სხვა ამერიკელი ცოლთან ჩხუბის შემდეგ დაჯდა თვითმფრინავზე და საკუთარ სახლს შეასკდა 2018, 14 აგვისტო, 14:06 ამერიკელი 47 წლის მამაკაცი ქალაქ პეისონიდან(შტატი იუტა)მსუბუქი თვითმფრინავი Cessna 525-ით შეასკდა საკუთარ სახლს. ამ დროს სახლში მისი ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ, იუწყება Usa today
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ცოლ-შვილი გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სახლი სერიოზულად დაზიანდა და ამის გარდა გაჩნდა ხანძარიც.
როგორც სამართალდამცველები იუწყებიან, 47 წლის დუეინ იუდი გამოცდილი პილოტი იყო, იგი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ცოლს ეჩხუბა, რა დროსაც მოწმეებმა პოლიციას გამოუძახეს, იგი დააკავეს, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ მამაკაცი გაემართა ფორკ-სპრიგვილის აეროპორტში, დაჯდა თვითმფრინავზე და საკუთარი სახლისკენ მიმართა. შეგახსენებთ, ანალოგიური ფაქტი მოხდა საბჭოთა კავშირში 1976 წლის 26 სექტემბერს, სამოქალაქო ავიაციის 23 წლის პილოტმა, ვლადიმერ სერკოვმა ნოვისიბირსკის აეროდრომიდან გაიტაცა თვითმფრინავი Ан-2 და შურისძიების მიზნით ხუთსართულიან კორპუსს შეასკდა, სერკოვის მიზანი იყო, დაჯახებოდა მესამე სართულზე მდებარე ბინას, რომელშიც მისი ყოფილი ცოლი მშობლებთან და ორი წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა.(თუმცა ცოლ-შვილი იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა). 133 6-ს მოსწონს
|