x
image
თამილა გურაშვილი
კომეტა "დაუჯერებელი ჰალკი" დედამიწას საფრთხეს აღარ უქმნის
image
კომეტა "ჰალკი" პირველად აღმოაჩინეს 2017 წლის 23 სექტემბერს. შემდგომში ასტრონომებმა შენიშეს, რომ 2018 წლის 2 ივლისს კომეტის სიკაშკაშე გაიზარდა 16-ჯერ. კომეტის ბირთვი გარშემორტყმული იყო გიგანტური გაზის ღრუბლით. მისი დიამეტრი დაახლოებით 260 000 კმ-ია, დაახლოებით იუპიტერზე ორჯერ დიდი, მწვანე ფერის გამო მას ასტრონომებმა "დაუჯერებელი ჰალკი" შეარქვეს.

მკვლევარების გათვლებით, კომეტას უნდა გაევლო მერკურის ორბიტა და მერე უკან წასულიყო მზის სისტემის პერიფერიაზე.

კომეტარული მეტეორიტების მკვლევარი ევგენი დიმიტრიევი ამტკიცებდა, რომ სასიკვდილო საფრთხე კომეტამ პირდაპირი შეჯახების გარეშეც შეიძლება შეუქმნას კაცობრიობას.

დედამიწის სიახლოვეს ჩავლისას, რომელიც 7 აგვისტოს უნდა მომხდარიყო, კომეტის გაზის მტვერს შეიძლება გამოეწვია მძლავრი ელექტრომაგნიტური პულსის გაჩენა. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამას შეიძლება გამოეწვია კატასტროფული შედეგი მთელი ცივილიზაციისთვის.


თუმცა, კერძო ობსერვატორიის ხელმძღვანელმა, სტანისლავ კოროტკმა განაცხადა, რომ კომეტა აღარ უქმნის საფრთხეს დედამიწას, რადგან ის აღარ არსებობს. 15 ივლისს მოხდა "წარმოუდგენელი ჰალკის " ბირთვის აფეთქება, როდესაც კომეტა მიუახლოვდა მზეს, დაახლოებით იმ მანძილზე, რა მანძილითაც არის დაშორებულია დედამიწა მზიდან.

ასტრონომებმა შეამჩნიეს ძლიერი ნათების კვალი, რომელიც სწრაფად გაქრა. მზის რადიაციის გავლენის ქვეშ ყინულის ბირთვი აფეთქდა. კომეტის ნაშთები კი გარე სამყაროში მიმოიფანტა. ასე რომ, კომეტა "დაუჯერებელი ჰალკი" კაცობრიობას საფრთხეს აღარ უქმნის.image

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0