x
image
ლურჯი თოლია
რა ვაჩუქო? 10 პრაქტიკული და საკმაოდ იაფი საჩუქარი, რომელიც ყველას გაახარებს

image

1.ფოფსოქეთი, ანუ ტელეფონის დამჭერი, რომელიც ტელეფონის ნებისმიერ მდგომარეობაში დასადებად, ხელში კომფორტულად და უსაფრთხოდ დასაჭერად და ტელეფონის დავარდნისგან თავის ასაცილებლადაა გამოსადეგი. ფოფსოქეთი მარტივად ეკვრის ტელეფონს ან მის ქეისს და არა არის საზიანო.

2. მეგობრისთვის, რომელსაც სათვალეები უყვარს მოდური და ძალიან დახვეწილი სათვალის ჩუქება იდეალურია. გოგონასა და არა მარტო მის გასახარებლად არჩევანი ფართოა - სხვადასხვა ფერი, დახვეწილი ფორმები..

3. თანამედროვეობის ტენდენციად ფერადი წინდები იქცა, რომლებზედაც სხვადასხვა პერსონაჟი ან უბრალოდ ცნობილი მხატვრის ნახატია გამოსახული. წინდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ატრიბუტია გარეგნობაში, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შეარჩიეთ მისთვის მოსაწონი წინდები ზედმეტი ხარჯის გარეშე.

4. ტელეფონის დამჭერი - როგორც მანქანისათვის ასევე ველოსიპედისათვისაც შეიძლება აჩუქოთ. კის მგზავრიბას უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს ხდის.

5. დღესდეობით უკაბელო დამტენი ძალიან პრაქტიკული და საჭირო ნივთია.

6. თუ თქვენს მეგობარს ისეთი სამსახური აქვს, რომ ხშირად უწევს ზარების მიღება - ბლუთუზ ყურსასმენები ძალიან პრაქტიკული არჩევანია. მან ცხოვრება საგრძნობლად გამიმარტივა.

7. თუ ელემენტი „ხელშე გაკვდებათ“, გამოსავალი არსებობს. ამ დროს პორტატულ დამტენს, იგივე „ფოვერბანკს“ ვერაფერი შეცვლის.

8. სელფის ჯოხი მეტად პრაქტიკული აქსესუარია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, წვალების გარეშე გადაიღოთ სურათი.

9. სმარტ საათი თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც სმარტფონთან ერთად ან მის გარეშე ასრულებს მთელ რიგ ფუნქციებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სმარტ საათები ახდენენ სმარტფონების შესაძლებლობების დუბლირებას. სმარტ საათებშიც, ისევე, როგორც სმარტფონებში, არსებობს სხვადასხვა საფასო კატეგორია - როგორც ულტრაბიუჯეტური, ისე უმაღლესი კლასის ძვირადღირებული მოდელები. შესაბამისად, იგი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.

10. საჩუქრების ჩამოთვლა ჰოვერბორდით უნდა დავასრულო, რადგან ბევრისთვის საყვარელი ინოვაციაა. ჰოვერბორდი უსაფრთხოა, მისთვის ალღოს აღებას მხოლოდ ცოტა ვარჯიში სჭირდება. დღეს ჰოვერბორდი განსაკუთრებით აქტუალური, ძალიან სასიამოვნო და სახალისოა.

0
187
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0