x
image
თამილა გურაშვილი
"...გენოციდური მანქანა ..ანადგურებს ძველ თაობებს და მოჰყავს ახალი, ანტიქართული თაობები

image
" ჩვენ ახალგაზრდობას წარმოდგენა არ აქვს საქართველოს წარსულზე, რეალურ აწმყოზე და მითუმეტეს მომავალზე. მათი ცოდნა მეტწილად უცხოურ სპეცსამსახურებში დამუშავებულ განათლების სისტემაზეა დამყარებული. ეს სისტემა კი არც მეტი, არც ნაკლები საქართველოს განათლების სისტემაა, საიდანაც სრულებით ამოღებულია ის სწავლება, რომელიც წყალივით აუცილებელია ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის. ქვეყანაში მოქმედებს დროის გაყვანის ფარული გეგმა, რომელიც ძველი თაობების წასვლის და ახალი, ქართული ფასეულობებისადმი ინდეფერენტული თაობების ასპარეზზე მოსაყვანადაა მოფიქრებული. დღევანდელი ქართველები ჩართული არიან ნეოლიბერალურ აფსურდულ იდეოლოგიაში. ეს “იდეოლოგია“ კი აგებულია ისეთი ხარისხის სოციალურ ფონზე, რომ ქართველებს აღარავითარი დრო და რესურსი აღარ დარჩეთ მომავალი თაობების სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბებისთვის. ამ ანტიქართულ პროცესს აჩქარებს კანონით გათვალისწინებული და უხვად დაფინანსებული ისლამიზაცია-- სინგაპურიზაციის პროცესი, რომლის წინააღმდეგაც პროტესტის გამომთქმელთა ასაკი წარმავალ თაობებს განეკუთვნება. ახალგაზრდობა კი ამ პროტესტში საერთოდ არ მონაწილეობს. სრულებით დარღვეულია თაობათა კავშირი, რომელიც დიდი ეროვნული პროტესტის შესაქმნელად წყალივითაა საჭირო. ეს გათიშულობა კი განათლების სისტემის ნეოლიბერალურ საფუძვლებს ემყარება...
სახეზეა დახვეწილი მეთოდებით შემუშავებული ქართველების გენოციდი, რომლის ხერხემალიც დღევანდელი განათლების ანტისახელმწიფოებრივი სისტემაა...
ასეთ სისტემასთან ომი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ერს აღმოაჩნდება ფინანსური რესურსი, ალტერნატიული, ანუ ქართული განათლება-კულტურის სისტემის შესაქმნელად. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ქართული კაპიტალი თვითგადარჩენის ამ ალტერნატიულ საგანმანათლებლო სისტემაზე არ მუშაობს.... რეალურად არც საქართველოში და არც ემიგრაციაში ქართველები ქართული სახელმწიფოს მომავალზე არ ზრუნავენ. გენოციდური მანქანა კი ჩართულია, რომელიც დროსთან ერთად ანადგურებს ძველ თაობებს და მოჰყავს ახალი, ანტიქართული თაობები..."
გურამ ქართველიშვილი

2
249
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
249
  
2018, 12 აგვისტო, 22:52
ქართველიშვილს რუსული სისხლი გადაუსხეს? როგორც მახსოვს ნორმალურად აზროვნებდა, ეხლა კი შოვინიტსი და ქსენოფობი გამხდარა.
2018, 12 აგვისტო, 11:04
რა სიმართლეა! მართლაცდა სადაა სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით გულანთებული თაობა? ვინ იცის ჩვენი ჩვენი მდიდარი და სევდა - ტკივილით სავსე ისტორია? ახლანდელ თაობებში, მათ შორის ჩემი შვილების აზროვნებაშიც, ეს ძველმოდური გადმონაშთია, რაზეც მხოლოდ ირონიით შეიძლება გაიცინო! აი ასე, ნაბიჯ - ნაბიჯ, მეთოდურად და სრულიად შეგნებულად გამოაცარიელეს ჩვენი შვილების სული და გონება! ...და ეს ყველაფერი სწორედ ამ მახინჯმა გაანათლების სისტემამ და უცხოეთის მოთხოვნისა თუ ბრძანების უყოყმანო შესრულებამ ქნა. დრო მოვა და ამაზე მწარედ მოგვეკითხება,განსაკუთრებით კი მათ, ვინც შეგნებულად, ანგარებით, ქვეყნისადმი მტრობით სპობს და ანადგურებს ყველაფერს წმინდას, რაც ჩვენშია!
0 1 2