x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუტინის ყოფილი ცოლის უძრავ ქონებას ყადაღა დაადეს
imageმოსკოვის სასამართლომ ყადაღა დაადო ქონებას, რომლის მფლობელიც რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ ცოლს ლუდმილა პუტინას მიეკუთვნება.




სასამართლო ედავება გადასახადს 320 000 რუბლს კომპანია "ИнтерьерСервис"-ს, საშემოსავლოს გადაუხდელობის გამო დაყადაღებულია 425, 8 კვ. მეტრი ფართი "ხრუშჩოვკაში" ჰაშეკის ქუჩაზე, რომელიც ლუდმილა პუტინას საკუთრებაა.



რუსეთის რეესტრის მონაცემებით 2006 წელს მოსკოვის მერიამ "ИнтерьерСервис" გადასცა 425, 8 კვ.ფართი ჰაშეკის ქუჩაზე, გარიგების პირობები უცნობია, თუმცა უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 100 მილიონი მანეთია(დაახლოებით 1, 4 მლნ$).



ქონება მართალია საშემოსავლოს გადაუხდელობის გამო დაყადაღებულია, თუმცა ერთი თვის წინ მასზე გაჩნდა წარწერა, რომ უძრავი ქონება იყიდება, მითითებული იყო ფასიც:85–106 მლნ.მანეთი, მოგვიანებით ობიექტი გაყიდვიდან მოხსნეს, "დოკუმენტებთან სირთულეების" გამო.




სულ ახლახან კი ფართის ნაწილი 266, 4 კვ.მ. იჯარით გადაეცა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარების ცენტრს, vip-აბონენტებისთვის სამედიცინო მოსახურეობის წლიური გადასახადი 238 000 რუბლია, უძრავი ქონების სააგენტოს მონაცემებით, ქალაქის ამ ნაწილში უძრავმა ქონების გაქირავება, ლუდმილა პუტინას თვიურად საშუალოდ 500–700 ათასამდე რუბლს მოუტანს.



შეგახსენებთ, ვლადიმერ და ლუდმილა პუტინა ოფიციალურად ერთმანეთს 2013 წელს დაშორდნენ, ლუდმილა პუტინა მეორედ 2016 წელს გათხოვდა საგამომცემლო სახლის «Литературная учёба» მფლობელზე არტურ ოჩერეტნიზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსია.





0
608
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0