საზოგადოება "მრცხვენია, რომ ქართველი ვარ" - სასტავი სადაა ერთი, დამენახეთ რა! 2018, 31 ივლისი, 22:10 იუმორისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ისანში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია და წერს: მიმდინარე წლის 28 ივლისს ისანი-სამგორის რაიონში 2001 წელს დაბადებულმა ი.ს.-მ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე, მოქალაქეს საფულე გასტაცა. მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი, 1992 წელს დაბადებული ლუკა ლორია შეეცადა, რა დროსაც იგი ი.ს.-მ ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ მძარცველი მიმალვისას, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავა. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მოადგილესთან - ნათია მეზვრიშვილთან ერთად, მძარცველის დაკავების მცდელობისთვის დაჭრილი მოქალაქე - ლუკა ლორია საავადმყოფოში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. შეგახსნებთ სვანიძის პოსტში მოხსენიებულ რუსთავში მოხდარ ტრაგედიას, რომელიც 2014 წელს მოხდა. მაშინ 21 წლის ოთო გურგენაშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა. გზაზე გადასვლის დროს დაინახა, რომ ბავშვს "მინივენი" ეჯახებოდა, ბავშვს ხელი ჰკრა და გადაარჩინა, თვითონ კი მანქანის ქვეშ მოყვა. ოთო გურგენიშვილი „საქართველოს ბანკსა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ პიარის და გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა.
1509 10-ს მოსწონს
|