x
image
- ლანა -
ზუჰაირ მურადის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

ლიბანელი დიზაინერი ზუჰაირ მურადი მოდის მიმდევრების გულს 2001 წლიდან იპყრობს. მის ულამაზეს კაბებს რა ხანია შოუბიზნესის ვარსკვლავები ირგებენ. მურადი 10 წლიდან ხატავს კაბის მოდელებს. მისი შთაგონების წყარო კრისტიან დიორი, შიაპარელი, ბალმანი და ბალენსიაგა გახლდათ. მურადის პირველი კლიენტი დის მეგობარი იყო, რომელმაც მას ნიშნობისთვის კაბის დიზაინის შექმნა სთხოვა. გოგონა მეტად კმაყოფილი დარჩა. ამ წარმატებამ ზუჰაირის წინსვლას შეუწყო ხელი. სწავლის დასრულების შემდეგ მურადმა ბეირუთი დატოვა და პარიზის ინსტიტუტში სწავლებით მიიღო მოდის დიზაინერის წოდება. Zuhair Murad-ის დებიუტი 1999 წელს, რომში შედგა და დღეს ამ ადამიანის სახელი მთელმა მსოფლიომ იცის! მოდელები თავმომწონედ ლივლივებენ განსაცვიფრებელ კაბებში. დიზაინერი აცხადებს, რომ კოლექციაზე მუშაობისას ყველა პრობლემა ავიწყდება. მისი მიზანია შექმნას ქალის გლობარული იმიჯი - ლამაზი და გლამურული.

imageმურადის ჰობი მოგზაურობა და სხვადასხვა ხალხის კულტურის გაცნობაა. მოგზაურობისას ის ცდილობს ეწვიოს მუზეუმებს, გალერეას, შეისწავლოს ქვეყნების ჩვეულებები და ისტორია, დააკვირდეს ადგილობრივი ხალხის სტილს - ეს მის ფანტაზიას გასაქანს აძლევს. ის ყოველწლიურად 14 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მურადის დიზაინით შექმნილი საქორწილო კაბები ჩვეულებრივ $15, 000-20, 000 ღირს. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი ამჟამად მარტოა (47 წლის ასაკში). მისი 11-სართულიანი მოდის სახლი ბეირუთშია.

გთა­ვა­ზობთ დი­ზა­ი­ნე­რის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის შთმაბეჭდავ კო­ლექ­ცი­ას (შთაგონებული ადგილობრივი ამერიკელების კულტურით). ჩვენება პარიზში, მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. ქსოვილის ფაქტურაზე იკითხება ინდიელთა ხელოვნება, ტრადიციული პიქტოგრამები, ნაქარგები. კაბები მორთულია მარგალიტებით, ფოჩებით, სარტყელით, ფენა-ფენა ნაჭრით, თამამი V- ფორმის ჭრილით.. საღამოს კაბების გარდა, მურადმა ტუნიკები, ლაბადა, შარვალი-სიგარეტიც შემოგვთავაზა. ყველაფერი მაღალ სტანდარტში ♡

საამაყოა, რომ პოდიუმზე თაკო ნაცვლიშვილი წელსაც წარსდგა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageმოდელებს სიმბოლურად თმაში ბუმბული ჰქონდათ დამაგრებული.
image
აბა, რამდენმა კაბამ დააკმაყოფილა თქვენი გემოვნება? :*

0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0