპეციალურ პარკებში ყრის.



ის მთელი დღე ლანგკავის სანაპიროზე იმყოფებოდა თავის გუნდთან ერთად. სამუშაოს შედეგი კი ნამდვილად შთამბეჭდავია და ამად ღირდა!

image

ფოტოების სათაური ასეთია: "უთხარით არა პლასტმასს. კიდევ ერთი დაბადების დღის სურვილი შესრულებულია". მისმა პოსტმა ინსტაგრამზე 2000-ზე მეტი მოწონება და 100-ზე მეტი კომენტარი დააგროვა.


პრინცესა იმედოვნებს, რომ როგორც ლანგკავის, ასევე მთელი მალაიზიას მოსახლეობას გაუჩნდება მოტივაცია, შეამციროს ნაგვის რაოდენობა და დაბინძურება მსოფლიოში.

image

image

ტუნკუს საქციელი ნიშნავს, რომ პრინცესად ყოფნა ყოველთვის სასახლეში ჯდომას, განკარგულებების გაცემასა და ელეგანტური კაბების ტარებას არ გულისხმობს.

თუ დედამიწის დახმარება თქვენც გსურთ, მიბაძეთ პრინცესის მაგალითს და ვერაფერი შეგაჩერებთ!

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შეცვალა ანა კოულმანმა I მსოფლიო ომში დასახიჩრებული მამაკაცების ცხოვრება

image


2. ქალმა ნარკოდამოკიდებული ბავშვობის მეგობარი იპოვა ქუჩაში და ისე შეცვალა, რომ ვეღარ იცნობთ

image


3. ადამიანი, რომელიც აფთრებთან ერთად ცხოვრობს

image


0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0