საბუნებისმეტყველო ქალს შეუძლია მანქანის მართვის დროს საუბარი, კაცს – არა! 2018, 6 აგვისტო, 19:09 დანიელმა მეცნიერმა ბერტ პაკენბერგმა დაადგინა, რომ მამაკაცის ტვინში 4 მილიონით მეტი უჯრედია, ვიდრე ქალის ტვინში, მაგრამ ტესტების მიხედვით, ქალებს 3% უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე კაცებს. მამაკაცის ტვინი სპეციალიზირებული და დაყოფილია ცალკეულ განყოფილებებად. იმის გამო, რომ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის კავშირი დიდი არ არის, მამაკაცს შეუძლია, ხარისხიანად, მხოლოდ ერთი რამის კეთება და მასზე სრულად კონცენტრირება. მაგ., მეომარი კარგად ერკვევა საბრძოლო ტაქტიკაში, მონადირე ნადირობაში და ა. შ. ხოლო დიასახლისს შეუძლია დაალაგოს, სადილი მოამზადოს, რამე გამოაცხოს, ბავშვებს მიხედოს, თუ საჭიროა, ავადმყოფს მოუაროს, ქსოვოს ან კეროს. და თუ ქალი მუშაობს, მის ამ საქმიანობას სახლის საქმეებიც ემატება. დამატებითი კავშირების გამო, ქალს შეუძლია მანქანის მართვასთან ერთად ისაუბროს და ეს არანაირად არ იმოქმედებს მანქანის მართვაზე, ხოლო მამაკაცი მსგავს სიტუაციაში, დუმილს ამჯობინებს. ის მთლიანად მანქანის მართვაზე არის კონცენტრირებული. გარდა ამისა, განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის, სხვა ასპექტებშიც, ფუნდამენტალურია: მეტყველებამამაკაცს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში აქვს ცენტრი, რომელიც მეტყველებაზე არის პასუხისმგებელი, და თუ ის ტვინის ამ ნახევარსფეროს ტრამვას მიიღებს, ლაპარაკს ვეღარ შეძლებს. ქალის შემთხვევაში, მეტყველებაზე პასუხისმგებლობა ორ ცენტრს აკისრია: უფრო მეტი – მარცხენა ნახევარსფეროს, ნაკლები – მარჯვენას. ქალი რომ დადუმდეს, თავის ტვინის სერიოზული ტრამვა უნდა მიიღოს. ქალს შეუძლია დღეში 8 000 სიტყვა თქვას, 3 000 ბგერა და 10 000-მდე არავერბალური სიგნალი გამოსცეს. მამაკაცი დღეში 4 000 სიტყვას ამბობს, გამოსცემს 2 000 ბგერას და აკეთებს 3 000-მდე ჟესტს. სივრცეში ორიენტირებაქალების უმრავლესობის სუსტი მხარე – სივრცეში ორიენტირება არის. ტროტუარის ახლოს, მის პარალელურად მანქანის პარკირება კაცების 82% შეუძლია, ამასთან, 71%-ს პირველსავე ცდაზე. ქალები ასეთი მაჩვენებლებით ვერ დაიკვეხნიან – მხოლოდ 22% შეუძლია მანქანის ტროტუართან პარკირება და ისიც, რამდენიმე ცდის შემდეგ. მხედველობაადამიანის თვალის ბადურაზე თითქმის 7 მილიონი რეცეპტორ–«კოლბები» არის, რომლებიც ფერს აღიქვამენ. მათ მუშაობაზე პასუხისმგებელი Х-ქრომოსომა არის. ქალებს ის ორი აქვთ –ХХ, და მათი ფერის აღქმის პალიტრა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე კაცების. ქალები ფერებზე საუბრის დროს ამბობენ: «ზღვის ტალღის ფერი», «ატმის ყვავილის ფერი», «რძიანი ყავის ფერი». ხოლო მამაკაცები ყოველთვის სტანდარტულ ფერებს ახსენებენ: ლურჯი, ყავისფერი, ვარდისფერი... ქალებს კარგად აქვთ განვითარებული პერიფერიული მხედველობა. მათი უმრავლესობის ხედვის არე 180º-ს შეადგენს. სმენაქალები უკეთესად არჩევენ მაღალი სიხშირის ბგერებს. ქალი, რომელსაც ახალშობილი ჰყავს, ყოველთვის გამოარჩევს საკუთარი შვილის ტირილს, სხვა ბავშვების ხმებისგან. ქალები ასევე, მამაკაცებზე უკეთესად, არჩევენ ხმის ტონის ცვლილებას. მათი სმენის ორგანო სიცრუის დეტექტორივით არის და ისინი ყოველთვის ხვდებიან, იტყუება თუ არა ადამიანი. მამაკაცები კი პიტიქით, კარგად აღიქვამენ დაბალი სიხშირის ბგერებს და უკეთესად «იგებენ» ხმის მიმართულებას. მაგ., თუ ქალმა და კაცმა ერთდროულად გაიგეს სუსტი კნავილი, მამაკაცი ზუსტად მიხვდება, თუ სად არის იმ მომენტში კნუტი. შეხება და შეგრძნებაქალის კანი 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე კაცის. ინგლისელი მეცნიერების კვლევებმა გამოავლინა, რომ ამ მხრივ, ყველაზე მგრძნობიარე მამაკაცის კანის მგრძნობელობა, უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაბალი მგრძნობელობის ქალის მგრძბობელობა. სამაგიეროდ, მამაკაცს სქელი და ნაკლებად დანაოჭებული კანი აქვს. მამაკაცს ზურგზე კანი 4-ჯერ უფრო სქელი აქვს, ვიდრე მუცელზე. ხოლო როდესაც კაცი საქმით არის დაკავებული, მისი კანის მგრძნობელობა კიდევ უფრო მცირდება, და ის ტკივილს თითქმის ვერ გრძნობს. გემო და ყნოსვამამაკაცები უკეთესად აღიქვამენ მწარეს და მლაშეს. ქალები კი ყველაზე კარგად ტკბილს შეიგრძნობენ. რაც შეეხება სუნის აღქმას, ქალებს უფრო ძლიერ აქვთ განვითარებული ყნოსვის ორგანოები. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: რა გავლენას ახდენს ლოცვა, ლანძღვა და უარყოფითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე 20 რამ, რაც არ იცით საკუთარი სხეულის შესახებ
117 4-ს მოსწონს
|