სხვა საშინელი ტრაგედია იტალიაში - გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 2018, 14 აგვისტო, 22:26 საშინელი ტრაგედია მოხდა დღეს იტალიის ქალაქ გენუაში - მეხის დარტყმის შედეგად ჩაინგრა ესტაკადის ნაწილი, რომელზეც საავტომობილო მაგისტრალი А10 გადიოდა. არიან დაღუპულები.როგორც კადრებიდან ჩანს, შემთხვევა საპორტო ქალაქ გენუასთან ახლოს მოხდა, სადაც ჩაინგრა ხიდის 100-მეტრიანი მონაკვეთი. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი. სააგენტო ANSA წერს, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლილია ათობით მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხიდი უკვე კარგა ხანია, ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბევრ სათანადო სტრუქტურასა და სამინისტროს მიუძღვის ბრალი ამ დანაშაულებრივ უგულისყურობაში. მისი ჩამონგრევის მიზეზი არასწორი გათვლებიც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ავარია მეხის დაცემამ გამოიწვია. კონსტრუქცია აგებული იქნა 1962 წელს, ხოლო მისი რეკონსტრუქცია 2016 წელს განხორციელდა. თავს უფლებას ვაძლევ და ინტერმედიის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მთელი იტალიის ტრაგედიას. 56 4-ს მოსწონს
|