x
image
თამილა გურაშვილი
..საპატრიარქოს შუამდგომლობებით ადეიშვილმა ასობით ბარიგა გამოყარა ციხიდან გარეთ..-ცოტნე გამსახურდია

image
მეზარება ახლა მარიხუანას ლეგალიზაციაზე, მის სოციალურ შედეგებზე და ჯანმრთელობის ზიანზე წერა. არ ესმით მაინც და იყვირე, რამდენიც გინდა... მოვიდნენ ნეტავ დროზე ის სპარსნი, თურქნი და არაბნი, ეგება იმათ მაინც უშველონ ამ წალკოტივით ქვეყანას, ამ ბალასტის ადგილი აქ არ არის. ეს დიდი ხანია ჩანს.

ახლა მხოლოდ ის მინდა გავიხსენო, როგორ შემოიტანეს მილიონობით ამპულა მორფი, ჰეროინი და სხვა ნარკოტიკები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სპეცსამსახურებმა და დაურიგეს მხედრიონს, გვარდიას, "საძმოებს" და სხვა ათასი ჯურის არამზადებს... მახსენდება, როგორ შემოიტანა ანზორა ბურჯანაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საკონდიტრო დანიშნულების "მაკის თესლები" ვარდების რეოლუციის წინა პერიოდში. (მა რა გეგონათ, განა მარტო საფურაჟე ფქვილი გაჭამათ?) ოც ლარად კაი ზახოდი ოპიუმი გამოდიოდა... მახსენდება, როგორ შემოიყარა ქალაქში სუბოტექსი აგვისტოს ომის შემდეგ და ფორმალურად საპატრიარქოს შუამდგომლობებით ადეიშვილმა ასობით ბარიგა გამოყარა ციხიდან გარეთ...

ნეტავ დღეს რაში სჭირდებათ ამ ხალხის კიდევ უფრო დასლევება? მაგრამ აქ ხომ მოვლენების ანალიზის და განზოგადების უნარი არა აქვთ, მეც ვამბობ, რა... კარგია, დედამიწა პარაზიტებისგან თავისუფლდება და მართლაც არაფერი ხდება უჩვეულო. - ცოტნე გამსახურდია

0
186
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0