x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დედიკოს ბიჭი და მამიკოს გოგო"-ფსიქოლოგების დასკვნა

image

დამტკიცდა, რომ მტკიცე კავშირი საპირისპირო სქესის მშობელთან სასიკეთოდ მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე.


ბავშვები, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან მშობლებთან, ყველაზე ნაკლებად აღენიშნებათ ფსიქოლოგიური გადახრები, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები ორგანიზაცია Marriage Foundation-დან.

შედეგები ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოიკვლიეს 11 ათასი ოჯახის მონაცემები, გაირკვა, რომ ბიჭები მოზარდ ასაკში, რომლებიც მიკედლებულები არიან დედებს და ანალოგიურად - გოგონები მამებს, 40-45%-ით ნაკლებად აღენიშნებათ ფსიქოლოგიური პრობლემები და მათ გაცილებით უკეთესი ურთიერთობა აქვთ თანატოლებთან.



ამის გარდა, ბიჭებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ დედ-მამა ცხოვრობდეს ერთად, ხოლო გოგონებისთვის ის, რომ მშობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან.


კვლევამ ისიც დაამტკიცა, რომ ბავშვის კარგი ურთიერთობა საპირისპირო სქესის მშობელთან სასიკეთოდ მოქმედებს მის თვითშეფასებაზე.

0
151
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0