x
image
თამილა გურაშვილი
გიორგი ფანჯავიძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო

image
ბატონო ბიძინა, თქვენს გამოსვლას ტელე–ეთერში გულისყურით მოვუსმინე და საკმაოდ ბევრი რამ სრულიად ნათელი გახდა ჩემთვის.

ინტერვიუს განვრცობას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ორიოდე სიტყვით განვმარტავ, თუ რამ გამოიწვია ის სავალალო ვითარება ქვეყანაში, რასაც მოჰყვა თქვენი ავტორიტეტის მკვეთრი ვარდნა საზოგადოებაში.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, უხვად გაცემული დაპირებები, რომლის შესრულებაც შეგეძლოთ, მაგრამ არ შეასრულეთ, რამაც ისედაც მძიმე ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა, ხოლო, თქვენ მიერ დაკომპლექტებულმა გუნდმა ექვსი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავა მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობის მოპოვებისათვის.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვენ შემოიკრიბეთ პოლიტიკური მეძავები, პორტირებულები, მუქთახორა ქლესა ნაძირალები, შექმენით პოლიტიკური სატელიტები და გონგოები ასევე ნაძირლებისგან, რომლებიც მაქსიმალურად ბლოკავენ და ებრძვიან პროფესიონალ, ნიჭიერ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიოსან ადამიანებს, სასათბურე პირობები შეუქმენით ოდიოზურ პერსონებს, რომლებსაც მიეცით საქართველოს გაპარტახების საშუალება, მიეცით საქართველოს მოქალაქეების გაღარიბების და დაჩაგვრის საშუალება და ახლა გამოდიხართ და გვიხსნით, როგორ გაგიჭირდათ, როგორ აღმოჩნდით სრულ იზოლაციაში გარე სამყაროსთან და საკუთარ ხალხთან.


სწორედ ასეთმა მიდგომამ საქართველოს მოქალაქეებზე, გამოიწვია თქვენი ავტორიტეტის მკვეთრი ვარდნა საზოგადოებაში.

ბატონო ბიძინა, თქვენ ნამდვილად არ უნდა შეგშლოდათ საკუთარ ხალხთან, რომელიც გენდოთ და განდოთ სახელმწიფოს მართვის სადავეები. სიღარიბეში გაზრდილი ადამიანი ხართ და წესით, უნდა აანალიზებდეთ, რაოდენ მძიმეა იმედგაცრუების სიმძიმილი იმ ადამიანებისთვის, ვინც იმედით შემოგყურებდათ და ფიქრობდნენ, რომ თქვენი მოსვლით მათ ეკონომიკურ პრობლემებს ბოლო მოეღებოდა და საქართველოს მოქალაქე საკუთარ სამშობლოში ამაყად წელში გაიმართებოდა.

აქვე მსურს განვმარტო, თქვენ შეეჩვეული ხართ საკუთარ პირად პასუხისმგებლობაზე თავის არიდებას და ახლა ცდილობთ თავის დაძვრენას იმ აბსურდული მოტივით, აქაოდა, მარიონეტი კვირიკაშვილი და მისი პაჟი ქუმსიშვილი სიცრუეში გაცხოვრებდათ. ეს ხომ ლირიკაა, ზოგადად, დროა აღიაროთ, რომ შეცდით კადრების შერჩევისას, აღიაროთ, რომ მაგნიტივით იზიდავთ ყველანაირი ჯურის ხარახურას, რომლებსაც უფლებას აძლევთ განკარგონ სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ბედი.

გაინტერესებთ და ვერ იგებთ, რა პრობლემა აწუხებს საზოგადოების პროცენტულად დიდ ნაწილს, გეტყვით, ბოლო–ბოლო, ხომ უნდა იცოდეთ, რატომ დგას ეს ხალხი ოპოზიციაში და საერთოდ, თუ რა ვითარებაა ამჟამად საქართველოში, სადაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, დემოკრატიული პროცესების განვითარებას ვერ ეწევა ეკონომიკური წინსვლა.

ქვეყანაში ლომის წილი მოსახლეობის თვითდასაქმებულია, ხოლო ნაწილი ყოველთვიურად ელოდება ემიგრანტების გამოგზავნილ სუბსიდიას, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ფაქტობრივად, ადამიანები ფინანსურად ხელისუფლებაზე და სახელმწიფოზე დამოკიდებული არ არიან. ასეთი გაჭირვების ფონზე თქვენი გუნდის წევრები დ ამათი დამქაშები სიმდიდრეში და ფუფუნებაში ცხოვრობენ.

სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსი. ინფლაციამ კულმინაციას მიაღწია, ფასების მატება დაეტყო აბსოლუტურად ყველა ოჯახს, საშუალო ფენა დღითიდღე ქრება და ღარიბი მოსახლეობის რიცხვი კატასტროფულად მატულობს.

რეგიონებში განვითარების დონე მკვეთრად დაეცა, მოსახლეობა უკიდურესი სიღარიბისაგან იძულებულია, დატოვოს სახლები და წავიდნენ ემიგრაციაში.

მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა დილეტანტების მიერ, ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება, ბიზნესი მონოპოლიზებულია. ნეპოტიზმი და კრონიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა, ყვავის ელიტური კორუფცია. აღმასრულებელი ხელისუფლება სრულიად პოლიტიზირებულია, ისევე, როგორც სხვა უწყებები, ხოლო, შერჩევითი სამართალი ნორმალური მოცემულობაა.

მოსახლეობის მასიური მიგრაციის შედეგად ქვეყანაში სულ უფრო იზრდება უცხოელ მიგრანტთა რიცხვი, რომლებიც თანამიმდევრულად ითვისებენ საქართველოს, ჩინელებს გააქვთ ხე–ტყე, ნადგურდება ფლორა და ფაუნა. ახალი თაობა ეკონომიკური პრობლემების გამო ვეღარ ახერხებს სწავლას, უმეტესობა ჩაბმულია უცხოელი მიგრანტების ხელშეწყობით პროსტიტუციაში, აყვავდა ნარკომანია, მსხვილი ბიზნესმენების მიერ მიმდინარეობს მოსახლეობის შრომითი ექსპლოატაცია, საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიხმარენ იმ სიკეთეებს, რაც შენდება სახელმწიფოში.

სოციალური გაჭირვების გამო მოიმატა კრიმინალმა, ყოველდღიურ მოცემულობად გადაიქცა ძარცვა, ყაჩაღობა, მკვლელობა და ქურდობა.

პოლიტიკურიდ სხვა ნიშნით დევნა ჩვეულებრივი მოვლენაა.

აღმასრულებელი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტები რომ დაგვანახვონ, იმართება ფასადური სასამართლო პროცესები, სადაც იშვიათად, მაგრამ გამოაქვთ გამამართლებელი განაჩენი.

პოლიტიკოსები მიზანმიმართულად აცხოვრებენ მოსახლეობას სიღარიბეში და პარალელურად, აიძულებენ მიიღონ მათთვის გაუგებარი და სრულიად უსარგებლო კვაზი ფასეულობები. პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდა და ჭაობად გადაიქცა, ასეთი ირაციონალური პოლიტიკის წყალობით მოსახლეობა რამოდენიმე პოლარიზებულ ბანაკად დაიყო, ხალხი ისტერიკაშია, ფსიქოზურ მდგომარეობაშია და საკმარისია ერთი ნაპერწკალი, რომ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. კიდევ უამრავი პრობლემაა, რომელთა ჩამოთვლას მთელი დღე არ ეყოფა და თქვენ ამ ყველაფრის ფონზე გველაპარაკებით არარსებულ დემოკრატიაზე და უტოპიურ ევროსტანდარტებზე?! ჭირსაც წაუღია თქვენი ევროსტანდარტები, დემოკრატია და ყველა პოლიტიკური პარტია, თუ საქართველოში ქართველი აღარ დარჩება, თუ საქართველოში ქართველი წელში ამაყად გამართული არ ივლის.

მაგრამ ყველაფერი ზემოთქმულის გამოსწორება შესაძლებელია უმოკლეს პერიოდში, ამისათვის საჭიროა ჯანსაღი პოლიტიკური ხედვები, კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმების ამუშავება, სწორი საკადრო პოლიტიკა, სახელისუფლებო ვერტიკალის მკაცრი კონტროლი მმართველის მიერ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია, ქაოტური სიტუაციის დალაგება არაპოპულარული მკაცრი ნაბიჯების გადადგმით, პრობლემების კომპლექსური მოგვარება, რაც საბოლოოდ აუცილებლად კარგად აისახება სახელმწიფოზე და მისი მოქალაქეების აწმყოზე და მომავალზე.

მოსახლეობას სჭირდება პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, რათა გაუჩნდეთ სურვილი უფრო მეტი იშრომონ, შექმნან და განავითარონ საკუთარი სამშობლო და ეს მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები თავს გრძნობენ რეალიზებულად საკუთარ სამშობლოში და დაფასებულად.

აი, ესეთი საქართველოსთვის ვიბრძვით მე და ჩემი გუნდი, ამიტომ უაპელაციოდ გეუბნებით, კარდინალური ცვლილებები გარდაუვალია, რადგან ასე ცხოვრება შეუძლებელია, ჩვენმა თაობამ უკვე გაიარა განსაწმენდელი და ახლა ვემზადებით სანიტარული დასუფთავებისთვის და გაპარტახებული ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის.


ბოლოს, ბატონო ბიძინა, მინდა კარგად დაიმახსოვროთ, მე, გიორგი ფანჯავიძე, ვებრძვი სისტემას, რომელმაც გაანადგურა საქართველო და არა სახეებს, ვინაიდან, პრობლემა სისტემაშია და არა პერსონებში.

ელოდეთ ცვლილებებს იქიდან, საიდანაც ვერ წარმოგიდგენიათ!-არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო საზოგადოების ტრანსფორმაციის ცენტრის free mind ხელმძღვანელი, გიორგი ფანჯავიძე.


0
112
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0