შოუბიზნესი უშვილო და ბედნიერი? - სელებრითები რომლებსაც შვილის გაჩენა არ სურთ 2012, 3 ივლისი, 22:46 გავრცელებული შეხედულებით, ქალის უმთავრესი მოვალეობა და მისია შვილის გაჩენა და გაზრდაა. თუმცა არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ და ბავშვის გაჩენაზე, საკუთარი სოლიდური ასაკის მიუხედავად არც კი ფიქრობენ. წარმოგიდგენთ ცნობილი, ლამაზი და სექსუალური სელებრითების სიას, რომელთაც მემკვიდრის გაჩენის სურვილი ჯერაც არ გასჩენიათ და მიაჩნიათ რომ ბავშვის გარეშეც მშვენიერი, საინტერესო და კარგი ცხოვრება აქვთ. კიმ კეტროლი - "სექსი დიდ ქალაქში" - მთავარი გმირის სამივე ქორწინებამ შვილის გაჩენის გარეშე ჩაიარა, ეს იმიტომ რომ მსახიობს არ უყვარს პატარები არც ცხოვრებაში, არც ეკრანზე. იგი სულაც არ ნანობს რომ დედა ვერ გახდა. თვლის რომ სახლში დაბრუნებულს აჩხავლებული ბავშვები კარგად დასვენების საშუალებას არ მისცემენ, ამიტომ არ აპირებს კომფორტის დარღვევას საკუთარი თავისთვის. კიდევ ერთი ლამაზმანი ევა მენდესი კი გულახდილად აღიარებს რომ "ბავშვები, ეს საიმისო საქმე არაა!" "ცუდად ნუ გამიგებთ, მე მომწონს ეს პატარა, ანცი ქმნილებები, მაგრამ უფრო მეტად მომწონს ნორმალური ძილი და ცხოვრების ჯანსაღი რიტმი, რის საშუალებასაც შვილის ყოლა ვერ მომცემს" აღიარებს ევა. "ძაღლის მოვლა არ მეყოფა ახლა ბავშვებიც მაზრდევინეთ"-კატეგორიულად აპროტესტებს შვილების გაჩენის საკითხს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯესიკა ბეილი, ის და ბოიფრენდი მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი სამი წელია ერთად ცხოვრობენ და ბავშვების ყოლის საკითხშიც იზიარებენ შეხედულებებს. "შვილები? არა გმადლობთ". ცნობილი ფრანგი მომღერალი მილენ ფარმერი იხსენებს: "მყავდა ერთი ბოიფრენდი, რომელსაც რასაც ქვია ჩახვეული ქონდა, რომ მისგან შვილი გამეჩინა, რას ამბობთ? რისი შვილი რა შვილი? მე თავად ვარ საკუთარი თავის საყვარელი შვილიც და დედისერთაც" ამბობს ღიმილით მომღერალი. ჰოლივუდში, ერთერთ ყველაზე ულამაზეს ხანშიშესულ მსახიობად აღიარებული ქალბატონი ჰელენ მირენი კი ღიად აცხადებს, რომ იგი მთელი ცხოვრება არ აღიარებს ორ რამეს -ქორწინების ინსიტუტს და შვილების ყოლის აუცილებლობას. "ბავშვობაში საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური ტრამვა გადავიტანე, რის გამოც დღემდე ფიქრიც კი მზარავს ჩვილის გაზრდასთან დაკავშირებით, არ ვნანობ რომ დედა არასოდეს ვიქნები!"- აცხადებს მსახიობი. 3604 5-ს მოსწონს 1-ს არა
|