ფოლკლორი რას ამბობს არაბული ანდაზები ქალზე? 2018, 2 აგვისტო, 21:21 ![]() 33. ''ქალები ეშმაკის შთამომავლები არიან.'' 32. ''არ ენდო არც მეფეს, არც ცხენს და არც ქალს. მეფე ახირებულია, ცხენი - გაქცევისკენ მიდრეკილი, ქალი კი - მუხთალი.'' 31. ''ვაი იმ ხალხს, რომელსაც ქალი მართავს!'' 30. ''ქალებისადმი მორჩილება უნდა მოინანიოთ.'' 29. ''სამი დღის მანძილზე შენი ქალი თუ არ სცემე, მელიად გადაიქცევა.'' 28. ''კატას მოსწონს, როცა ახრჩობენ.'' 27. ''მაიმუნზე ფულის გამო ნუ იქორწინებ, ფული გაქრება და მაიმუნი შეგრჩება.'' 26. ''თუ ქურდობას დააპირებ, აქლემი მოიპარე და თუ - სიყვარულს, მთვარე შეიყვარე.'' 25. ''თამამად შევაქოთ ის კაცი, ერთგული ცოლები რომ ჰყავს.'' 24. ''სანამ ქალზე დაქორწინდები, დედამისის თვისებები გაიგე.'' 23. ''კაცს მხოლოდ ცოლების ატანა უწევს.'' 22. ''კაცი და თავისი ქალი - ეს სამარე და მიცვალებულია.'' ![]() ![]() 21. ''მამაჩემი იბრძვის და დედაჩემი ყბედობს.'' 20. ''დედაჩვენი შეცდომის დაშვებას გვიკრძალავს, თავად კი ახალ ცოდვებში ვარდება.'' 19. ''ვაჟის ტკივილს მხოლოდ დედა შეისისხლხორცებს.'' 18. ''სამოთხე - ეს მშობელი დედის ტერფებია.'' 17. ''დედის თვალისთვის მაიმუნიც ქურციკია.'' 16. ''ჭარბწონიანი ქალი - ეს ზამთრისთვის მატყლის საბანია.'' 15. ''ქალი გაგონილს მუდამ აზვიადებს.'' 14. ''ქალმა ეროვნულ თათბირზე რა უნდა აკეთოს?'' 13. ''გოგონას დაბადებისას ზღურბლი ორმოცი დღე იწვის.'' 12. ''უყურადღებოდ არ დატოვოთ არც გოგონა და არც მწვანე საძოვარი.'' 11. ''გოგონამ ბევრი არ უნდა ისაუბროს და არც ყველას მიესალმოს.'' ![]() 10.''ქალის სილამაზე კი არ უნდა იხილო, უნდა ამოიცნო.'' 9. ''ქალის ოხვრა უფრო მეტს გეტყვის, ვიდრე კაცის ქადაგება.'' 8. ''ქალს შეუძლია სიყვარული ორმოცი წელი მალოს, ზიზღი და გაბრაზება კი - ერთი დღე.'' 7. ''ქალის გული ჭირვეულია.'' 6. ''რომ ვთქვათ ღრუბლებში ქორწილია-თქო, ქალები კიბეს დაბლა ჩაუყვებიან.'' 5. ''კაცი გულით იცინის, ქალი - პირით.'' 4. ''ვაჟებს ასწავლე, რომ ქალი - ეს მეგობარი, სახლი და ცხოვრებაა.'' 3. ''ქალი, რომელსაც შენი ნაკლოვანებების მიუხედავად უყვარხარ, არ დაკარგო.'' 2. ''ქალისთვის ან ყველაფერი უნდა იყო, ან - არაფერი.'' 1. ''ქალის გული იმდენად უმანკოა, რომ მისი გატეხვის შემდეგაც ეყვარები.. გულის ყველა ნამსხვრევით.'' 586 2-ს მოსწონს |
პ.ს. ვინმეს მტრობა მხოლოდ ზედმეტ ნაოჭს მოგვიტანს. ჯობია, უბრალოდ ამოშალო ცხოვრებიდან.