კინო გასული საუკუნის სუპერვარსკვლავები დღეს 2018, 5 აგვისტო, 9:15 დრო მეოთხე განზომილებაა ჩვენს სამყაროში. ის ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს და გვინდა ეს თუ არა, ის გამუდმებით წინ მიდის. მისი შეჩერება ან შენელება შეუძლებელია. ჩვენ ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ და იმაზე ნაკლებად ვფიქრობთ, თუ რა დრო გავიდა ამა თუ იმ მოვლენიდან. ხანდახან გვგონია, რომ რაღაც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, არა და ეს ცოტა ხანი, შეიძლება რამდენიმე წელი ან ათწლეულებიც კი იყოს. ამას მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ცნობილ ადამიანს ვხედავთ და გვახსენდება, თუ როგორი იყო ის, თუნდაც 20 წლის წინ. ყველასთვის საყვარელმა სერიალმა «საიდუმლო მასალები» (The X-Files) სტარტი 1993 წლის 10 სექტემბერს აიღო და 9 წლის შემდეგ, 2002 წ. დასრულდა. ამ ხნის მანძილზე 202 სერია გადაიღეს, უცვლელი გმირების, – აგენტების ფოქს მალდერის (დევიდ დუხოვნი) და დანა სკალის (ჯილიან ანდერსონის) მონაწილეობით. 2015 წელს სერიალის გადაღება განაახლეს. ეს კი ფოტოებია, სერიალის X და XI სეზონებიდან. მარტი მაკფლაის გმირია, ტრილოგიიდან «უკან მომავალში» (1985 – 1990 წწ.), კანადელმა მსახიობმა მაიკლ ჯეი ფოქსმა შეასრულს.
1984 წელს იტალიის ტელეეთერში «რვაფეხა» გამოჩნდა. სერიალის დაწყებისთანავე, ყველა მანდილოსანის გული, ვაჟკაცური გარეგნობის კომისარმა კორადო კატანიმ დაიპყრო. რომლის როლს, იტალიელი მსახიობი მიკელე პლაჩიდო ასრულებდა. ქალების გულთამპყრობელი უკვე 72 წლის არის, 50 ათზე მეტი კინოროლი აქვს შესრულებული და 13 ფილმის რეჟისორია. კურტ რასელს ძალიან უყვარდა სპორტი და ბეისბოლისტი უნდოდა ყოფილიყო. მაგრამ, სპორტული კარიერა, ტრამვის გამო არ აეწყო და რასელი კინოში «წავიდა». ალტერნატივა წარმატებული აღმოჩნდა. სპორტთან მეგობრობამ და კარგმა აღნაგობამ, მას მალე აპოვნინა შესაფერისი ჟანრი და ადგილი კინოინდუსტრიაში.
მელ გიფსონმა სადებიუტო ფილმი 1977 წ. გამოსული «საზაფხულო ქალაქი» (Summer City) იყო. თუმცა, კინომოყვარულების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც «ბაუნტი» (1984) და «სასიკვდილო იარაღი» (1987) გამოვიდა ეკრანზე. 62 წლის მსახიობი აქტიურად აგრძელებს კინოკარიერას. წელს ეკრაბევზე «პროფესორი და შეშლილი» გამოვიდა, რომელშიც მსახიობი პროფესორის როლს ასრულებს, ხოლო 2019 წელს «ბოსის დონის» პრემიერაა დაგეგმილი. ჯულია რობერტსმა პირველი როლი, რომელიც სულ რაღაც 15 წამს გრძელდებოდა, «მეხანძრეებში» (1987) შეასრულა. შემდეგ იყო სერიალი და კიდევ რამდენიმე ფილმი. პირველი სერიოზული როლი რობერტსმა «ფოლადის მაგნოლიებში» (1989) შეასრულა, რომლისთვისაც «ოქროს გლობუსი» მიიღო და «ოსკარის» პრემიის ნომინანტი გახდა. ასეთი დიდი წარმატების შემდეგ, ჯულია «ლამაზმანში» (1990) გადაიღეს და ეს ფილმი მის «სავიზიტო ბარათად» იქცა. ამჟამად, 50 წლის მსახიობს 50-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული და ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით – «ბინის დაბრუნება» წელს გამოვიდა ეკრანებზე. ბრენდან ფრეიზერს ეკრანებზე 1991 წელს გამოჩნდა, მაგრამ ცნობილი და პოპულარული, მას შემდეგ გახდა, რაც «მუმია» (1999) გამოვიდა ეკრანებზე. 49 წლის რ. ფრეიზერის ანგარიშზე 40-მდე შესრულებული კინოროლია. ამჟამად, 90-იანების ვარსკვლავი საპროდიუსერო საქმიანობით და ნახატი გმირების გახმოვანებით არის დაკავებული. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ბრაზილიური სერიალების მსახიობები: მაშინ და ახლა დიდი მსახიობი თავისი ცხოვრების და კარიერის შესახებ. ინტერვიუ 82 წლის ალენ დელონთან ლუი დე ფიუნესი — მსახიობი, რომელიც მეზობლების გარდა, ყველას უყვარდა რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული ნაკლებად ცნობილი ფაქტები მაიკლ ჯექსონის ცხოვრებიდან 312 6-ს მოსწონს
|